ბოლივიის საგარეო ურთიერთობები

ბოლივიის საგარეო ურთიერთობებს განაგებს ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტრადიციულად, ბოლივიას ამერიკის ყველა სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდა, გარდა ჩილესი.

ჩილესთან ურთიერთობები პირველად წყნარი ოკეანის მეორე ომისას დაიძაბა (1879–1883 წ.წ.), როდესაც ბოლივიამ დაკარგა წყნარ ოკეანეზე გასასვლელი — ატაკამის რეგიონი. ასევე საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობები მდინარე ლაუკის წყლის გამოყენების თაობაზე (1962-1975 წ.წ.). სიტუაცია განიმუხტა 1975 წელს, მაგრამ კვლავ დაიძაბა 1978 წელს, როდესაც ორივე ქვეყანა უუნარო აღმოჩნდა გადაეჭრა ატაკამის სასაზღვრო დავა, სადაც ბოლივია ჩილესგან მისთვის წყნარ ოკეანეზე გასასვლელის გადაცემას მოითხოვდა. 1960-იან წლებში ბოლივიას ურთიერთობა დაეძაბა კუბასთან.

ბოლივიის საგარეო პოლიტიკა მოიცავს მძიმე ეკონომიკურ კომპონენტებს. 1996 წელს ქვეყანა გაწევრიანდა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, რიოს ჯგუფსა და მერკოსურში (Southern Common Market). ბოლივია ხელს უწყობს მდგრადი განვითარებისა და ადგილობრივი ხალხების უფლებამოსილების გაზრდის პოლიტიკას.

ბოლივია გაეროსა და რამდენიმე სხვა ორგანიზაციისა თუ პროგრამის წევრია, ესენია: ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (OAS), ანდების საზოგადოება, INTELSAT-ი, მიუმხრობლობის მოძრაობა, საპარლამენტთაშორისო კავშირი, ლათინური ამერიკის ინტეგრაციის ორგანიზაცია (ALADI), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, მერკოსური (MERCOSUR) და URUPABOL (ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია. დაარსდა 1993 წელს).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება