ბორა-ბორა
ბორა-ბორა — 30 კმ² ფართობის მქონე კუნძული წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის პოლინეზიის საზოგადოების კუნძულების დასავლეთ ნაწილში, ლივარდის კუნძულებში, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია. მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქ პაპეეტედან 230 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, შემოსაზღვრულია ლაგუნითა და ბარიერული რიფით. კუნძულის ცენტრში შეინიშნება ჩამქრალი ვულკანის ნაშთები, ორი მწვერვალი — პაჰია და ოტემანუ, რომელთა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 727 მეტრია.
მშობ. სახელი: ფრანგ. Bora-Bora | |
---|---|
ბორა-ბორა, NASA-ს ფოტო | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 16°29′40″ ს. გ. 151°44′11″ დ. გ. / 16.49444° ს. გ. 151.73639° დ. გ. |
მთავარი კუნძული | ბორა-ბორა |
ფართობი | 29,3 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
727 მ ოტემანუ |
საფრანგეთი | |
უდიდესი ქალაქი | ვაიტაპე |
საფრანგეთის პოლინეზიის პრეზიდენტი | ედუარდ ფრიტჩი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 8 880 (2008) |
სიმჭიდროვე | 220 ად. /კმ² |
ბორა-ბორა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, განთქმულია თავის მდიდრული აკვა-კურორტით. ძირითადი დასახლება, ვაიტაპე, კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ლაგუნაში შემავალი მთავარი არხის მოპირდაპირე მხარეს. 2008 წლის აღწერის მონაცემებით, ბორა-ბორას 8 880 მუდმივი მოსახლე ჰყავს.
სახელი
რედაქტირებაძველ დროში კუნძულს „პორა-პორა-მაი-ტე-პორას“ ეძახდნენ, რაც ადგილობრივ ტაიტურ დიალექტზე „ღმერთების მიერ შექმნილს“ ნიშნავს. როდესაც კუნძული ჰოლანდიელმა მოგზაურმა იაკობ როგევენმა აღმოაჩინა, მისმა ეკიპაჟმა მისი სახელი გაიგო როგორც „ბორა-ბორა“, რას მას შემდეგ შემორჩა კიდეც.[1]
ისტორია
რედაქტირებაკუნძული პოლინეზიელებით ყოფილა დასახლებული ახ. წ. IV საუკუნიდან. პირველი ევროპელი, რომელიც ბორა-ბორაზე გამოჩნდა, იაკობ როგევენი იყო 1722 წელს. იმავე წლებში კუნძულს ესტუმრა ჯეიმზ კუკიც. 1820 წელს ბორა-ბორაზე გამოჩნდა ლონდონის მისიონერული საზოგადოება, რომელმაც 1890 წელს იქ პროტესტანტული ეკლესია დააარსა. ბორა-ბორა დამოუკიდებელი სამეფო იყო 1888 წლამდე, როდესაც უკანასკნელ დედოფალ ტერიმაევარუა III-ს ფრანგებმა გადადგომა აიძულეს და კუნძული საკუთარ კოლონიად გამოაცხადეს.
მეორე მსოფლიო ომი
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-მა ბორა-ბორა სამხრეთ წყნაროკეანური სამხედრო ძალების მოსამარაგებელ ბაზად აირჩია, საიდანაც აწვდიდა ნავთს, აერსტრიპტებს, იყენებდა თვითმფრინავების დასაჯდომად, აშენდა დამცავი ფორტიფიკაციაც. „ოპერაცია ბობკატის“ სახელით ცნობილ კუნძულს 9 გემის ძალების მომარაგება შეეძლო, 20 000 ტონა შეიარაღება და დაახლოებით 7 000 კაცი. კუნძულის გარშემო, სტრატეგიულ ადგილებზე განლაგდა შვიდი საარტილერიო ბაზა, რომელთაც ის პოტენციური სამხედრო თავდასხმისგან უნდა დაეცვა.
მიუხედავად ამისა, ბორა-ბორა საომარ მოქმედებებში უშუალოდ არასოდეს ჩართულა. აშშ-ის სამხედრო ბაზა ოფიციალურად 1946 წლის 2 ივნისს დაიხურა. მეორე მსოფლიო ომის დროს აშენებული ასაფრენი ზოლი, რომელსაც დიდი ხომალდების მიღებაც არ შეეძლო, 1960 წლამდე საფრანგეთის პოლინეზიის ერთადერთ საერთაშორისო აეროპორტად რჩებოდა, სანამ ტაიტის დედაქალაქ პაპეეტეზე ფააას საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნებოდა.[2]
ბორა-ბორას კომუნა
რედაქტირებაბორა-ბორას კომუნა შედგება თავად ბორა-ბორასა და მის გარშემო მდებარე წვრილი კუნძულებისა და ატოლ ტუპაისაგან. ტუპაის მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, გარდა ქოქოსის კაკლების პლანტაციაში დასაქმებული 50 ადამიანისა.
კომუნა ადმინისტრაციული დანაყოფია ლივარდის კუნძულების შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრია ვაიტაპეს დასახლება. მმართველად ითვლება საფრანგეთის პოლინეზიის პრეზიდენტი ედუარდ ფრიტჩი.[3]
ტურიზმი
რედაქტირებაამჟამად, კუნძულუს ეკონომიკა თითქმის მთლიანად დაფუძნებულია ტურიზმზე. ბოლო წლებში, ლაგუნის გარშემო გაშენდა რამდენიმე კურორტი. 1961 წელს გაიხსნა სასტუმრო ბორა-ბორა, ცხრა წლის შემდეგ კი ლაგუნის გარშემო, წყალში აშენდა ოჩოფეხებზე შემდგარი პირველი ბუნგალოები..[4] დღეისათვის, მსგავსი ბუნგალოები ბორა-ბორას კურორტთათვის სახასიათოა.
ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა უმეტესი ნაწილი აკვაცენტრულია. თუმცა, შესაძლებელია ბორა-ბორას კანიონების მონახულებაც. კუნძულზე არსებულ აეროპორტ მოტუ-მუტეში ტაიტიდან ყოველდღიურად ექვს რეისს ასრულებს ავიაკომპანია Air Tahiti.
კუნძულზე არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადაადგილების რეკომენდებული მეთოდია გასაქირავებელი მანქანები და ველოსიპედები. ლაგუნის დასათვალიერებლად შესაძლებელია მოტორიანი ნავის დაქირავებაც.
ლაგუნის გარშემო პოპულარული აქტივობებია წყალქვეშ ცურვა და დაივინგი. მიმდებარე წყლებში ბინადრობს ზვიგენისა და სკაროსის რამდენიმე სახეობა. ბორა-ბორას ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან შექმნეს ხელოვნური კუნძული მოტუ-მარფო.[5]
გალერეა
რედაქტირება-
აერო-ხედი
-
აერო-ხედი
-
ოტემანუს მთა
-
ფრანგული ფრეგატი Floréal-ი ბორა ბორას ლაგუნაში
-
პროტესტანტული ეკლესია
-
კოკა-კოლას აპარატი ვაიტაპეს დასახლებაში
-
-
-
მატირას პლაჟი
-
ბორა-ბორას დროშა
-
უკანა ფონზე ოტემანუს მთა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბორა-ბორა საიტზე Curlie
- Bora Bora from space (2598 × 3071, 9.5 MB) დაარქივებული 2013-06-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (2009) Seven Natural Wonders of Australia and Oceania. Twenty-First Century Books, გვ. 58. ISBN 978-0822590743.
- ↑ Our History. Our History. Office of Post and Telecommunications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 18 April 2011.
- ↑ „President of French Polynesia steps down“. The Australian. 8 February 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 12 February 2009.
- ↑ Complete Reconstruction Scheduled for Hotel Bora Bora. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-16. ციტირების თარიღი: 2015-02-15.
- ↑ The St. Regis Bora Bora Resort. boraboraallinclusiveguide.com. ციტირების თარიღი: 22 August 2014.