ფიგურა (გეომეტრია)
(გადამისამართდა გვერდიდან გეომეტრიული ფიგურა)
ფიგურა — ტერმინი გეომეტრიაში, რომელსაც იყენებენ წერტილთა სხვადასხვა სიმრავლის მიმართ. ჩვეულებრივ ფიგურას უწოდებენ ისეთ სიმრავლეს, რომელიც შეიძლება წარმოვადგინოთ წერტილთა, წირებისა და ზედაპირების სასრული რაოდენობის გაერთიანებით (კერძოდ, თვით წერტილები, წირები და ზედაპირები).
ყველა გეომეტრიული ფიგურა წერტილებისგან შედგება უმარტივესი გეომეტრიული ფიგურის მაგალითია წრფე.
ბრტყელი ფიგურა სიბრტყის ნაწილს წარმოადგენს. სივრცითი გეომეტრიული ფიგურები, გეომეტრიული სხეულებია. გეომეტრიის ნაწილს რომელიც, ერთ სიბრტყეზე მოთავსებულ ბრტყელ ფიგურებს შეისწავლის — პლანიმეტრია ეწოდება. ხოლო სივრცითი ფიგურების შემსწავლელ დარგს — სტერეომეტრია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 284.