ბონდო ჯიქია
ბონდო ჯიქია (დ. 5 დეკემბერი, 1938, სოფ. ჭაქვინჯი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი.
ბონდო ჯიქია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 დეკემბერი, 1938 |
დაბადების ადგილი | ჭაქვინჯი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1961 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. 1961-1964 წლებში იყო „საქსოფლტექნიკის“ ზუგდიდის რაიონული გაერთიანების ინჟინერ-მექანიკოსი, მმართველის მოადგილე, ენგურის ქაღალდკომბინატის სატრანსპორტო განყოფილების გამგე. 1988-1989 წლებში იყო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განყოფილების გამგე. სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).