ბიშოპი
(გადამისამართდა გვერდიდან ბიშოფი)
ლუკას ბიშოპი — გამოგონილი პერსონაჟი, Marvel Comics-ის სუპერგმირი, იქს-ადამიანების წევრი. შექმნილია მწერალი ჯონ ბირნის, ილუსტრატორი უილიამ პორტაციოსა და მწერალი/ილუსტრატორი ჯიმ ლის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები #282 (1991 წლის ნოემბერი).
ბიშოპი | |
---|---|
ბიშოპი | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | შემზარავი იქს–ადამიანები #282. (1991 წლის ნოემბერი) |
ავტორ(ებ)ი | ჯიმ ლი, უილიამ პორტაციო, ჯონ ბირნი |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | ლუკას "ლუკ" ბიშოპი |
სახეობა | ადამიანი-მუტანტი |
მოკავშირეები |
იქს–ადამიანები O*N*E XSE ინტერპოლი X-Treme Sanctions Executive NYPD |
შესაძლებლობა |
ზეადამიანური ფიზიკური შესაძლებლობები, ენერგიის შთანთქმის უნარი, ზუსტი ადგილმდებარეობის ცოდნის უნარი, შესანიშნავი სნაიპერი და მებრძოლი |
ბიშოპი პოლიციელი მუტანტია მარველის მსოფლიოს ანტიუტოპიური მომავლიდან. იგი XSE-ს ყოფილი წევრია. მან იმოგზაურა XX საუკუნეში და შეუერთდა იქს-ადამაინებს, გუნდს, რომლის შესახებაც მხოლოდ ლეგენდებიდან იცოდა. მუტანტს გაუჭირდა იმ პერიოდის ნორმებთან შეგუება.
ოთხმოცდაათიან წლებში ბიშოპი მრავალჯერ გამოჩნდა იქს-ადამიანების ანიმაციურ სერიებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიშოპი Marvel-ის სამყაროს ვიკიში
- ბიშოპი საიტზე Comic Book DB (არქივირებულია ორიგინალიდან)
- ბიშოპი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)