ბიძინა გეგიძე
ბიძინა გეგიძე (დ. 3 მარტი, 1958, სოფ. სამება, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი.
ბიძინა გეგიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 მარტი, 1958 |
დაბადების ადგილი | სოფ. სამება, ჩოხატაურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება“ (2019 წლამდე) |
საქმიანობა | საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი |
1980 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1978-1981 წლებში იყო წარმატებული რაგბისტი. 1980-1990 წლებში საპროექტო ინსტიტუტის კონსტრუქტორი; 1990-1992 წლებში ფირმა „ათინათის“ მენეჯერი; 1991-1992 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომერციულ სამმართველოში პროექტის მენეჯერი; 1993-1995 წლებში შპს „გუმარის“ გენერალური დირექტორი; 1996-2004 წლებში საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის დამფუძნებელი; 2002-2006 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი; 1995-2007 წლებში კინოსტუდია „აისის“ დამფუძნებელი; არის მხატვრული ფილმი „წარსულის აჩრდილების“ პროდიუსერი; 2014-2016 წლებში „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე; პარტია „ახალი მემარჯვენეების“, საზოგადოებრივი მოძრაობების — „დაიცავი საქართველოსა“ და „სახალხო პატრულის“ დამფუძნებელი; მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წელს განაცხადა, რომ კვლავ იყრიდა კენჭს ვაკეში.[1]
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიძინა გეგიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბიძინა გეგიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)