ბოლივიის ეკონომიკა
ბოლივიის ეკონომიკა ერთიანი სასაქონლო კერის ისტორიული ნიმუშია. ვერცხლიდან კოკაინის ხემდე, ბოლივიის ჰქონდა ეკონომიკური დივერსიფიკაციის მხოლოდ ცალკეული პერიოდები. პოლიტიკური არასტაბილურობა და რთული რელიეფი აფერხებდა მოდერნიზაციის ძალისხმევას სოფლის მეურნეობის სექტორში. ინფლაციამ და კორუფციამ ხელი შეუშალა ეკონომიკის განვითარებას.
ბოლივიის ეკონომიკა | |
---|---|
ვალუტა | ბოლივიური ბოლივიანო (bob) |
ფისკალური წელი | კალენდარული წელი |
სავაჭრო ორგანიზაციები | მსო |
სტატისტიკა | |
მშპ (მუპ) | {$45.54 მილიარდი (2009 მონ.) |
მშპ ზრდა | 3.4% |
მშპ ერთ სულზე | $4700 (2009 მონ.) |
მშპ სექტორით | სოფლის მეურნეობა (11.3%), მრეწველობა (36.9%), მომსახურებები (51.8%) (2008 წელი) |
ინფლაცია | 3.3% (2009 მონ) |
მოსახლეობა სიღარიბის ზღვარი |
60% (2006 მონ) |
Gini index | 59.2 |
უმუშევრობა | 8.5% (2009 მონ) |
მრეწველობის მთავარი დარგები | ნავთობპროდუქტები, საკვები და სასმელი, თამბაქო, რეწვა, ტანსაცმლი. |
სავაჭრო პარტნიორები | |
ექსპორტი | $4.848 მილიარდი (2009 მონ.) |
საქონლის ექსპორტი | ბუნებრივი აირი, ნედლი ნავთობი, კალა, თუთია, მადანი, კოკაინი |
ძირითადი პარტნიორები | ბრაზილია 41.38%, აშშ. 13.67%, იაპონია 5.62%, კოლუმბია 5.32%, სამხრეთი კორეა 4.7%, პერუ 4.16% (2009) |
იმპორტი | $4.095 მილიარდი (2009 მონ.) |
საქონლის იმპორტი | ნავთობპროდუქტები, პლასტმასი, ქაღალდი, თვითმფრინავები და თვითმფრინავის ნაწილები, მზა საკვები, ავტომობილები და სხვა |
სავაჭრო პარტნიორები | ბრაზილია 27.12%, არგენტინა 15.69%, აშშ 12.77%, ჩილე 9.11%, პერუ 6.85% (2009) |
საზოგადოებრივი ფინანსები | |
სახელმწიფო ვალი | $5.7 მილიარდი |
შემოსავლები | $2.7 მილიარდი |
გასავლები | $2.7 მილიარდი |
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები |
ეკონომიკური ფონი
რედაქტირებაბოლივია ერთ - ერთი ყველაზე ღარიბი და ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში. ცხოვრების დონე ძალიან დაბალია. ქალაქის მოსახლეობის 65% და სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. საარსებო მინიმუმი დაახ. $69 დოლარია . ოფიციალური სტატისტიკით, 2002 წელს მშპ შეადგინა 7,79 მილიარდი დოლარი (883 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე). მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი - 2.75% 2002 წელს და 1,51% 2001 წელს. 2001 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხვი 2.5 მილიონი ადამიანი იყო. საერთო უმუშევრობის დონე - 8,5%-ია. ფართოდაა გავრცელებული ნახევარ განაკვეთზე დასაქმება.
ძირითადი სექტორები
რედაქტირება11,4% მშპ არის სოფლის მეურნეობის, 32,2% - წარმოების (მათ შორის - 17,7% გადამამუშავებელი და 7.4% მომპოვებელი) და 56,4% - მომსახურების სფეროს.
სოფლის მეურნეობა და მეტყევეობა
რედაქტირებასოფლის და სატყეო მეურნეობა შეადგენს ბოლივიის მთლიანი შიდა პროდუქტის 14 პროცენტს(2003 მონაც). ეს სექტორი ასაქმებს 44% მუშა ხელს ბოლივიაში.ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაკლებად გამოსადეგია სოფლის მეურნეობისათვის (სახნავი შეადგენს მხოლოდ 1.73%).აგრო-კულტურის წარმოებას ბოლივიაში ართულებს ქვეყნის რელიეფი და კლიმატი. მნიშვნელოვანი ადგილი სოფლის მეურნეობის წარმოებაში უჭირავს ნარკოტიკების შემცველ კულტურებს. ბოლივიის ყველაზე მომგებიანი სამეურნეო პროდუქციას კვლავ კოკაინი წარმოადგენს, რომლით ბოლივია ამჟამად მსოფლიოს სიდიდით მესამე კულტივატორია (შემდეგ კოლუმბიასა და პერუში). 2002 წელს დაახლოებით 24.400 ჰა ფართობი ეკავა კოკაინის პლანტაციას. სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შორის გამორჩეულია ყავა, კაკაო, ტროპიკული ხილი, ნატურალური კაუჩუკუ, შაქრის ლერწამი, სოია, კარტოფილი, სიმინდი, ხორბალი, ბრინჯი და ბამბა.
სამთომოპოვებითი
რედაქტირებასამთომოპოვებითი მრეწველობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბოლივიის ეკონომიკაში. მსოფლიოში კალას ბაზრის კრახმა 1980 წელს გამოიწვია მრეწველობის რესტრუქტურიზაცია.სახელმწიფომ მკვეთრად შეამცირა მისი კონტროლი და ამჟამად მოქმედებს მხოლოდ მცირე ნაწილი სამთო საქმიანობის. ბუნებრვმა აირმა ჩაანაცვლა კალა და ვერცხლი, როგორც უფრო ძვირფასი ბუნებრივი რესურსი ქვეყანაში. 1997 წლის აღმოჩენამ დადასტურა ათჯერ გაზრდა აქამდე ცნობილი გაზის რეზერვების ბოლივიაში.ბაზრების ძიება ამ რესურსის როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო გამოყენებისათვის ვითარდებოდა ნელი ტემპით იმის გამო, რომ არ არსებობდა ინფრასტრუქტურა.მსოფლიოში კალას ბაზრი კვლავ აღორძინდა, ამ სექტორში ბოლივიას სასტიკ კონკურენციას უწევენ აზიის ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ იაფ ალუვიურ კალას.ოქროს და ვერცხლის წარმოება მკვეთრად გაიზარდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.ყოველწლიურად 2002 წლიდან, ბოლივიაში მოპოვებულია და ექსპორტირებულია 11,000 კილო ოქრო და 461 ტონა ვერცხლი.გარდა ამისა, ბოლივიამ გაიზარდა თუთიის წარმოება, მოიპოვებს 100.000 ტონაზე მეტს წელიწადში, ასევე მოიპოვებს სხვა ლითონებს სტიბიუმს, რკინას და ვოლფრამა.
ენერგორესურსები
რედაქტირებაბოლივია არის ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. ენერგიის გამოყენება ქვეყანაში შედარებით მცირეა, მაგრამ გამუდმებით იზრდება. ქვეყანა ფლობს გაზისა და ნავთობის დიდ მარაგს. ენერგეტიკული სექტორი ბოლივიაში არსებითად შეიცვალა როდესაც ხელისუფლებამ პრივატიზაციის ნება დართო 1990- წელს. საერთაშორისო კომპანიებმა სწრაფად მოახდინეს ინვესტიციების ჩადება ენერგო სექტორში, განსაკუთრებით ბოლივიის ბუნებრივი აირის საბადოებში და ბოლივია ენერგეტიკის ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქციეს. ბოლივიის ნავთობის მარაგი არის 441 მილიონი ბარელი (70,100,000 მ 3), და სიდიდით მეხუთე ადგილზეა სამხრეთ ამერიკაში. ქვეყნის ბუნებრივი აირის მარაგები მთლიანად 27,6 ტრილიონი კუბური ფუტია(780 km3) ბოლივიის ხელისუფლების ინფორმაციის შესაბამისად. გარდა ამისა, ბოლივია აწარმოებს უფრო მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე ეს შეიძლება მოიხმაროს. 2002 წელს ბოლივიაში გამომუშავდა 4.1 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია, მაგრამ მოიხმარს მხოლოდ 3.8 მილიარდი კილოვატ საათს. ფლობს ცხრა ენერგო კომპანიას.
მრეწველობა და წარმოება
რედაქტირება1995 წლიდა ყოველწლიურად მრეწველობის მთლიანი შიდა პროდუქტმა შეადგინა 18%. უმრავლესობა საწარმოების არის მცირე მასშტაბის, ქარხნები მუშაობენ ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე. საკრედიტო საშუალებების ნაკლებობამ და კონკურენციამ შავი ბაზარზე , საწარმოო სექტორის განვითარებას ხელი შეუშალა და დატოვა სრულად განვითარებადი. ბოლივიაში წამყვანი სამრეწველო საქონლი მოიცავს: ქსოვილებს, ტანსაცმელს, გრძელვადიანი მოხმარების საქონელს, დამუშავებულ სოიოს, გაწმენდილ ლითონებს და ნავთობპროდუქტებს. ასევე აწარმოებს ჩაის და სხვა ნატურალურ საქონელს.
მომსახურება
რედაქტირებამომსახურების სექტორი ბოლივიაში რჩება განუვითარებელი.ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში, ბოლივიელებს აქვთ სუსტი მსყიდველობითი უნარი. საცალო ვაჭრობის სექტორის განიცდის სუსტ მოთხოვნას და დიდ კონკურენციას შავ ბაზარზე კონტრაბანდული საქონელისგან. უკანასკნელ წლებში ამერიკული კომპანიები, როგორიცაა მაკდონალდსი და Domino's გამოვიდა ბოლივიიდან.
ტურიზმი
რედაქტირებაბოლივიის შთამბეჭდავი პერსპექტივები და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გახდეს ტურისტული ქვეყანა მისი პოლიტიკურად არასტაბილურობის და პირველი კლასის საცხოვრებლების არ ქონის გამო. თუმცა, გასული 15 წლის განმავლობაში, ბოლივიაში ტურისტული ინდუსტრია თანდათან გაიზარდა. ტურისტულმა შემოსავლებმა მიაღწია $ 179 მილიონის 1999 წელს. ტურისტების რიცხვი ბოლივიაში შემცირდა 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე თავდასხმის შემდეგ, როგორც ეს მოხდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
ტრანსპორტი
რედაქტირებაქვეყანაში სატრანსპორტო ქსელი ძალიან სუსტადაა განვითარებული ზოგიერთ რაიონებს შორის კომუნიკაცია არ არსებობს ან უკიდურესად მძიმე ვითარებაა.
- საგზაო ქსელის სიგრძეა 62,479 კმ, მაგრამ მხოლოდ 3,749 კმ არის თანამედროვე მაღალი სიჩქარის გზა.
- სარკინიგზო ხაზის სიგრძე 3.691 კმ .
- ნავთობსადენების სიგრძე 2,475 კმ.
- გაზსადენების 4,883 კმ.
- ქვეყანაში არის 16 აეროპორტი და 993 ასაფრენი ზოლი.
ძირითადი საკომუნიკაციო საშუალება არის ტელეფონი. 2003 წლის დასაწყისში იყო 563,9 ათასი სატელეფონო და 872, 6 ათასი მობილური ტელეფონების აბონენტი . ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვია 78 ათასი (2000).
ფინანსები
რედაქტირებაბოლივიაში არ არსებობს სავალუტო კონტროლი. 90% დეპოზიტებისა და 85% სესხები დენომინირებულია აშშ დოლარში. ბოლივიურ და უცხოურ კომპანიებს აქვთ თანაბარი ხელმისაწვდომობა საფინანსო ინსტიტუტების კრედიტებთან. კაპიტალის და მოგების გატანაზე ქვეყნიდან რაოდენობრივი და დროებითი შეზღუდვები არ არის გათვალისწინებული.
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები
რედაქტირება2009 წელს ბოლივიის ექსპორტმა შეადგინა $4.848 მილიარდი დოლარი, იმპორტმა 4.095 მილიარდი აშშ დოლარი. სახელმწიფო საგარეო ვალი 5,7 მლრდ აშშ დოლარი (2009). ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (2002,%): ექსპორტი - ბრაზილია (19,6), იაპონიის (15.6), ვენესუელა (14), აშშ (12,5) და კოლუმბია (10.8), ხოლო იმპორტი - ბრაზილია ( 23,2), აშშ (16,8), არგენტინა (14,2), ევროკავშირი (8,9) და იაპონია (5.7). რუსეთში ექსპორტის მოცულობამ 0.1 მილიონი დოლარი, იმპორტმა 0,3 მილიონი დოლარი. მთავარი ექსპორტი - სოია, ბუნებრივი გაზი, თუთია, ოქროს ნაწარმი, ძვირფასი ტყის ჯიშები, იმპორტი - საკვები, წარმოებული საქონლი, ნედლი და ნახევრად მზა პროდუქცია, ქიმიკატები, მანქანები და მოწყობილობა.
ბოლივიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური რეჟიმი საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სფეროში . სპეციალური მოხმარების გადასახადი ეხება მხოლოდ ფუფუნების საქონელს. არ არის გათვალისწინებული რაიმე შეზღუდვა უცხოელ ინვესტორებზე, ინვესტორებს შეუზლიათ იმოქმედონ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სექტორში ეკონომიკისა და არ ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურებს. ბოლივიაში დადგენილი ცხრა თავისუფალი ვაჭრობის ზონა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Turning Gas into Development in Bolivia from Dollars & Sense magazine
- Mark Weisbrot and Luis Sandoval. Bolivia’s Economy - An Update from the Center for Economic and Policy Research]
- Bolivia: Saudi Arabia of Lithium?, Seattle Times
- The Saudi Arabia of Lithium, Forbes article about Chile and Bolivia
- Bolivian Indigenous Activists Call for End to Polluting Extractive Industries Inside Bolivia - video report by Democracy Now!