ბლანტირე
ბლანტირე (ინგლ. Blantyre) — მალავის საფინანსო და სავაჭრო ცენტრი, მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი ქვეყანაში, დედაქალაქ ლილონგვეს შემდეგ. მალავის სამხრეთი რეგიონის და ბლანტირეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი ტელეკომპანია Malawi Broadcasting Corporation-ის (MBC) შტაბ-ბინა, მალავის უზენაესი სასამართლო, რამდენიმე კოლეჯი.
ქალაქი | ||
---|---|---|
ბლანტირე ინგლ. Blantyre | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
რეგიონი | მალავის სამხრეთი რეგიონი | |
რაიონი | ბლანტირეს რაიონი | |
კოორდინატები | 15°47′10″ ს. გ. 35°00′21″ ა. გ. / 15.78611° ს. გ. 35.00583° ა. გ. | |
დაარსდა | 1876 | |
ფართობი | 228 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 1039 მ | |
მოსახლეობა | 732 518 კაცი (2008) | |
სიმჭიდროვე | 3212,80 კაცი/კმ² | |
სასაათო სარტყელი | UTC+2 | |
| ||
გეოგრაფიარედაქტირება
ქალაქი მდებარეობს 15°47′-ით ეკვატორის სამხრეთით და 35°-ით აღმოსავლეთით გრინვიჩის მრიდიანიდან, ბორცვებიან ადგილზე, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის რელიეფი, დაწყებული ზღვის დონიდან დაახლოებით 780 მეტრი სიმაღლიდან 1612 მეტრამდე.
დემოგრაფიარედაქტირება
წელი | მოსახლეობა[1] |
---|---|
1977 | 219 011 |
1987 | 333 120 |
1998 | 478 155 |
2008 | 732 518 |
ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად იზრდება. თუ 1990-იანი წლების ბოლოს ის არ აღწევდა 500 ათას ადამიანს, 2000-იანი წლების ბოლოს მან შეადგინა დაახლოებით 750 ათასი.
ტრანსპორტირედაქტირება
მთავარი სატრანსპორტო კვანძია, რომელსაც აქვს საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო კავშირი ქვეყნის სხვა ნაწილებთან და მეზობელ ქვეყნებთან — მოზამბიკთან, ტანზანიასთან, ზიმბაბვესთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. ქალაქის ცენტრიდან 14,5 კმ-ში მდებარეობს ჩილეკის საერთაშორისო აეროპორტი (ინგლ. Chileka International Airport) და აქვს ორი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი.
სპორტირედაქტირება
ქალაქში ფუნქციონირებს საფეხბურთო კლუბი «მიჩირუ კასლსი».
დამეგობრებული ქალაქებირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ World Gazetteer: Malawi: largest cities and towns and statistics of their population
- ↑ Städtepartnerschaften der Landeshauptstadt Hannover. Hannover.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-16. ციტირების თარიღი: 2011-03-26.