ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბეღლეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბეღლეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის სამხრეთი ნაწილის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ხაშურიდან 10 კილომეტრი. სოფელში დგას არქიტექტურული ძეგლი ბეღლეთის წმინდა გიორგის ეკლესია.

სოფელი
ბეღლეთი

სოფელი ბეღლეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ქვიშხეთი
კოორდინატები 41°59′26″ ჩ. გ. 43°30′10″ ა. გ. / 41.99056° ჩ. გ. 43.50278° ა. გ. / 41.99056; 43.50278
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 22[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 5706
ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 22 10 12
2014[1] 22 11 11

ბეღლეთი პირველად ვახუშტი ბაგრატიონს აქვს მოხსენიებული. სოფელი გვიანდელ შუა საუკუნეებში სათავადო სააბაშიოს ქართლის კუთვნილ ნაწილში შედიოდა. 1865 წელს თავისი 7 კომლით სურამის უბნის ქვიშხეთის სასოფლო თემს ეკუთვნოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II