ბორაკი
ტეტრაბორმჟავა ნატრიუმის მარილის კრისტალჰიდრატი
(გადამისამართდა გვერდიდან ბორაქსი)
ბორაკი, ბორაქსი ან ნატრიუმის ტეტრაბორატი — ტეტრაბორმჟავა ნატრიუმის მარილის კრისტალჰიდრატი ქიმიური ფორმულით ან .
ბორაკი | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | Na2B4O7·10H2O ან Na2[B4O5(OH)4]·8H2O |
მოლური მასა | 381.38 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.73 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 743 °C |
დუღილის ტემპერატურა | 1 575 °C |
NFPA 704 | |
კლასიფიკაცია | |
CAS | 1303-96-4 |
გავრცელება და თვისებები
რედაქტირებაბუნებაში გვხვდება თეთრი, იშვიათად რუხი ან ყვითელი ფერის მინერალ ბორაკის (ტინკალის) სახით. ბორაკის წყალხსნარს ტუტე რეაქცია აქვს და ჰაერთან -ს შთანთქავს. ძლიერ მჟავათა მოქმედებით ბორაკი იშლება.
გამოყენება
რედაქტირებაბორაკს იყენებენ ლითონების მირჩილვისას, სპეციალური ხარისხის მინების (უმთავრესად ოპტიკური), მინანქრების, ჭიქურების დასამზადებლად, ტყავის თრიმლვისთვის, სოფლის მეურნეობაში მიკროსასუქად. ბორაკი ანტისეპტიკური მოქმედების სამკურნალო პრეპარატია. ბორაკის 3-5%-იანი ხსნარი იხმარება ტრაქეიტის, სურდოსა და სტომატიტის დროს პირისა და ცხვირის ღრუში გამოსავლებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 467.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბორაკი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი www.nplg.gov.ge
- ბორაკი - უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი www.nplg.gov.ge
- ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო ბარათი 0567 (ინგლისური)
- ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო ბარათი 1229 (fused borax) (ინგლისური)
- National Pollutant Inventory – Boron and compounds დაარქივებული 2006-02-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- NIOSH Pocket Guide to Chemical Hazards (ინგლისური)
- Sodium Borate in sefsc.noaa.gov (ინგლისური)