ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრენდა მარშალი (ინგლ. Brenda Marshall), ნამდვილი სახელია არდის ანკერსონი (ინგლ. Ardis Ankerson; დ. 29 სექტემბერი, 1915 – გ. 30 ივლისი, 1992) — ამერიკელი მსახიობი

ბრენდა მარშალი
დაბადების სახელი არდის ანკერსონი
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1915
ნეგროსი, ფილიპინები
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი. 1992. პალმ სპრინგსი, კალიფორნია, აშშ.
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1939–1950
მეუღლე(ები)

რიჩარდ ჰიუსტონ გაინესი (დაქ. 1936; გან. 1940), უილიამ ჰოლდენი

(დაქ. 1941; გან. 1971)

ბიოგრაფია

რედაქტირება

არდის ანკერსონი 1915 წლის 29 სექტემბერს ფილიპინების კუნძულ ნეგროსზე, შვედურ ოჯახში დაიბადა. მამამისი ოტო პეტერ ანკერსონი ქალაქ ბაკოლოდთან ახლოს შაქრის პლანტაციებს ფლობდა. არდისმა, თავის უფროს და რუთთან ერთად ქალაქ ბაგიოს ბრენტის საერთაშორისო სკოლაში დაიწყო სწავლა[1]. 1925 წელს დედა გარდაეცვალათ. 1930-ში აშშ-ში ტეხასის შტატ ქალაქ სან-ანტონიოში გადავიდნენ და სწავლაც იქ განაგრძეს. 1933 წელს ტეხასის სახელმწიფო ქალთა კოლეჯში ჩააბარა. პირველკურსელთა სილამაზის კონკურსზე გაიმარჯვა და იმ დროს პოპულარულმა მოცეკვავემ ტედ შოუნმა აირჩია.[2] ბრენდა მარშალი მისი სასცენო ფსევდონიმი იყო და მის გარეთ მეგობრებისგან მოითხოვდა ნამდვილი სახელით მიემართათ. 1936 წელს მსახიობ რიჩარდ ჰიუსტონ გაინესზე დაქორწინდა და გოგონა ვირჯინია შეეძინათ. წყვილი 1940 წელს განქორწინდა.

 
1952 წელი, რონალდ რეიგანის ქორწილი ერთადერთი სტუმრები. პატარძლის მეჯვარე ბრენდა მარშალი, რონალდ რეიგანი, ნენსი რეიგანი და სიძის მეჯვარე უილიამ ჰოლდენი[3]

ჰოლივუდის წლები

რედაქტირება

ჰოლივუდში მისი სამსახიობო დებიუტი 1939 წელს შედგა. ამერიკელმა რეჟისორმა უილიამ კ. მაკგანმა კრიმინალურ დრამაში „ბლექველის კუნძული“ ეპიზოდური როლი ათამაშა. პირველი მთავარი როლი 1940 წელს, ეროლ ფლინთან ერთად სათავგადასლო მელოდრამაში „ზღვის ქორში“ იყო. 1941 წელს კვლავ ფლინთან ერთად გადაიღეს, დეტექტიურ ფილმში „კვალი სიბნელეში“.
1941 წელს მარშალი ცოლად გაჰყვა 50-ანი წლების ცნობილ მსახიობ უილიმ ჰოლდენს, რომელიც მისი ქალიშვილის ვირჯინიას მამობილი გახდა და მასთან ორი ვაჟი პეტერ ვესტერფილდ „ვესტი“ ჰოლდენი და სკოტ პორტერ ჰოლდენი შეეძინა.[4] გათხოვების შემდეგ ნაკლებად მონაწილეობდა გადაღებებში და მხოლოდ ათამდე ფილმში ითამაშა. პირველი იყო „ღრუბლების კაპიტნები“ (1942) სადაც პარტნიორობას ჯეიმზ კეგნი უწევს. წარმატებული გამოდგა "მუდმივი ნიმფა" (1943) "საფრთხის წარმოშობა" (1943) და ვესტერნი „მოჩურჩულე სმიტი“(1948). 1946 წელს დაბალბიუჯეტიან B კატეგორიის ფილმში "უცნაური ინკარნაცია" გადაიღეს, სადაც მეცნიერ ნორა გუდრიჩის როლი შეარულა. 1950 წელს დაასრულა კინო კარიერა. ბოლო მხატვრული ფილმი იყო „იროკეზების ბილიკი“.
1952 წლის 4 მარტს, ბრენდა და მისი მეუღლე უილიამი, რონალდ რეიგანის და ნენსი რეიგანის ქორწილის ერთადერთი სტუმრები იყვნენ. წყვილი ლოს ანჯელესში, სან ფერნანდოს ხეობაში, ლიტლ ბრაუნის ტაძარში დაქორწინდა, ხოლო უილიამი და ბრენდა რონალდის და ნენსის მეჯვარეები იყვნენ.
კინოკარიერის დასრულების შემდეგ ეკრანზე ერთხელ გამოჩნდა, 1955 წელს სიტკომში „მე მიყვარს ლუსი“, მეოთხე სეზონის მეოცე სერიაში „მოდების ჩვენება“ საკუთარი თავი განასახიერა, როგორც მისის ჰოლდენმა.
ჰოლდენთან ქორწინებაც არ გამოდგა წარმატებული, ისინი მუდმივად კამათობდნენ და 1971 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ.[5] [6] ბრენდა კალიფორნიის შტატში, ქალაქ პალმ-სპრინგში გადავიდა. მსახიობი 1992 წლის 30 ივლისს 76 წლისა საყლაპავი მილის კიბოთი გარდაიცვალა.[7]

 
უილიამ ჰოლდენი და ბრენდა მარშალი. ტოკიოს ჩოუს თეატრში. 1955 წელი
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1939 ბლექველის კუნძული Blackwell's Island Reynolds' Secretary
1939 ჯაშუშობის აგენტი Espionage Agent Miss Brenda Ballard
1940 კაცი, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობდა The Man Who Talked Too Much Celia Farrady
1940 ზღვის ქორში The Sea Hawk Doña Maria
1940 ფული და ქალი Money and the Woman Barbara Patteson
1940 მდინარის აღმოსავლეთით East of the River Laurie Romayne
1940 სუეცის სამხრეთით South of Suez I: Katharine 'Kit' Sheffield
1941 კვალი სიბნელეში Footsteps in the Dark
1941 სინგაპურელი ქალი Singapore Woman
1941 დასავლეთის გზატკეცილი Highway West
1941 მომღიმარი მოჩვენება The Smiling Ghost
1942 ღრუბლების კაპიტნები Captains of the Clouds Emily Foster
1942 თქვენ არ შეგიძლიათ გაქცევა სამუდამოდ You Can't Escape Forever Laurie Abbott
1943 მუდმივი ნიმფა The Constant Nymph Toni Sanger
1943 საფრთხის ფონი Background to Danger Tamara Zaleshoff
1943 პარიზი სიბნელის შემდეგ Paris After Dark Yvonne Blanchard
1946 უცნაური ინკარნაცია Strange Impersonation Nora Goodrich
1946 მოჩურჩულე სმიტი Whispering Smith Marian Sinclair
1950 იროკეზების ბილიკი The Iroquois Trail Marion Thorne

1936 წელს მსახიობ რიჩარდ ჰიუსტონ გაინესზე დაქორწინდა და გოგონა ვირჯინია შეეძინათ. წყვილი 1940 წელს განქორწინდა.

1941 წელს მარშალი ცოლად გაყვა 50-ანი წლების ცნობილ მსახიობ უილიმ ჰოლდენს, რომელთანაც ორი ვაჟი პეტერ ვესტერფილდ „ვესტი“ ჰოლდენი და სკოტ პორტერ ჰოლდენი შეეძინა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. p. 140 in: Halsema, James J. Bishop Brent's Baguio School: The First 75 Years. Brent School, Baguio City, Philippines. OCLC 20331617
  2. Famous Alumnae დაარქივებული 2010-11-29 საიტზე Wayback Machine. , Texas Woman's University website; accessed September 8, 2015.
  3. First Ladies: Nancy Reagan. The White House. ციტირების თარიღი: 9 აპრილი, 2018.
  4. Capua, Michelangelo (2009). William Holden: A Biography. Jefferson, NC: McFarland, გვ. 29–31. ISBN 978-0-7864-4440-3. 
  5. Fessier, Bruce (September 29, 2014). „West Holden: More than just the son of William Holden“. The Desert Sun. Palm Springs, California.
  6. Meeks, Eric G. (2014) The Best Guide Ever to Palm Springs Celebrity Homes. Horatio Limburger Oglethorpe, გვ. 364. ISBN 978-1479328598. 
  7. Brenda Marshall; Starred in '40s Swashbucklers (August 14, 1992).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრენდა_მარშალი“-დან