დისტოპია

(გადამისამართდა გვერდიდან ანტიუტოპია)

დისტოპია (ბერძ. δυσუარყოფა“ + ბერძ. τόποςადგილი“, ანუ „ცუდი ადგილი“ ), ასევე ანტიუტოპია (ბერძ. ἀντί — „უარყოფა“ + ბერძ. οὐ „უარყოფა“ + ბერძ. τόπος “ადგილი”არადგილი, არ არსებული ადგილი[1] ან ბერძ. εὖ „კარგი“, „დადებითი“ + ბერძ. τόπος — „ადგილი“ — „ეუტოპია“— „კარგი ადგილი[1][2]), ასევე კაკოტოპია (ბერძ. κακόςცუდი“+ ბერძ. τόποςადგილი“, ანუ „ცუდი ადგილი“) — საზოგადოება, ან საზოგადოების მოწყობა, რომელიც უსიამოვნო, არასასურველი, ცუდი ან შემაშინებელია.[3][4] მისი ზუსტი თარგმანი არის „ცუდი ადგილი“, რომელიც უპირისპირდება „კარგ ადგილს“, ანუ უტოპიას. „ცუდი ადგილი“ არის სერ ტომას მურის მიერ შექმნილი ტერმინის უტოპია პირდაპირი ანტონიმი და წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ წიგნ „უტოპიაში“ წამოყენებულ კარგი საზოგადოების იდეალებთან — საზოგადოებასთან, რომელშიც მინიმალურია კრიმინალი, ძალადობა და სიღარიბე.

ჰერბერტ უელსის რომან „როდესაც მძინარე გაიღვიძებს“ (1899) ილუსტრაცია, რომელზეც გამოსახულია პროპაგანდის მეგაფონები (ანრი ლანოს ილუსტრაცია).

დისტოპიას ხშირად ახასიათებს დეჰუმანიზაცია,[3] ტირანული მმართველობა, გარემოს განადგურება,[4] ან სხვა მახასიათებლები, რომლებიც მიუთითებენ საზოგადოების კატაკლიზმურ დაკნინებაზე. დისტოპიური საზოგადოება ხშირია უტოპიური ჟანრის ნაწარმოებებში, განსაკუთრებით კი თუ მისი მოქმედება მომავალში ვითარდება.

დისტოპიური ჟანრის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს მიეკუთვნება ჯორჯ ორუელის „1984“, რეი ბრედბერის „451º ფარენჰაიტით“, ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“ და ევგენი ზამიატინის „ჩვენ“.

  1. 1.0 1.1 Sargent, Lyman Tower (2005). The Necessity of Utopian Thinking: A cross-national perspective. New York: Berghahn Books, გვ. 11. ISBN 978-1-57181-440-1. 
  2. Lodder, C.; Kokkori, M; Mileeva, M. (2013) Utopian Reality: Reconstructing culture in revolutionary Russia and beyond. Leiden, The Netherlands: Koninklijke Brill NV, გვ. 1–9. ISBN 978-90-04-26320-8. 
  3. 3.0 3.1 Definition of "dystopia". Merriam-Webster. Merriam-Webster, Inc. (2012).
  4. 4.0 4.1 Definition of "dystopia". Oxford Dictionaries. Oxford University Press (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-18. ციტირების თარიღი: 2019-11-28.