ელეგია (პოეზია)
ელეგია (ბერძ. ἐλεγείᾱ) — ლირიკული პოეზიის ჟანრი, სევდისა და წუხილის გამომხატველი ლექსი.
წარმოიშვა ძველ საბერძნეთში. უძველესი ელეგიების ავტორად ითვლება კალინე ეფესელი (ძვ. წ. VII საუკუნე). ძველბერძნულ ელეგიას მკაცრად განსაზღვრული სალექსო საზომი ჰქონდა, შედგებოდა რამდენიმე ელეგიური დისტიქისაგან. თემატურად მრავალფეროვანი იყო (პატრიოტული, სასიყვარულო, ფილოსოფიური, ზნეობრივი). ელეგიებს წერდნენ ჰორაციუსი, პროპერციუსი, ოვიდიუსი, ტიბულუსი. ალექსანდრიულ და რომაულ ელეგიებში გამოხატული იყო სატრფიალო განცდები, გულგატეხილობა, სიმარტოვე. ახალ ევროპულ ლიტერატურაში, XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში, ელეგიამ დაკარგა თავისი საზომი. იგი იქცა სევდიან და ფილოსოფიურ-მედიტაციური განწყობილების გამომხატველ ლექსად. ქართულ პოეზიაში ელეგიური საზომი არ დამკვიდრებულა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გიგინეიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- Casey, Brian (2007). "Genres and Styles," in Funeral Music Genres: With a Stylistic/Topical Lexicon and Transcriptions for a Variety of Instrumental Ensembles. University Press, Inc..
- Cavitch, Max (2007). American Elegy: The Poetry of Mourning from the Puritans to Whitman. University of Minnesota Press. ISBN 0-8166-4893-X.
- Ramazani, Jahan (1994). Poetry of Mourning: The Modern Elegy from Hardy to Heaney. University of Chicago Press. ISBN 0-226-70340-1.
- Sacks, Peter (1987). The English Elegy: Studies in the Genre from Spenser to Yeats. Johns Hopkins University Press. ISBN 0-8018-3471-6.