აბრაჰამ (ბრემ) სტოკერი (ინგლ. Abraham „Bram“ Stoker; დ. 8 ნოემბერი, 1847, დუბლინი, ირლანდია — გ. 20 აპრილი, 1912, ლონდონი ) — ირლანდიელი მწერალი და მოთხრობების ავტორი, რომლის ყველაზე განთქმული ნაწარმოებია 1897 წელს გამოსული გოთიკური რომანი „დრაკულა“.

ბრემ სტოკერი
Bram Stoker 1906.jpg
დაბადების თარიღი 8 ნოემბერი, 1847(1847-11-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17]
დაბადების ადგილი კლონტარფი[18]
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1912(1912-04-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] [14] [15] [17] (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი წმინდა გიორგის მოედანი[19]
დასაფლავებულია გოლდერს-გრინი[18]
საქმიანობა მწერალი[17] , ჟურნალისტი, რომანისტი[20] , თეატრალური კრიტიკოსი, სცენარისტი, საქმისმწარმოებელი[18] [20] და თეატრის დირექტორი[18]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom (3-5).svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი დუბლინის ტრინიტის კოლეჯი[18]
ჟანრი გოთიკური ლიტერატურა და საშინელებათა ლიტერატურა
Magnum opus დრაკულა, მზის ჩასვლისას, გველის უღელტეხილი, The Watter's Mou', The Shoulder of Shasta, მის ბეტი, ზღვის საიდუმლოება და The Man
მეუღლე ფლორენს ბელკომი
შვილ(ებ)ი Irving Stoker
საიტი bramstoker.org

ერთ დროს, ის, ასევე ცნობილი იყო, როგორც მსახიობ ჰენრი ირვინგის თეატრალური მენეჯერი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი თეატრის, ლონდონის „ლიცეუმის“ დირექტორი.

ბიოგრაფიარედაქტირება

 
„დრაკულას“ პირველი გამოცემის გარეკანი (1897)

ბრემ სტოკერი დაიბადა 1847 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ დუბლინში, ირლანდია, პროტესტანტულ ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ აბრაჰამ სტოკერი (1799-1876) და შარლოტა მატილდა ბლეიკ თორნლი (1818-1901). ის იყო მესამე შვიდი დედმამიშვილიდან (უფროსი თორნლი სტოკერი, განთქმული ქირურგი).

ბავშვობაში, შვიდ წლამდე, ავადმყოფობის გამო ვერ დადიოდა. თუმცა მან შეძლო ადვადმყოფობის გადალახვა და დუბლინის უნივერსიტეტში სწავლისას გახდა კარგი ფეხბურთელი და მსუბუქი ათლეტი.

სწავლის დამთავრების შემდეგ სტოკერი მსახურობდა სახელმწიფო სამსახურში და პარალელურად მუშაობდა ჟურნალ „The Evening Mail“-ის ჟურნალისტად და თეატრალურ კრიტიკოსად. ამ პერიოდში ის დაუმეგობრდა ინგლისელ მსახიობ ჰენრი ირვინგს. 1878 წელს ირვინგმა შესთავაზა მას თეატრ „ლიცეუმის“ დირექტორობა. სტოკერი დათანხმდა შემოთავაზებას და გადავიდა ლონდონში. 27 წლის განმავლობაში სტოკერი იყო ირვინგის მენეჯერი ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე (1905).

ირვინგთან მეგობრობა დაეხმარა მას შესულიყო ლონდონის მაღალ საზოგადოებაში. აქ მან გაიცნო ართურ კონან დოილი და ჯეიმზ უისლერი. სტოკერი დაქორწინებული იყო ფლორენს ბელკომბზე, ვისზეც ოსკარ უაილდი იყო შეყვარებული და ვისთანაც სტოკერი ახლოს მეგობრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრემი არის უამრავი ნაწარმოების ავტორი, წარმატება მას მოუტანა განთქმულმა რომანმა „დრაკულა“, გამოცემული 1897 წელს, რომლის შთაგონების წყაროდ იქცა ჯოზეფ ლეფანიუს გოთიკური რომანი „კარმილა“ (1872). რომანზე ის მუშაობდა დაახლოებით 8 წელიწადი და სწავლობდა ევროპულ ფოლკლორს და ლეგენდებს ვამპირების შესახებ.

ბრემ სტოკერი გარდაიცვალა 1912 წლის 20 აპრილს, პროგრესირებადი დამბლის შედეგად.

რომანები და მოთხორებებირედაქტირება

მოთხრობების კრებულებირედაქტირება

  • 1882 — „მზის ჩასვლისას“
  • 1914 — „დრაკულას სტუმარი და სხვა საოცარი მოთხრობები“

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118798995 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 NooSFere — 1999.
  9. Babelio — 2007.
  10. 10.0 10.1 BD Gest'
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  12. 12.0 12.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. 13.0 13.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  14. 14.0 14.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  15. 15.0 15.1 GeneaStar
  16. Dictionary of Irish BiographyRoyal Irish Academy.
  17. 17.0 17.1 17.2 The Fine Art Archive — 2003.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 Dracula / M. HindlePenguin Classics, 2011. — P. xiii.
  19. Dracula / M. HindlePenguin Classics, 2011. — P. xvi.
  20. 20.0 20.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.