ბოსნია და ჰერცეგოვინის ეროვნული მუზეუმი
ბოსნია და ჰერცეგოვინის ეროვნული მუზეუმი (ბოსნ. Zemaljski Muzej Bosne i Hercegovine) — ბოსნიისა და ჰერცეგოვინის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. მდებარეობს დედაქალაქ სარაევოში 1888 წლიდან. შედგება არქეოლოგიური, ნატურალისტური და ეთნოლოგიური დეპარტამენტებისგან, მას ასევე აქვს თავისი ბიბლიოთეკა სადაც 162 ათასამდე დოკუმენტი ინახება.[1]
ბოსნია და ჰერცეგოვინის ეროვნული მუზეუმი ბოსნ. Zemaljski Muzej Bosne i Hercegovine | |
---|---|
მუზეუმის შენობა | |
43°51′18″ ჩ. გ. 18°24′10″ დ. გ. / 43.85500° ჩ. გ. 18.40278° დ. გ. | |
დაარსდა | 1888 |
ქვეყანა | ბოსნია და ჰერცეგოვინა |
დამაარსებლები | ავსტრია-უნგრეთის განათლების სამინისტრო |
მდებარეობა | Centar Municipality |
ოფიციალური საიტი | http://www.zemaljskimuzej.ba/ |
ისტორია
რედაქტირებასარაევოში მუზეუმის დაარსების იდეა ჯერ კიდევ ოსმალური მმართველობის პერიოდში გაჩნდა ბოსნიის ინტელექტუალურ წრეებში მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან. მაგრამ მისი განხორციელება ავსტროუნგრულ ოკუპაციამდე ვერ მოხერხდა. 1888 წლის 1 თებერვალს ავსტროუნგრულმა განათლების სამინისტრომ შექმნა სარაევოს მუზეუმის საზოგადოება კოსტა ჰერმანით სათავეში. მუზეუმის შენობა არქიტექტორმა კარელ პარეკმა დააპროექტა. ჰერმანი ენთუზიასტი კოლექციონერი იყო და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მუზეუმის კოლექცია იმდენად გაიზარდა, რომ 1908 წელს დამატებითი სივრცე გახდა საჭირო. დამატებითი შენობების მშენებლობა დასრულდა 1913 წელს. დეპარტამენტების მიხედვით ოთხი შენობა აიგო – არქეოლოგიური, ნატურალისტური და ეთნოლოგიური ექსპონატებისა და ბიბლიოთეკისთვის.
პირველი მსოფლიო ომის დროს მუზეუმმა პროგრესი შეწყვიტა, ომისა და ავსტროუნგრეთის დაშლის შემდეგ იგი სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოში აღმოჩნდა. სამეფო მცირე ყურადღებას აქცევდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, მუზეუმს სახელმწიფო დაფინანსება პრაქტიკულად შეუწყდა, რამაც მის განვითარებას მძიმე დაღი დაასვა, ამას დაერთო იუგოსლავიის ოკუპაცია, რომლის დროსაც მუზეუმი უკვე ხორვატთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ადმინისტრაციის ქვეშ აღმოჩნდა და მუზეუმის მდგომარეობა უფრო დამძიმდა.
ომის შემდგომ, კომუნისტურ პერიოდში მუზეუმმა დაიწყო პროგრესირება. სახელმწიფომ კულტურული დაწესებულებები აქტიურად წაახალისა და მუზეუმმა გამოსცა რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი თავისი ექსპონატების შესახებ.
ბოსნიის ომმა და სარაევოს ალყამ არა მხოლოდ მუზეუმის ფუნქციონირება შეაჩერა, არამედ პირდაპირი ზიანი მიაყენა მის შენობებს. სერბული არტილერიის ჭურვები რამდენიმეჯერ მოხვდა მუზეუმს, ხოლო 1993 წლის 10 დეკემბერს რიზო სიარი, მუზეუმის დირექტორი, ჭურვის ნამსხვრევის მოხვედრისგან დაიღუპა, როდესაც იგი პირადად მონაწილეობდა მუზეუმის სახურავზე არტილერიის ჭურვებისგან დარჩენილი ნახვრეტების ამოვსებაში.
ომის დასრულების შემდეგ მუზეუმი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის კულტურისა და სპორტის ფედერალური სამინისტროს პატრონაჟის ქვეშაა.[2] საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა მუზეუმის განახლება და აღდგენა.[3][4]
დეპარტამენტები
რედაქტირებაარქეოლოგია
რედაქტირებაარქეოლოგიის დეპარტამენტში არის წინაისტორიული, ანტიკური და შუა საუკუნეების სექციები, ასევე დოკუმენტაციური და კონსერვაციის ლაბორატორიები. არქეოლოგიურ დეპარტამენტში წარმოდგენილია ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე ადამიანის ყოფის ნაშთები პალეოლითიდან გვიანდელ შუა საუკუნეებამდე. ექსპონატების უმეტესობა საველე სამუშაოებისას არის აღმოჩენილი, თუმცა ზოგიერთი გაცვლის, ჩუქების ან შესყიდვის გზითაც არის შეძენილი.
ნატურალისტიკა
რედაქტირებანატურალისტური დეპარტამენტი გეოლოგიის, ზოოლოგიისა და ბოტანიკურ სექციებისგან შედგება. ამ უკანასკნელს ასევე აქვს ბოტანიკური ბაღი. დეპარტამენტს დაახლოებით ორ მილიონამდე ექსპონატი აქვს, რომელიც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფლორის, ფაუნის, ნიადაგებისა და ქანების ნიმუშებს მოიცავს.
ეთნოლოგია
რედაქტირებაეთნოლოგიურ დეპარტამენტში გვიანდელი მატერიალური, სულიერი და სოციალური კულტურის ნიმუშებია შეგროვებული – ტრადიციული სამოსი, ბოსნიის მცხოვრებთა სახლების შიდა მოწყობილობა და ა.შ.
ბიბლიოთეკა
რედაქტირებამუზეუმის ბიბლიოთეკა შეიცავს მრავალ ათას დოკუმენტს, მათ შორის სამეცნიერო ჟურნალებისა, გაზეთებისა, მუზეუმის გამოცემებისა და სხვა.[1] აქვე ინახება შუა საუკუნეების ჰაგადას მანუსკრიპტი.[5]
დაფინანსების კრიზისი და მუზეუმის დახურვა
რედაქტირება2012 წლის 4 ოქტომბერს, 124 წლის არსებობის მანძილზე მუზეუმი პირველად დაიხურა.[6] მუზეუმის დახურვის მიზეზად დასახელდა მისი დაფინანსების პრობლემები, რაც ბოსნიის ერთეულებს შორის კულტურული და პოლიტიკური დაპირისპირების გამო გაჩნდა. ევროპის საბჭოს აღნიშვნით, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შემადგენელ ეთნოსებს, რომლებიც თავს ცალ-ცალკე ერებად განიხილავენ, საკუთარი მუზეუმები და კულტურული დაწესებულებები სურთ.[7] მუზეუმის დახურვის შემდეგ რამდენიმე დემონსტრაცია ჩატარდა მისი გახსნის მოთხოვნით. სტუდენტები ნაწილმა შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა აქცია იგივე მოთხოვნით.[6] მუზეუმში დაფინანსების შეწყვეტის გამო გათბობა 2012 წლის 6 იანვრიდან იყო გამორთული, ხოლო ელექტროენერგია 26 სექტემბრიდან.[7] მუზეუმის 65 თანამშრომელი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში უხელფასოდ მუშაობდა.[6] მუზეუმი დღემდე დახურულია, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების ჩარევისა, მისი დაფინანსების აღდგენა ბოსნიურ ერთეულებს შორის მეტოქეობის გამო დღემდე ვერ მოხერხდა.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Bosnia and Herzegovina - Libraries and museums. Encyclopedia of the Nations. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
- ↑ Federal Ministry of Culture and Sports. Bosnia and Herzegovina - Federation of Bosnia and Herzegovina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-06. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
- ↑ History. Cultural Heritage without Borders (CHwB). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-21. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
- ↑ Centar za izgradnju mira (CIM, Center for Peacebuilding). Anna Lindh Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
- ↑ The Sarajevo Haggadah. haggadah.ba. ციტირების თარიღი: 19/05/2015.
- ↑ 6.0 6.1 6.2 „Bosnia's National Museum closes after 124 years“. Yahoo! Finance. 4/10/2012. ციტირების თარიღი: 19/05/2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 7.0 7.1 „Bosnia's National Museum is latest victim of political funding crisis“. The Guardian. 4/10/2012. ციტირების თარიღი: 19/05/2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ United States applauds first serious step toward reopening of the National Museum. Embassy of the US in B&H. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-01. ციტირების თარიღი: 19/05/2015.