ბრაზილიის რეგიონები
ბრაზილიის რეგიონები — ბრაზილია იყოფა 5 რეგიონად (უწოდებენ ასევე მაკრორეგიონს). აღნიშნული დაყოფა მოხდა ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ. დაყოფისას გათვალისწინებული იყო რეგიონის ბუნებრივი, ეკონომიკური, კულტურული, ისტორიული და სოციალური მახასიათებლები.