ალექსანდრე ბლოკი

(გადამისამართდა გვერდიდან ბლოკი, ალექსანდრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბლოკი.

ალექსანდრე ბლოკი (რუს. Александр Александрович Блок; დ. 28 ნოემბერი [ძვ. სტ. 16 ნოემბერი], 1880, პეტერბურგი ― გ. 7 აგვისტო, 1921, პეტროგრადი) — რუსი პოეტი.

ალექსანდრე ბლოკი
რუს. Александр Александрович Блок
დაბადების თარიღი 16 (28) ნოემბერი, 1880[1] [2] [3]
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[4] [1]
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო, 1921(1921-08-07)[4] [5] [1] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [3] (40 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[4] [1]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
საქმიანობა პოეტი[13] , მთარგმნელი, დრამატურგი[13] , მწერალი, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
რსფსრ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ელეგია, narrative poetry და epistolary literature
Magnum opus The Twelve
მეუღლე ლიუბოვ ბლოკი[1]
შვილ(ებ)ი სავარ. ალექსანდრ ნოლე
ხელმოწერა

ადრეული ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა აზნაურის ოჯახში. მამამისი იყო ვარშავის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, დედა — მწერალი. იზრდებოდა პაპასთან — პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორ ა. ბეკეტოვთან. 1906 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პოეზიამ ადრე გაიტაცა. ლექსებს ბეჭდავდა 1903 წლიდან.

ზოგადი ცნობები

რედაქტირება
 
ბლოკი 1910-იან წლებში
 
ბლოკი ზამთრის სასახლეში, 1917 წ.
 
ბლოკის ერთ-ერთი ბოლო ლექსი, 1921 წლის მარტი.

ბლოკის დედა, ალექსანდა ანდრეის ასული პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორის ქალიშვილი იყო. ალექსანდრეს დაბადების შემდეგ პოეტის დედა მალე გაშორდა ქმარს, ვარშაველ იურისტს ალექსანდრე ლვოვის ძე ბლოკს (1852–1909) და 1889 წელს მეორედ გათხოვდა გვარდიის ოფიცერზე. ამავე დროს, შვილს უნარჩუნებდა პირველი ქმრის გვარს. ცხრა წლის ბლოკი დედასთან და მამინაცვალთან ერთად გრენდარულ ბანაკებში დასახლდა, რომელიც პეტერბურგის კიდეში იყო განთავსებული, მდინარე დიდი ნევის სანაპიროზე. ამავე წელს, ბლოკი მიაბარეს გიმნაზიაში. 1897 წელს დედასთან ერთად საზღვარგარეთ, გერმანიის საკურორტო ქალაქში ბად-ნაუგეიმში გაემზგავრა, სადაც ბლოკმა გადაიტანა პირველი ძლიერი ყმაწვილური სიყვარული ქსენია სადოვსკაიას მიმართ. ამ სიყვარულმა მის შემოქმედებაში ღრმა კვალი დატოვა.

1898 წელს ბლოკმა დაასრულა გიმნაზია და პეტრბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყო. სამი წლის შემდეგ ის გადავიდა სლავიანურ-რუსულ ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1906 წელს დაამთავრა.

ამ პერიოდში, დეიდაშვილი, მომავალი მღვდელი სერგეი მიხეილის ძე სოლოვიოვი ახალგაზრდა ბლოკის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი ხდება.

პირველი ლექსები ბლოკმა ხუთი წლის ასაკში დაწერა. უკვე 10 წლის ასაკში ალექსანდრე ბლოკმა ჟურნალ „კორაბლის“ ორი ნომერი დაწერა. 1894–1897 წლებში მან ძმებთან ერთად ხელნაწერული ჟურნალი „ვესტნიკი“ გამოუშვა. 16 წლის ასაკში ბლოკს თეატრი იტაცებს. პეტერბურგში ალექსანდრე ბლოკი თეატრალურ წრეში ჩაეწერა. თუმცა, მიუხედავად პირველი როლის წარმატებისა, როლებს აღარ აძლევდნენ.

1903 წელს ბლოკი დაქორწინდა ლიუბოვ მენდელევაზე, დ. ი. მენდელეევის ქალიშვილზე, რომელიც გახდა მისი სასიყვარულო ლექსების პირველი წიგნების „ლექსები მშვენიერ ქალზე“ გმირი. ცნობილია, რომ ალექსანდრე ცოლის მიმართ ძლიერ გრძნობებს განიცდიდა, მაგრამ პერიოდულად კავშირს იჭერდა სხვადასხვა ქალებთან: ერთი პერიოდი ის ხვდებოდა მსახიობს ნატალია ვოლოხოვას, შემდეგ ოპერის მომღერალ დელმას ანდრეევნას. ლიუბოვ დიმიტრის ასულიც აძლევდა საკუთარ თავს გატაცების უფლებას. ამ მიზეზით ბლოკს კონფლიქტი მოუვიდა ანდრეი ბელთან. ბელი, რომელიც მენდელეევას მშვენიერების განმასახიერებელ ქალად თვლიდა, ძლიერ იყო მასზე შეყვარებული, მაგრამ ქალმა გრძნობითვე ვერ უპასუხა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბლოკის ოჯახში ურთიერთობა დალაგდა და უკანასკნელი წლები პოეტი ერთგული ქმარი იყო.

1909 წელს ბლოკის ოჯახში ორი მძიმე შემთხვევა ხდება: იღუპება ლიუბოვ დიმიტრის ასულის შვილი და იღუპება ბლოკის მამა. დარდისგან გამწარებული ბლოკი ცოლთან ერთად დასასვენებლად მიდის იტალიასა და გერმანიაში. მის იტალიურ ლექსებს „აკადემია“ უწოდეს.

1911 წლის ზაფხულში ბლოკი ისევ საზღვარგარეთ მიემგზავრება, ამჯერად საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში. ალექსანდრე ნეგატიურ შეფასებას აძლევს ფრანგულ გემოვნებას: „ფრანგების ხელშეუვლები ხარისხი ჭუჭყია, რომლიდანაც ვერ ამოძვრები — ფიზიკური და სულიერი ტალახი. პირველი ჭუჭყის აღწერა არ ღირს; მოკლედ რომ ვთქვა, ოდნავ მაინც ფრთხილი ადამიანი არ დათანხმდება საფრანგეთში ცხოვრებას“.

1913 წლის ზაფხულს ბლოკი კვლავ საფრანგეთში ბრუნდება, ამჯერად ექიმების რჩევით.

„ბიარიცი შექმნილია პატარა ფრანგულ ბურჟუაზიად, ასე რომ თვალებიც კი დაიღალნენ ამ მახინჯი ქალებისა და კაცების ყურებით… საერთოდ რომ ვთქვა, ძალზედ მომბეზრდა საფრანგეთი და კულტურულ რუსეთში მწყურია დაბრუნება, სადაც ნაკლები ხოჭოებია, საჭმლად პური და ძეხვია, სასმელად ჩაი და წყალი, დიდი საწოლი და პირსაბანი (აქ პირსაბანის ნაცვლად ჯამებს იყენებენ, წყლის ბოლომდე გადასხმა არ შეიძლება და მთელი ჭუჭყი ფსკერზეა).

1912 წელს ბლოკმა დაწერა დრამა „ვარდი და ჯვარი“. პიესა მოეწონა კ. სტანისლავსკის და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს, მაგრამ დრამა თეატრში მაინც არ დაიდგა.

1921 წლის იანვარში ბლოკი სიტყვით გამოდის ალექსანდრე პუშკინის გარდაცვალებიდან 84 წლისთავზე, სადაც ის კითხულობს თავის ცნობილ წერილს „პოეტის დანიშნულებაზე“.

ავადმყოფობა და სიკვდილი

რედაქტირება

ბლოკი ერთ-ერთი იყო პეტროგრადელ პოეტთაგან, რომელმაც რთულად მიიღო საბჭოთა მმართველობა, მაგრამ მათთან მუშაობას მაინც დათანხმდა. მმართველებმა ფართოდ დაიწყეს მისი სახელის გამოყენება. 1918 წლიდან 1920 წლამდე მისი სურვილის უკითხავად ირჩევდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე ორგანიზაციებში, კომიტეტებში, კომისიებში. მუდმივად მზრდადმა სამსახურმა პოეტის ძალები შეიწირეს. მას დაღლილობაც შეეპარა — ბლოკი თავის იმდროინდელ მდგომარეობას აღწერდა, როგორც „მე დამლიეს“. ამითვე აიხსნება პოეტის შემოქმედებითი მდუმარება. ის კერძო წერილში 1919 წლის იანვარს წერდა: „თითქმის წელიწადია საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, მე აღარ ვიცი, როგორ უნდა ვწერო ლექსი და აღარ ვიცი, როგორ ვიფიქრო მათზე“. მძიმე დატვირთულმა სამსახურმა საბჭოთა დაწესებულებებში, მშიერ და ცივ, რევოლუციურ პეტროგრადში ცხოვრებამ საბოლოოდ შეარყია პოეტის ჯანმრთელობა — ბლოკს დაემართა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, თავი იჩინა ფსიქოლოგიურმა დარღვევებმა, 1920 წლის ზამთარში გაუჩნდა სურავანდიც.

მძიმე მატერიალურ პირობებში ბლოკი ძლიერ ავადმყოფობდა. საბოლოოდ, პოეტი 1921 წლის 7 აგვისტოს, თავის უკანასკნელ პეტროგრადულ სახლში გულის სარქველების ანთებით გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე პეტერბურგში ხმა გავრცელდა, რომ პოეტი ჭკუიდან შეიშალა. მართლაც, სიკვდილის წინ ბლოკი დიდხანს ბოდავდა, ერთადერთი ფიქრით შებყრობილი: „თორმეტის“ ყოველივე ეგზემპლიარი იყო თუ არა განადგურებული. თუმცა, პოეტი სრულ ჭკუაზე გარდაიცვალა, რაც მის შეშლილობაზე აზრს უარყოფს. უარის საპასუხოდ, რომელიც საბჭომ განუცხადა თავის თხოვნაზე, რათა მიეცათ ვიზა, რომ საზღვარგარეთ დაესვენა, მან გაანადგურა თავის ხელნაწერები და უარი განაცხადა საჭმლისა და წამლის მიღებაზე.

პოეტი დაკრძალეს სმოლენსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე, პეტროგრდში. 1944 წელს ბლოკის ცხედარი გადასვენებული იქნა ვოლკოვოს ლიტერატორთა სასაფლაოზე.

შემოქმედება

რედაქტირება

იწყებდა სიმბოლიზმით („ლექსები მშვენიერ დამაზე“ 1901–1902). სოციალურ ტენდენციებში ჩაღრმავების შემდეგ, (ციკლი „ქალაქი“ 1904–1908) რელიგიური ინტერესისაა (ციკლი „თივის ნიღაბი“ 1907). გაცნობიერებაა „საშიშ მსოფლიოში“. თანამედროვე ადამიანის ტრაგედიის გაცნობიერებამ (პიესა „ვარდი და ჯვარი“ 1912–1913). „სამაგიეროს“ გარდაუვალობასთან მიიყვანა. პოეზიის მთავარი თემები ჩანს ციკლ „სამშობლოში“ (1907–1916).

ყოფიერებისა და მისტიკის პარადოქსული თანწყობა, განდგომილობა და ყოველდღიურობა ბლოკის პოეზიის საერთო ხასიათია. ეს არის მისი განსაკუთრებული გამორჩეულობა და ფსიქიკური ორგანიზება, ასევე ბლოკისეული სიმბოლიზმის საძირკველი. განსაკუთრებულად შესამჩნევია ეს ქრესტომატიულ კლასიკად წოდებულ, ნისლიან სილუეტ „უცნობში“ და „ლოთი კურდღლის თვალებით“. ბლოკი ძლიერი მგრძნობიარე იყო ყოველდღიურ შეგრძნებებსა და ხმების მიმართ, რომელიც მისი ქალაქიდან და მის გარემომცველ არტისტებისგან მოდიოდა. ამ მხრივ ის იყო, ასე ვთქვათ, პოეტი კანის გარეშე.

რევოლუციამდე ბლოკის ლექსები ათრობს მსმენელს და გადაჰყავს სომნაბულურ ძილში. სექტემბრისა და ოქტომბრის რევოლუციების შემდეგ მისი ლექსები გაჟღენთილია სასოწარკვეთით და სულისშემაძრწუნებელი „ბოშათა სიმღერებით“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Белинков А. В., Михайлов О. Н. Блок А. // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1. — С. 642–645.
  2. Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  3. 3.0 3.1 Литераторы Санкт-Петербурга. ХХ век / под ред. О. В. Богданова
  4. 4.0 4.1 4.2 Саакянц А. А. Блок Александр Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1970. — Т. 3 : Бари — Браслет. — С. 423.
  5. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. SNAC — 2010.
  7. IMSLP — 2006.
  8. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Humphreys C. Blok, Aleksandr // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T009273
  11. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  12. Babelio — 2007.
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 225–231. — ISBN 5-94848-245-6