ბექა დვალი
ბექა დვალი (დ. 31 ივლისი, 1977) — ქართველი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
ბექა დვალი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 ივლისი, 1977 |
რეზიდენცია | კანბერა |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | დიპლომატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება
რედაქტირება1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით, მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. 2002 წელს დაამთავრა მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა, მიიღო შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი. 1999-2012 წლებში გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ სამართალმცოდნეობის, სამართალშემოწმედების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროებში.
კარიერა
რედაქტირება1999 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი. 2000 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მესამე მდივანი. 2000-2002 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი. 2002-2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი. 2004-2008 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. 2008 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი. 2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2009-2012 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში. 2012-2022 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში [1], ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოზამბიკის რესპუბლიკაში (2013-2022), მავრიკის რესპუბლიკაში (2014-2022), ბოტსვანის რესპუბლიკაში (2014-2022), მადაგასკარის რესპუბლიკაში (2014-2022), ზამბიის რესპუბლიკაში (2015-2022), ზიმბაბვეს რესპუბლიკაში (2016-2022) [2], ნამიბიის რესპუბლიკაში (2016-2022), ანგოლის რესპუბლიკაში (2016-2022), ლესოთოს სამეფოში (2017-2022), ესვატინის სამეფოში (2017-2022), კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (2018-2022), მალავის რესპუბლიკაში (2020-2022).
2022 წლის ნოემბრიდან ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. [3] 2023 წლის 8 თებერვალს გადასცა რწმუნებათა სიგელი ავსტრალიის თანამეგობრობის გენერალ-გუბერნატორს, გენერალ დეივიდ ჰარლის. 2023 წლის 18 აპრილიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ახალ ზელანდიაში, გადასცა რწმუნებათა სიგელი ახალი ზელანდიის მთავრობის ადმინისტრატორს ბარონესა ჰელენ ვინკელმანს. 2023 წლის 30 მაისიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფიჯის რესპუბლიკაში [4], რწმუნებათა სიგელი გადასცა ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მრატუ ვილიამ მაივალილი კატონივერეს. 2023 წლის 28 სექტემბრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტუვალუში, რწმუნებათა სიგელი გადასცა ტუვალუს გენერალ-გუბერნატორს ტოფინგა ვაევალუ ფალანის. 2024 წლის 15 აპრილიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტონგას სამეფოში. 2024 წლის 14 მაისიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვანუატუს რესპუბლიკაში, 24 მაისს რწმუნებათა სიგელი გადასცა ვანუატუს პრეზიდენტს, ნიკენიკე ვურობარავუს. [5]
აკადემიური საქმიანობა და პუბლიკაციები
რედაქტირება- 2021 — “ბოლოდროინდელი ტენდენციები საერთაშორისო სამართალში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, „სამხრეთ აფრიკული წელიწდეული საერთაშორისო სამართალში” 45-ე გამოცემა/”Recent Developments in International law: judgment by the European Court of Human Rights in Georgia v. Russia”, South African Yearbook of International Law (SAYIL), Vol 45, https://unisapressjournals.co.za/index.php/SAYIL/article/view/9695
- 2000-2004 — სტატიები/კვლევები კონსტიტუციური სამართლის, გარემოდაცვითი/ეკოლოგიური სამართლის და მედია სამართლის სფეროებში
- 2001 — “ავსტრალიის სამართლებრივი სისტემა” და “ახალი ზელანდიის სამართლებრივი სისტემა”, კრებულში “საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივი სისტემები”, გამოცემული თბილისში
- 2000-2001 — მიწვეული ლექტორი შედარებით კონსტიტუციურ სამართალში და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, საქართველოს დამოუკიდებელი დიპლომატიური აკადემია
- 2000 — მონოგრაფია “სასამართლო ხელისუფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში”, შედარებითი კვლევა გამოცემული თბილისში, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Southern Africa Georgia Chamber of Commerce (SAGCC) Bids Farewell to His Excellency Ambassador Beka Dvali of Georgia to South Africa
- ↑ Zimbabwe: Georgia Pledges to Develop Ties
- ↑ Georgia Has New Ambassador in Australia
- ↑ FIJI AND GEORGIA EXPLORE NEW AREAS OF COOPERATION
- ↑ Georgian Ambassador presents credentials to Vanuatu and Tonga