ატაკამის სასაზღვრო დავა
ატაკამის სასაზღვრო დავა — დავა ბოლივიასა და ჩილეს შორის XIX საუკუნეში. დასრულდა იმით, რომ ჩილეს გადაეცა ბოლივიის მთელი სანაპირო ზოლი და ამ უკანასკნელის მოკავშირის, პერუს სამხრეთი ნაწილი (ტარაპაკის რეგიონი). ბოლივიასთან ეს მოხდა მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულებით და პერუსთან ანკონის ხელშეკრულებით. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ ეს კონფლიქტი დღემდე გრძელდება, რადგან ბოლივია დღემდე მოითხოვს წყნარი ოკეანის სანაპიროზე გასასვლელს. კონფლიქტს სახელი ეწოდა ატაკამის უდაბნოდან, რომელიც ამ სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს.