ტერიმაევარუა III
ტერიმაევარუა III პომარე (დ. 28 მაისი, 1871 — გ. 19 ნოემბერი, 1932) — საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულ ბორა-ბორას უკანასკნელი დედოფალი 1873–1895 წლებში.
ტერიმაევარუა III | |
---|---|
ბორა-ბორას დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 თებერვალი, 1873 |
მმართ. დასასრული: | 21 სექტემბერი, 1895 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 მაისი, 1871 |
დაბ. ადგილი: | კუნძული რაიატეა |
გარდ. თარიღი: | 19 ნოემბერი, 1932 |
გარდ. ადგილი: | პაპეეტე, ტაიტი |
მეუღლე: | ჰინოი პომარე |
დინასტია: | პომარეს დინასტია |
მამა: | ტამატოა V |
ტაიტის მეფე ტამატოა V-ის მეორე ქალიშვილი ბორა-ბორას დედოფლის, მამიდამის ტეარი-მაევა-რუა I პომარეს გარდაცვალების შემდეგ, კუნძულის დედოფალი გახდა. 1884 წელს გათხოვდა საკუთარ ბიძაშვილზე, პრინც ჰინოი პომარეზე, რომელსაც 1887 წელს გაეყარა. ტერიმაევარუას საკუთარი შვილი არ ჰყავდა, ზრდიდა ორ გერ ქალიშვილს.[1]
1888 წლის 19 მარტს ბორა-ბორას ანექსია საფრანგეთმა მოახდინა, თუმცა შეუნარჩუნა ადგილობრივი სამეფო მმართველობა; 1895 წლის 21 სექტემბერს ფრანგებმა დედოფალს გადადგომა აიძულეს. გარდაცვალებამდე, ტერიმაევარუა ბორა-ბორას სამეფო ოჯახის ხელმძღვანელის სტატუსს ინარჩუნებდა.[2]
წინამორბედი: ტერიიმაევარუა II |
ბორა-ბორას დედოფალი 1873–1895 |
შემდეგი: საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა |