ბეტმენი: ანიმაციური სერიალი (ეპიზოდების სია)

ბეტმენი: ანიმაციური სერიალი (ინგლ. Batman: The Animated Series) — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი, რომელიც ეფუძნება DC Comics-ის სუპერგმირ ბეტმენის თავგადასავლებს. მისი შემქმნელები არიან ბრიუს ტიმი და ერიკ რადოვსკი. სერიალი გადიოდა Fox Network-ზე, 1992 წლის 5 სექტემბრიდან 1995 წლის 15 სექტემბრამდე. ეთერში Warner Bros. Animation-ის წარმოებული სულ 85 ეპიზოდი გავიდა.[1][2] მეორე სეზონს ეწოდებოდა ბეტმენის და რობინის თავგადასავლები.

სერიალის მიმოხილვა

რედაქტირება
სეზონიეპიზოდი ეთერში
პირველად ეთერშიუკანასკნელად ეთერში
1655 სექტემბერი, 1992 (1992-09-05)17 სექტემბერი, 1993 (1993-09-17)
2202 მაისი, 1994 (1994-05-02)15 სექტემბერი, 1995 (1995-09-15)

სტატიაში წარმოდგენილია Episode list წარმოების თანმიმდევრობის მიხედვით. როდესაც სერიალი გამოიცა DVD-ზე, ეთერში გასვლის ორიგინალური თარიღების მიხედვით, მოყვარულებმა უპირატესობა მიანიჭეს თანმიმდევრობას, რომელიც წარმოებას მიჰყვებოდა. ეს უკავშირდებოდა ამბების განვითარებას, პერსონაჟების წარდგენას და ა.შ.[3]

პირველი სეზონისთვის მომზადდა 65 ეპიზოდი. ისინი ეთერში გავიდა 1992/93 წლებში, სექტემბრიდან მაისამდე. თუმცა, უკანასკნელი ხუთი ეპიზოდი მხოლოდ 1993 წლის სექტემბერში აჩვენეს.

# სერიალში # სეზონში სახელწოდება რეჟისორი სცენარისტი ეთერში მტერი
11„On Leather Wings“კევინ ალტიერიმიტჩ ბრაიანი6 სექტემბერი, 1992 (1992-09-06)
(პრაიმ-ტაიმი)
24 სექტემბერი, 1992 (1992-09-24)
(კვირის დღე)
კაცი-ღამურა
მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიაში ადგილი აქვს ქურდობას, პოლიცია ადანაშაულებს ბეტმენს (რომელსაც ქურდი ჰგავს). დამნაშავის ძიებაში ბეტმენი მიაგნებს კირკ ლენგსტრომს, ღამურების სპეციალისტს.
22„Christmas with Joker“კენტ ბატერუორთიედი გოროდეცკი13 ნოემბერი, 1992 (1992-11-13)ჯოკერი
შობის დღეს ჯოკერი არკჰემის თავშესაფრიდან გარბის და ქალაქში ტერორი დაისადგურებს.
33„Nothing to Fear“ბოიდ კირკლანდიჰენრი გილროი და
შონ კეთრინ დერეკი
15 სექტემბერი, 1992 (1992-09-15)საფრთხობელა

ბეტმენის და ბოროტი პერსონაჟის, საფრთხობელას დაპირისპირება. მასთან ბრძოლისას ბეტმენი იწამლება შიშის გამომწვევი აირით.

შენიშვნა: ამ ეპიზოდში პირველად ჟღერს ფრაზა "მე ვარ შურისძიება. მე ვარ ღამე. მე ვარ ბეტმენი!"[4]
44„The Last Laugh“კევინ ალტიერიკარლ სვენსონი22 სექტემბერი, 1992 (1992-09-22)ჯოკერი
ჯოკერი გოთემის ქუჩებში მამხიარულებელ აირს უშვებს და ქალაქის მმართველობისგან მოითხოვს დიდ თანხას, რომელსაც არ მიიღებს. იგი ბეტმენს ხაფანგს უწყობს.
55„Pretty Poison“ბოიდ კირკლანდიამბავი: პოლ დინი და
მაიკლ რივზი
დადგმა: ტომ რეგერი
14 სექტემბერი, 1992 (1992-09-14)შხამიანი სურო
ჰარვი დენტი ვარდების იშვიათი ჯიშის გაშენების ადგილზე აპირებს ახალი ციხის, სტოუნგეიტის აშენებას. პამელა აისლი მას წამლავს. ბეტმენი ცდილობს დენტისთვის შხამსაწინააღმდეგო საშუალების მოძიებას.
66„The Underdwellers“ფრენკ პოურიამბავი: ტომ რეგერი
დადგმა: ჯულს დენისი
და რიჩარდ მიულერი
21 ოქტომბერი, 1992 (1992-10-21)კანალიზაციის მეფე
ბეტმენი მისდევს ლეპრეკონს, რომელმაც ქალს ჩანთა მოჰპარა. აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ ობოლი ბიჭუნაა, შემდეგ კი ბეტმენი პოულობს მსგავსი უსახლკაროების მთელ მიწისქვეშა საზოგადოებას, რომელსაც კანალიზაციის მეფე მართავს.
77„P.O.V.“კევინ ალტიერიამბავი: მიტჩ ბრაიანი
დადგმა: შონ კეთრინ დერეკი
და ლორენ ბრაიტი
18 სექტემბერი, 1992 (1992-09-18)ნარკობარონი
და მისი განგსტერები
პოლიციის მიერ დაგეგმილი ოპერაცია ჩავარდება, რის გამოც რიგით უილკესს, ოფიცერ რენე მონტოიას და დეტექტივ ჰარვი ბულოკს უფლებამოსილებები შეუჩერდებათ. ყოველი მათგანი იძულებულია, გამოტყდეს და დეტალებში აღწეროს, თუ რა მოხდა იმ ღამით.
88„The Forgotten“ბოიდ კირკლანდიჯულს დენისი, რიჩარდ მიულერი
და შონ კეთრინ დერეკი
8 ოქტომბერი, 1992 (1992-10-08)ბოსი ბიგისი
უსახლკარო გასემის გაუჩინარების გარემოებათა გამოძიებისას ბრიუს უეინს უცნობები იტაცებენ. იგი სხვა კატორღელებთან ერთად ცდილობს თავის დაღწევას.
99„Be a Clown“ფრენკ პოურიტედ პედერსენი და სტივ ჰეიზი16 სექტემბერი, 1992 (1992-09-16)ჯოკერი
ჯორდანი, მერ ჰამილტონ ჰილის შვილი, მოწყენილია, ვინაიდან მამამისი მის დაბადების დღეს პოლიტიკურ რეკლამას ეწევა. მაგრამ ბიჭუნას იტაცებს საცირკო მსახიობი, რომელიც ჯოკერი აღმოჩნდება.
1010„Two-Face: Part 1“კევინ ალტიერიამბავი: ალან ბერნეტი
დადგმა: რენდი როგელი
25 სექტემბერი, 1992 (1992-09-25)რუპერტ თორნი
ჰარვი დენტი ხელახალ არჩევნებში მონაწილეობს და აპირებს რუპერტ თორნის, დამნაშავეთა ერთ-ერთი ბანდის უფროსის დაჭერას. მაგრამ თორნი მისი ავადმყოფობის ისტორიას პოულობს და დენტის ალტერ-ეგოსაც აღმოაჩენს. თორნი მის შანტაჟირებას იწყებს და ბეტმენი ჰარვის გადარჩენას ცდილობს.
1111„Two-Face: Part 2“კევინ ალტიერირენდი როგელი28 სექტემბერი, 1992 (1992-09-28)რუპერტ თორნი
და ორსახა

ჰარვი დენტი, რომელიც დაჭრილია, მაგრამ გადარჩება, იქცევა ორსახად და მიზნად ისახავს თორნის და მისი ბიზნესის განადგურებას. ამიერიდან ერთადერთი და განუმეორებელი კანონი აგდებული მონეტაა.

შენიშვნა: ბეტმენის მიერ ორსახას დამარცხების მეთოდი (მონეტით თამაში) მოგვიანებით ფილმის „ბეტმენი სამუდამოდ“ ფინალში გამოიყენეს.
1212„It's Never Too Late“ბოიდ კირკლანდიამბავი: ტომ რეგერი
დადგმა: გერინ ვულფი
10 სექტემბერი, 1992 (1992-09-10)რუპერტ თორნი
და არნოლდ სტრომუელი
ტერიტორიებისთვის ომი, დამნაშავე არნოლდ სტრომუელსა და რუპერტ თორნს შორის ახალ განვითარებას იძენს, როდესაც სტრომუელის შვილი მოულოდნელად უჩინარდება. მისი ძიებისას არნოლდი თორნთან მოხვდება. მოხუც განგსტერს გადაარჩენს ბეტმენი, რომელიც უჩვენებს სტრომუელს, თუ რამდენი რამეში ცდებოდა.
1313„I've Got Batman in My Basement“ფრენკ პოურისემ გრემი და კრის ჰაბელი30 სექტემბერი, 1992 (1992-09-30)პინგვინი
პინგვინი ფაბერჟეს კვერცხს იპარავს. მისი დევნისას ბეტმენს მოხვდება აირიანი ყუმბარა. სუპერგმირს გადაარჩენს ორი ბავშვი - შერმანი და რობერტა. ისინი მას საკუთარი სახლის სარდაფში დამალავენ, მაგრამ პინგვინი ცდილობს, ბეტმენი იპოვოს.
1414„Heart of Ice“ბრიუს ტიმიპოლ დინი7 სექტემბერი, 1992 (1992-09-07)მისტერ ფრიზი და ფერის ბოილი

მეცნიერი ვიქტორ ფრიზი კომპანია "გოთკორპის" ოფისიდან ძვირად ღირებულ ტექნიკას იპარავს. მისი ძიებისას ბეტმენი ფრიზის ტრაგიკულ ამბავს შეიტყობს. ფრიზის ცოლი ნორა კრიოგენულ ძილში, ხოლო ვიქტორი იმედოვნებს, რომ ერთხელ იპოვის მის წამალს. თუმცა, ფერის ბოილი ცდილობს ტექნიკის გათიშვას. შედეგად ნორას კამერა განადგურდა, ხოლო ფრიზი იქცა არსებად, რომელსაც მხოლოდ 0-ზე უფრო დაბალი ტემპერატურის ფარგლებში შეუძლია არსებობა.

შენიშვნა: ამ ეპიზოდმა 1993 წელს ემის დღის ჯილდო მოიპოვა, ანიმაციური გადაცემის გამორჩეული სცენარისთვის.[5]
1515„The Cat and the Claw: Part I“კევინ ალტიერიამბავი: შონ კეთრინ დერეკი
და ლორენ ბრაიტი

დადგმა: ჯულს დენისი
და რიჩარდ მიულერი
5 სექტემბერი, 1992 (1992-09-05)ქალი-კატა და წითელი კლანჭი
ბეტმენი ახალ ბოროტმოქმედს, ქალ-კატას გაიცნობს და იმავე დროს, სელინა კაილს, რომელსაც იგი დიდი ხანია მოსწონს. როდესაც სელინა ცდილობს ქალაქგარეთ ქუჩის კატების თავშესაფარის ორგანიზებას, მისი და წითელი კლანჭის მიერ მართული ტერორისტული ორგანიზაციის გზები გადაიკვეთება.
1616„The Cat and the Claw: Part 2“დიკ სებასტიამბავი: შონ კეთრინ დერეკი
და ლორენ ბრაიტი
დადგმა: ჯულს დენისი
და რიჩარდ მიულერი
12 სექტემბერი, 1992 (1992-09-12)წითელი კლანჭი
წითელი კლანჭის ლიდერი, რომელიც უბრალოდ "წითელი კლანჭის" სახელით არის ცნობილი, სამხედრო მატარებელს უტევს და ვირუსს იპარავს, რომლის გოთემში გაშვებას აპირებს.
1717„See No Evil“დენ რიბამარტინ პასკო24 თებერვალი, 1993 (1993-02-24)ლოიდ ვენტრიქსი

ეძებს რა უხილავ ბოროტმოქმედს, ბეტმენი იხსენებს საკუთარი კომპანიის ერთ-ერთ ტექნოლოგიას, რომელიც უხილვადობის ილუზიას ქმნის. კვალით იგი მიაგნებს ერთ-ერთი მეცნიერის თანაშემწეს, რომელიც პროექტზე მუშაობს - პატიმრობიდან მცირე ხნის წინ გამოსულ ლოიდ ვენტრიქსს. ამასობაში უხილავი ვენტრიქსი ცდილობს საკუთარი შვილის გატაცებას.

შენიშვნა: მაიკლ გროსი, რომელიც ვენტრიქსს ახმოვანებს, მოგვიანებით, „მომავლის ბეტმენში“ უორენ მაკგინისს ახმოვანებდა.
1818„Beware the Gray Ghost“ბოიდ კირკლანდიამბავი: დენის ო'ფლეერტი
და ტომ რეგერი
დადგმა: გერინ ვულფი
და ტომ რეგერი
4 ნოემბერი, 1992 (1992-11-04)შეშლილი ყუმბარმშენი

როდესაც ქალაქის ტერორიზებას იდუმალი შეშლილი ყუმბარმშენი იწყებს, ბეტმენი მიხვდება, რომ იგი მეტად ჰგავს ძველი სერიალის პერსონაჟს - რუხ აჩრდილს, რომელიც ბრიუსს ბავშვობისას მოსწონდა. იგი დასახმარებლად მიმართავს საიმონ ტრენტს, რომელიც სერიალში მთავარ როლს ასრულებდა, თუმცა უკანასკნელ რუხ აჩრდილთან საქმის დაჭერა არ სურს.

შენიშვნა: რუხი აჩრდილის პერსონაჟს ახმოვანებს ადამ უესტი, 1960-იანების სერიალის „ბეტმენი“ მსახიობი.
1919„Prophecy of Doom“ფრენკ პოურიამბავი: დენის მარკსი
დადგმა: შონ კეთრინ დერეკი
6 ოქტომბერი, 1992 (1992-10-06)ნოსტრომოსი
ითენ კლარკი, უეინის მეგობარი და მილიონერი, ისევე, როგორც მისი ნაცნობების მთელი რიგი, აღმოჩნდება წინასწარმეტყბელი ნოსტრომოსის გავლენის ქვეშ, რომელიც მათ აშინებს მოახლოებული ეკომონიკური კრიზისით. ბეტმენი აღმოაჩენს, რომ ნოსტრომოსი და მისი ასისტენტი ლუკასი უბრალო თაღლითები არიან და ცდილობს მათ საძმოში შეღწევას, რათა დეტალები უფრო კარგად შეისწავლოს.
2020„Feat of Clay: Part 1“დიკ სებასტიამბავი: მარვ ვულფმენი
და მაიკლ რივზი
დადგმა: მარვ ვულფმენი
8 სექტემბერი, 1992 (1992-09-08)როლანდ დაგეტი
მას შემდეგ, რაც უბედური შემთხვევის შედეგად დასახიჩრდა, კინომსახიობი მეტ ჰეიგენი როლანდ დაგეტის მსხვერპლად იქცევა. უკანასკნელი მას სთავაზობს კრემს, რომლის მეშვეობით შეიძლება სახის ნაკვთების, როგორც თიხის ფორმირება. თუმცა, კრემის მოქმედება 24 საათის შემდეგ იწურება და ჰეიგენი მასზე ძლიერ დამოკიდებული ხდება. ერთხელ ბიზნესმენი მის თავიდან მოცილებას ისურვებს და მეტს იჭერენ. მას ყელში უსხამენ კრემის ადუღებულ რაოდენობას, თუმცა ეს ჰეიგენს არა კლავს, არამედ თიხის მსგავს არსებად აქცევს.
2121„Feat of Clay: Part 2“კევინ ალტიერიამბავი: მარვ ვულფმენი
და მაიკლ რივზი
დადგმა: მაიკლ რივზი
9 სექტემბერი, 1992 (1992-09-09)თიხის სახე და
როლანდ დაგეტი
ბრიუს უეინს ციხიდან გირაოს სანაცვლოდ უშვებენ. ჰეიგენი, როგორც აღმოჩნდება, გადაურჩა მკვლელობას, მაგრამ მეტად დიდი ფასის სანაცვლოდ - კრემმა იგი მუტანტად აქცია, რომელსაც ფორმების ცვლა შეუძლია. ამ ახალი ძალით ჰეიგენი, რომელიც საკუთარ თავს თიხის სახეს უწოდებს, გადაწყვიტავს დაგეტზე შური იძიოს.
2222„Joker's Favor“ბოიდ კირკლანდიპოლ დინი11 სექტემბერი, 1992 (1992-09-11)ჯოკერი და ჰარლი კუინი

ჩარლი კოლინზი ჯოკერთან კონფლიქტში გაეხვევა, თუმცა უკანასკნელი მას არ კლავს და მომავალში დახმარებას ითხოვს. ორი წლის შემდეგ ბოროტმოქმედი მას ავალებს გოთემის უნივერსიტეტში ყუმბარის შეგდებას - იქ, სადაც საზეიმო ვითარებაში, პოლიციის თანამშრომლების წინაშე კომისარი გორდონი უნდა გამოვიდეს. ჩარლი თანხმდება - ოჯახის უსაფრთხოების საშიშროების გამო.

შენიშვნა: ამ ეპიზოდში პირველად ჩნდება ჯოკერის მეგობარი/მეგობარი გოგონა, ჰარლი კუინი.
2323„Vendetta“ფრენკ პოურიმაიკლ რივზი5 ოქტომბერი, 1992 (1992-10-05)მკვლელი კროკი
როდესაც პოლიცის კატარღა, რომელზეც რუპერტ თორნთან დაკავშირებული საქმის მოწმე იმყოფება, ფეთქდება, მთავარი ეჭვმიტანილი ჰარვი ბულოკია, რომელიც ერთი წლის წინ თორნისგან ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. ბეტმენი, რომელსაც ასევე არ მოსწონს ბულოკი, შეიტყობს ნამდვილი დამნაშავის ვინაობას. ეს მკვლელი კროკია, რომელმაც ლეიტენანტის წინააღმდეგ ვენდეტა დაიწყო, ვინაიდან უკანასკნელმა იგი ოდესღაც დააპატიმრა.
2424„Fear of Victory“დიკ სებასტისემუელ უორენ ჯოზეფი29 სექტემბერი, 1992 (1992-09-29)საფრთხობელა
რამდენიმე სპორტსმენი უცნაურ წერილს მიიღებს და მეორე დილით თამაშების დროს ჰალუცინაციებს განიცდიან. ამავე დროს ერთ-ერთი პიროვნება მიიღებს დიდ თანხას და მათ წაგებაზე თანხას დებს. ბეტმენი და რობინი (რომელმაც ასევე მიუვიდა მსგავსი წერილი) იწყებენ საკუთარ გამოძიებას და აღმოაჩენენ, რომ ვიღაც საფრთხობელის ქმედებებს განაგრძობს, სწორედ იმ დროიდან, რაც იგი არკჰემში აღმოჩნდა.
2525„The Clock King“კევინ ალტიერიდევიდ უაიზი21 სექტემბერი, 1992 (1992-09-21)საათების მეფე
კომპანიის გაკოტრების შემდეგ ტემპლ ფუგეიტი იქცევა საათების მეფედ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - შური იძიოს მერ ჰილზე, რომლის მიერ შვიდი წლის წინ ნათქვამმა რჩევამ იგი გაანადგურა.
2626„Appointment in Crime Alley“ბოიდ კირკლანდიგერი კონუეი17 სექტემბერი, 1992 (1992-09-17)როლანდ დაგეტი

როლანდ დაგეტი, კროკერის და აფეთქებების სპეციალისტ "ნიტროს" დახმარებით, აპირებს დამნაშავეთა ცნობილი ჩიხის განადგურებას, რათა საკუთარი ბიზნეს-იმპერიისთვის მოიპოვოს ახალი ტერიტორია.

შენიშვნა: ეფუძნება დენის ო'ნილის მიერ შექმნილ კომიქსს.
2727„Mad as a Hatter“ფრენკ პოურიპოლ დინი12 ოქტომბერი, 1992 (1992-10-12)შეშლილი მექუდე
Wayne Industries-ის მეცნიერი ჯერვის ტეტჩი მდივან ალისაზეა შეყვარებული, მაგრამ ვერაფერს ეუბნება. აღმოაჩენს, რომ იგი ბოიფრენდმა მიატოვა, ტეტჩი ცდილობს მის გულის დაპყრობას. თუმცა, ალისას შეყვარებული მოულოდნელად ბრუნდება და ჯერვისი ხდება "შეშლილი მექუდე". იგი ცდილობს ყველაფრის შეცვლას სპეციალური ჩიპებით, რომლებიც აზროვნებას აკონტროლებენ.
2828„Dreams in Darkness“დიკ სებასტიჯუდით და გარფილდ რივზ-სტივენსები3 ნოემბერი, 1992 (1992-11-03)საფრთხობელა

ცდილობს რა, შეაჩეროს გოთემის წყალში შხამის გავრცელება (საფრთხობელას ქმედება), ბეტმენი შემთხვევით შეისუნთქავს გაზის დიდ დოზას, რაც იწვევს უსასრულო კოშმარებს და ჰალუცინაციებს. უძლური რეალობის ილუზიისგან გარჩევისას, იგი არკჰემში პაციენტის სახით მოხვდება, ხოლო კატასტროფის თავიდან ასაცილებლად დრო აღარ რჩება.

შენიშვნა: საფრთხობელას მოქმედების სქემა აგრეთვე გამოყენებულია რა'ს ალ გულის მიერ (საფრთხობელას დახმარებით) ფილმში „ბეტმენი: დასაწყისი“.
2929„Eternal Youth“კევინ ალტიერიბეთ ბორნსტაინი23 სექტემბერი, 1992 (1992-09-23)შხამიანი სურო
რამდნეიმე მილიონერი, რომელიც ჩავიდა პოპულარულ კურორტ "მარადიულ ახალგაზრდობაზე", მოულოდნელად ქრება. ბრიუს უეინიც მიიღებს კურორტზე მიწვევს, მაგრამ აგზავნის ალფრედს და მის მეგობარ მეგი პეიჯს. ადგილზე იგი თავად აღმოაჩენს, რომ შხამიანი სურო ცდილობს, შური იძიოს მათზე, ვინც ბუნებას ავნებს და ადამიანებს ქლოროფილის ახალი ფორმულით ხეებად აქცევს.
3030„Perchance to Dream“ბოიდ კირკლანდიამბავი: ლორენ ბრაიტი
და მაიკლ რივზი
დადგმა: ჯო რ. ლენსდეილი
19 ოქტომბერი, 1992 (1992-10-19)შეშლილი მექუდე
ერთხელ დილით გაღვიძებული ბრიუსი აღმოაჩენს, რომ მისი მშობლები ცოცხლები არიან. ერთი კვირის შემდეგ იგი სელინა კაილთან ქორწინდება. ბეტმენის კოსტიუმს ვიღაც სხვა ატარებს. უეინი ბედნიერად ცხოვრობს, მაგრამ გრძნობს, რომ რაღაც არ არის ისე, როგორც უნდა იყოს.
3131„The Cape and Cowl Conspiracy“ფრენკ პოურიელიოტ ს. მეგინი14 ოქტომბერი, 1992 (1992-10-14)იოზაია ვორმვუდი
იოზაია ვორმვუდის, საშიში დაქირავებული მკვლელის ძიებაში, ბეტმენი საჯაროდ ამცირებს, შემდეგ კი დაკითხავს ვორმვუდთან დაკავშირებულ თაღლით არისტოკრატ ბარონ ვაცლავ იოზეკს. გაცოფებული იოზეკი მიმართავს ვორმვუდს და ბეტმენის მოსასხამისა და ნიღბის სანაცვლოდ დიდ გასამრჯელოს ჰპირდება.
3232„Robin's Reckoning: Part 1“დიკ სებასტირენდი როგელი7 თებერვალი, 1993 (1993-02-07)ტონი ზუკო

განგსტერებთან სამშენებლო ზონაში ბრძოლისას ბეტმენი და რობინი შეიტყობენ მათი უფროსის სახელს - ბილ მერინს. სინამდვილეში ეს ტონი ზუკოს ფსევდონიმია - პიროვნების, რომელმაც დიკ გრეისონი მოკლა.

შენიშვნა: ამ ეპიზოდმა 1993 წელს ემის პრაიმტაიმ ჯილდო მოიპოვა, გამორჩეული ანიმაციური გადაცემისთვის.[5]
3333„Robin's Reckoning: Part 2“დიკ სებასტირენდი როგელი14 თებერვალი, 1993 (1993-02-14)ტონი ზუკო
ბოროტმოქმედდა დასჯის პროცესი ლინჩის წესით გასამართლებამდე მიდის, მაგრამ რობინი მას შეაჩერებს. რობინი მიხვდება, რომ არსებობს განსხვავება სამართლიანობასა და შურისძიებას შორის. ზუკოს აპატიმრებენ.
3434„The Laughing Fish“ბრიუს ტიმიპოლ დინი10 იანვარი, 1993 (1993-01-10)ჯოკერი და ჰარლი კუინი

ფულის სამართლიანი გზით მოპოვების მიზნით ჯოკერი ქიმიკატებს გოთემის ტბებში უშვებს, რის გამოც ყველა თევზი მის ღიმილს იძენს. მაგრამ როდესაც შეშლილი ცდილობს სიცილიანი თევზების დაპატენტებას, გზად მოულოდნელი წინააღმდეგობები ეღობება.

შენიშვნა: ეფუძნება სტივ ენგლჰარტის ამბას.
3535„Night of the Ninja“კევინ ალტიერისტივ პერი26 ოქტომბერი, 1992 (1992-10-26)კიოდაი კენი
როდესაც იდუმალი დამნაშავე (რომელიც ბრიუს უეინის ყველა ბიზნესის ქურდობით არის დაკავებული) ნინძა აღმოჩნდება, მთავარი გმირი მიხვდება, რომ იგი საბრძოლო ხელოვნებათა სკოლიდან არის, რომელშიც თავადაც სწავლობდა - კიოდან კენია, რომელიც თავის დროზე სკოლიდან გააგდეს, მას შემდეგ, რაც ბრიუსმა აღმოაჩინა, თუ როგორ იპარავდა იგი ხმლებს.
3636„Cat Scratch Fever“ბოიდ კირკლანდიამბავი: შონ კეთრინ დერეკი
დადგმა: ბაზ დიქსონი
5 ნოემბერი, 1992 (1992-11-05)როლანდ დაგეტი და
პროფესორი მაილო
გოთემის გადარჩენისთვის კაილს ციხიდან უშვებენ ერთი პირობით - უნდა დაივიწყოს კატის კოსტიუმი. მაგრამ იგი მაინც უბრუნდება თავის ალტერ-ეგოს, რათა დაკარგული კატა, აიზისი იპოვოს. გარდა ამისა, ქალი-კატა შეიტყობს როლანდ დაგეტის საზარელი გეგმის შესახებ და კინაღამ მის მიერ შექმნილი ვირუსის მსხვერპლად იქცევა.
3737„The Strange Secret of Bruce Wayne“ფრენკ პოურიამბავი: დევიდ უაიზი
დადგმა: ჯუდით და გარფილდ რივზ-სტივენსები
29 ოქტომბერი, 1992 (1992-10-29)ჰუგო სტრეინჯი, ჯოკერი,
ორსახა და პინგვინი

იდუმალი შანტაჟისტის ძიებისას ბრიუსი პანსიონატში მოხვდება, ექიმ ჰუგო სტრეინჯთან. სტრეინჯი თავისი სპეციალური მოწყობილობით კითხულობს მდიდარი პაციენტების აზრებს, შემდეგ კი ფულს სძალავს, აშინებს რა მათი საიდუმლოებების გამჟღავნებით. შეიტყობს რა, თუ ვინ არის სინამდვილეში ბეტმენი, კრიმინალური სამყაროს ლიდერებისთვის იგი სპეციალურ აუქციონს აწყობს.

შენიშვნა: სტრეინჯის მოქმედების სქემას გამოცანა იყენებს ფილმში „ბეტმენი სამუდამოდ“.
3838„Heart of Steel: Part 1“კევინ ალტიერიბრაიან სტივენსი16 ნოემბერი, 1992 (1992-11-16)H.A.R.D.A.C.

როდესაც რობოტი შეაღწევს უეინის კომპანიის საცავში და იპარავს მაღალტექნოლოგიური მიღწევების საიდუმლოებებს, ერთადერთი ეჭვმიტანილია კარლ როსუმი, რობოტების ტექნოლოგიების გენიოსი. მასთან ვიზიტისას უეინი გაიცნობს როსუმის მომხიბვლელ ასისტენტ რენდა დუეინს და შეიტყობს სუპერკომპიუტერ H.A.R.D.A.C.-ის არსებობის შესახებ.

შენიშვნა: ამ ეპიზოდში პირველად გამოჩნდა ბარბარა გორდონი.
3939„Heart of Steel: Part 2“კევინ ალტიერიბრაიან სტივენსი17 ნოემბერი, 1992 (1992-11-17)H.A.R.D.A.C.
H.A.R.D.A.C. განაგრძობს გავლენიანი გოთემელების მექანიკური ორეულობით ჩანაცვლებას (მათ შორის, როსუმსაც). ახლოვდება ბრიუს უეინის ჩანაცვლების დროც.
4040„If You're So Smart, Why Aren't You Rich?“ერიკ რადომსკიდევიდ უაიზი18 ნოემბერი, 1992 (1992-11-18)გამოცანა და
დენიელ მოკრიჯი

ედვარდ ნიგმას სამსახურიდან ათავისუფლებს უფროსი, დენიელ მოკრიჯი, რომელიც ნიგმას გამოგონების, კომპიუტერული თამაშ "მინოტავრის" მფლობელი ხდება. ორი წლის შემდეგ ყოფილი ქვეშევრდომი ბრუნდება საქმიანი წინადადებით. სინამდვილეში იგი მოკრიჯს იტყუებს მახეში. მაგრამ ამასთან იგი შემთხვევით მიიქცევს ბრიუს უეინის ყურადღებას, რომელიც მალევე დაადგენს, თუ ვინ არის ახალი ბოროტმოქმედი. ამიერიდან ნიგმა-გამოცანის მიზანი ბეტმენის და რობინის განადგურებაა. მოკრიჯის საძებნელად გასულები ისინი მოხვდებიან დიდ ლაბირინთში, რომელშიც ნიგმა მკვლელ რობოტებს მალავს.

შენიშვნა: ამ ეპიზოდში პირველად ჩნდება გამოცანა.
4141„Joker's Wild“ბოიდ კირკლანდიპოლ დინი19 ნოემბერი, 1992 (1992-11-19)ჯოკერი და
კემერონ კაიზერი
როდესაც მილიონერი კემერონ კაიზერი ახალი კაზინოსთვის ჯოკერის დიზაინს იყენებს, კლოუნი განრისხდება და ამას პირად წყენად მიიღებს. იგი არკჰემიდან გარბის, რათა კაზინო გაანადგუროს.
4242„Tyger, Tyger“ფრენკ პოურიამბავი: მაიკლ რივზი
და რენდი როგელი
დადგმა: ჩერი უილკერსონი
30 ოქტომბერი, 1992 (1992-10-30)ემილ დორიანი
გენეტიკის შეშლილი სპეციალისტი ემილ დორიანი იტაცებს სელინა კაილს და მას მაქცია კატად აქცევს, იმისთვის, რომ მის ქმნილებას, ნახევრად ადამიანს, ნახევრად ცხოველ ტიგრისს, ჰყავდეს მდედრი მეწყვილი. კუნძულზე ბეტმენი აღწევს. იგი ცდილობს სელინას გადარჩენას, მაგრამ ამისთვის ტიგრისის განადგურებაა საჭირო.
4343„Moon of the Wolf“დიკ სებასტილენ უაინი11 ნოემბერი, 1992 (1992-11-11)მაქცია
და პროფესორი მაილო
იძიებს რა იდუმალი ადამიანი-მგლის საქმეს, ბეტმენი არც ეჭვობს, რომ იგი არის ბრიუსის მეგობარი, ოლიმპიური ჩემპიონი ენტონი რომულუსი. შეჯიბრების დროს თავის დაზღვევის მიზნით, ნიჭიერმა სპორტსმენმა გამოიყენა პროფესორ მაილოს მიერ შემუშავებული პრეპარამტი, რომელმაც იგი მაქციად აქცია. ამიერიდან რომულუსი იძულებულია, შეასრულის მეცნიერის ბრძანებები, იმ იმედით, რომ ლიკანთროპიის წამალს მიიღებს.
4444„Day of the Samurai“ბრიუს ტიმისტივ პერი23 თებერვალი, 1993 (1993-02-23)კიოდაი კენი
კიოდაი კენი იტაცებს კაირის, იორი სენსეის შვილს.
4545„Terror in the Sky“ბოიდ კირკლანდიამბავი: სტივ პერი
და მარკ სარაჩენი
დადგმა: მარკ სარაჩენი
12 ნოემბერი, 1992 (1992-11-12)ქალი-ღამურა
როდესაც გიგანტური ღამურა ბრუნდება, ბეტმენი ამის შესახებ განმარტებას კირკ ლენგსტრომს მოსთხოვს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში კირკი არ არის დამნაშავე. ამასობაში მისი მეუღლე, ფრანსინი, თვითმფრინავში ჯდება, რათა გაექცეს მაქცია ქმარს.
4646„Almost Got 'Im“ერიკ რადომსკიპოლ დინი10 ნოემბერი, 1992 (1992-11-10)ჯოკერი, ჰარლი კუინი,
ორსახა, შხამიანი სურო,
მკვლელი კროკი და პინგვინი
ჯოკერი, მკვლელი კროკი, პინგვინი, ორსახა და შხამიანი სურო პოკერის მაგიდასთან ერთმანეთს ბეტმენზე ესაუბრებიან და იხსენებენ, თუ როგორ დაიჭირეს იგი - თითქმის.
4747„Birds of a Feather“ფრენკ პოურიამბავი: ჩაკ მენვილი
დადგმა: ბრაიან სტივენსი
8 თებერვალი, 1993 (1993-02-08)პინგვინი
ვერონიკა ვრილენდი ცდილობს საკუთარი წვეულებისათვის ორიგინალური სახის მინიჭებას. იგი მოიწვევს პინგვინს - ხალხის გასართობად. ბოროტმოქმედი კმაყოფილია, ვინაიდან საბოლოოდ მიიღებს იმ პატივისცემას და ყურადღებას, რომელზეც ასე ოცნებობდა. მას აგრეთვე უყვარდება ვერონიკა.
4848„What Is Reality?“დიკ სებასტიმარტი აიზენბერგი და რობერტ ნ. სკირი24 ნოემბერი, 1992 (1992-11-24)
(კვირის დღე)7 მარტი, 1993 (1993-03-07)
(პრაიმ-ტაიმი)
გამოცანა
გამოცანა გოთემში ბრუნდება, ქალაქის ყველა კომპიუტერულ სისტემას აფუჭებს და ანადგურებს პოლიციაში არსებულ ყველა დოსიეს მის შესახებ. იმისთვის, რომ კანონისთვის მიუწვდომელი გახდეს, უნდა დაუპირისპირდეს ბეტმენს და რობინს, წარსულში მისი დანაშაულების მოწმეებს. ამ მიზნით იგი კომისარ გორდონს "ვირტუალურ რეალობაში" შეიტყუებს.
4949„I Am the Night“ბოიდ კირკლანდიმაიკლ რივზი9 ნოემბერი, 1992 (1992-11-09)
(კვირის დღე)
13 დეკემბერი, 1992 (1992-12-13)
(პრაიმ-ტაიმი)
ჯაზმენი
ბეტმენს ეწყება დეპრესია, რომელსაც ემატება ის, რომ მან ვერ მოასწრო დანაშაულებრივი ბანდის დაკავების ადგილზე მოხვედრა, როდესაც ორმხრივი სროლის დროს კომისარი გორდონი მძიმედ დაჭრეს. ამასობაში გორდონზე შურისძიების სურვილით სავსე განგსტერი ჯიმი პიკი (ზედმეტსახელად "ჯაზმენი") ციხიდან გარბის.
5050„Off Balance“კევინ ალტიერილენ უაინი23 ნოემბერი, 1992 (1992-11-23)გრაფი ვერტიგო
საშიში აკუსტიკური იარაღის ქურდობის თავიდან ასაცილებლად, მოგვიანებით კი გრაფ ვერტიგოს ბანდის წევრთა დევნისას ბეტმენი ხვდება ქალბატონს შავში. ორივეს იჭერენ. გონს მოსული ბრიუსი აღმოაჩენს, რომ ახალმა ნაცნობა მას ნიღაბი მოხსნა. მომხიბვლელი ქალბატონი, რომელიც მას თავს ტალიად წარუდგენს, განმარტავს, რომ აპირებს "აჩრდილების საზოგადოების" შეჩერებას და რომ ვერტიგო მამამისმა გამოაგზავნა. ბეტმენი მისი დახმარებით ცდილობს ტერორისტის დამარცხებას, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მათ მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა.
5151„The Man Who Killed Batman“ბრიუს ტიმიპოლ დინი1 თებერვალი, 1993 (1993-02-01)ჯოკერი, ჰარლი კუინი და რუპერტ თორნი
გოთემში ვრცელდება ჭორი, თითქოს ბეტმენი დაიღუპა. აფეთქების შემდეგ მისგან მხოლოდ მოსასხამი და ნიღაბი დარჩა, ხოლო მკვლელი არის სიდნი დებრი.
5252„Mudslide“ერიკ რადომსკიამბავი: ალან ბერნეტი
დადგმა: სტივ პერი
15 სექტემბერი, 1993 (1993-09-15)თიხის სახე
თიხის სახე გოთემში ბრუნდება, მაგრამ ამჯერად ნაწილებად იშლება. იმისთვის, რომ იგი და მისი დამხმარე იდუმალი ქალბატონი იპოვოს, ბეტმენი ჰეიგენის წარსულს იკვლევს.
5353„Paging the Crime Doctor“ფრენკ პოურიამბავი: მაიკ უ. ბარი
და ლორენ ბრაიტი
დადგმა: რენდი როგელი
& მარტინ პასკო
17 სექტემბერი, 1993 (1993-09-17)რუპერტ თორნი
დოქტორ მეთიუ თორნის (ჯოზეფ კამპანელა) სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. იგი ოპერაციის შესრულებას სთხოვს უფროს ძმას - ოდესღაც პატივსაცემ ექიმ მეტ თორნს, რომელიც ამჟამად იძულებულია კრიმინალური შეკვეთების შესრულებით. მაგრამ მეტს ესაჭიროება მეგობრის და კოლეგის - ლესლი თომპკინსის დახმარება.
5454„Zatanna“დიკ სებასტი და დენ რიბაპოლ დინი2 თებერვალი, 1993 (1993-02-02)მონტეგ კეინი
გოთემში ჩამოსულია ილუზიონისტი ზატანა, რომელსაც მას შემდეგ იჭერენ, რაც ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ ქრება ფულით სავსე დიდი ჩანთა. ბეტმენი მას ვერ ეხმარება, ვინაიდან წლების წინ გაქცევის ხელოვნებას სწავლობდა მის მამასთან, ჯოვანი ზატარასთან.
5555„The Mechanic“კევინ ალტიერიამბავი: სტივ პერი და ლორენ ბრაიტი
დადგმა: რენდი როგელი
24 იანვარი, 1993 (1993-01-24)პინგვინი

პინგვინი შემთხვევით აღმოაჩენს სახელოსნოს, რომელსაც ბეტმენი მანქანის შესაკეთებლად იყენებს. იგი მძევლად იყვანს ერლ კუპერის, ბეტმენის პირადი მექანიკოსის ქალიშვილს და ერლს აიძულებს მანქანის სასიკვდილო ხაფანგად გადაკეთებას.

შენიშვნა: პინგვინის სქემა ამ ეპიზოდში გამოყენებული ფილმში „ბეტმენი ბრუნდება“.
5656„Harley and Ivy“ბოიდ კირკლანდიპოლ დინი18 იანვარი, 1993 (1993-01-18)ჯოკერი, ჰარლი კუინი
და შხამიანი სურო
ჯოკერი ტოვებს ჰარლის, ამიტომ უკანასკნელი შხამიან სუროსთან ერთიანდება. ისინი კრიმინალური გოთემის მბრძანებლებად იქცევიან.
5757„Shadow of the Bat: Part 1“ფრენკ პოურიბრაიან სტივენსი13 სექტემბერი, 1993 (1993-09-13)ორსახა, რუპერტ თორნი
და გილ მეისონი

კომისარი გორდონი დაპატიმრებულია. ვიღაცამ შექმნა ყალბი სამხილები, რომელთა მიხედვით გორდონი რუპერტ თორნისგან ქრთამს იღებდა. კომისარის მოვალეობას დროებით ასრულების მისი ახალგაზრდა თანაშემწე გილ მეისონი. ბეტმენი განასახიერებს განგსტერ მეტჩს მელოუნს და ცდილობს, დაადგინოს, თუ ვინ გაყიდა გორდონი. ამასობაში ბარბარა, კომისარის შვილი, საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

შენიშვნა: ამ ეპიზოდში პირველად ჩნდება ბარბარა გორდონი, იგივე ბეტგოგონა.
5858„Shadow of the Bat: Part 2“ფრენკ პოურიბრაიან სტივენსი14 სექტემბერი, 1993 (1993-09-14)ორსახა და გილ მეისონი
ბეტგოგონა და რობინი გილ მეისონის უთვალთვალებენ ორსახასთან შეხვედრის ადგილამდე. "მეტჩსი" (ბეტმენი) თავისუფლდება, მაგრამ ყოფილ პროკურორს ასაფეთქებლის დიდი რაოდენობა აქვს და სულ მალე სამეული საკუთარი სიცოცხლისთვის დატბორილ მეტროში იბრძვის.
5959„Blind as a Bat“დენ რიბაამბავი: მაიკ ანდერვუდი
და ლენ უაინი
დადგმა: ლენ უაინი
22 თებერვალი, 1993 (1993-02-22)პინგვინი
პინგვინი იპარავს უახლეს საბრძოლო ვერტმფრენს და ბეტმენს ამბრმავებს. ქალაქის მმართველობას იგი წაუყენებს ულტიმატუმს 100 მილიონი დოლარის გამოძალვით.
6060„The Demon's Quest: Part 1“კევინ ალტიერიდენის ო'ნილი3 მაისი, 1993 (1993-05-03)რა'ს ალ გული
რობინის იდუმალი გატაცების შემდეგ ბრიუსი ბეტგამოქვაბულში რა'ს ალ გულს, აჩრდილთა საზოგადოების ლიდერს აღმოაჩენს. უკანასკნელი მას უამბობს, რომ მისი შვილი იგივე ხალხმა მოიტაცა. ერთად ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას იწყებენ.
6161„The Demon's Quest: Part 2“კევინ ალტიერიამბავი: დენის ო'ნილი და ლენ უაინი
დადგმა: ლენ უაინი
4 მაისი, 1993 (1993-05-04)რა'ს ალ გული
რა'სის ხაფანგიდან თავის დაღწევის შემდეგ ბეტმენი და რობინი უკანასკნელის ბაზას ეძებენ, რათა შეაჩერონ კაცობრიობის განადგურების გეგმა.
6262„His Silicon Soul“ბოიდ კირკლანდიმარტი აიზენბერგი და რობერტ ნ. სკირი20 ნოემბერი, 1992 (1992-11-20)H.A.R.D.A.C. და
ასლი ბეტმენი
საწყობში შევარდნილი ქურდები აღმოაჩენენ რობოტ-ორეულს, რომელიც დარწმუნებულია, რომ იგი ბეტმენია. სინამდვილეში ეს H.A.R.D.A.C.-ს კომპიუტერის სათადარიგო გეგმის ნაწილია, H.A.R.D.A.C. კი მიზნად ისახავს ადამიანების უფრო სრულყოფილი ასლებით ჩანაცვლებას.
6363„Fire from Olympus“დენ რიბაჯუდით და გარფილდ რივზ-სტივენსები24 მაისი, 1993 (1993-05-24)მაქსი ზიუსი
თვლის რა საკუთარ თავს ზევსის რეინკარნაციად, მაქსი ზიუსი, მაგნატი, იპარავს ექსპერიმენტულ ელექტროზარბაზანს. აყენებს რა მას საკუთარ სასახლეში, აპირებს, შეახსენოს მოკვდავებს საკუთარი ძლიერების შესახებ.
6464„Read My Lips“ბოიდ კირკლანდიამბავი: ალან ბერნეტი
და მაიკლ რივზი
დადგმა: ჯო რ. ლენსდეილი
10 მაისი, 1993 (1993-05-10)მუცელმოგვი
გოთემში ადგილი აქვს დაგეგმილი ქურდობების მთელ რიგს. ახალი ბანდის ძიებისას ბეტმენი აღმოაჩენს, რომ მას მართავს მუცელმოგვი, რომელსაც პიროვნების გაორება აქვს. ამ პიროვნების ერთი ნახევარი თავს ბოსად თვლის.
6565„The Worry Men“ფრენკ პოურიპოლ დინი16 სექტემბერი, 1993 (1993-09-16)შეშლილი მექუდე
ცენტრალურ ამერიკაში მოგზაურობიდან დაბრუნებისას ვერონიკა ვრილენდი ყველას ურიგებს პატარა ფიგურებს - კაცუნებს, რომლებიც მფლობელს თითქოს ყველა პრობლემას აშორებენ. მალე კაცუნების ყველა მფლობელი კარგავს დიდ თანხებს და ძვირფას ნივთებს, მაიას ტომის ინდიელებისთვის მათი თითქმის საკუთარი სურვილით გადაცემით.
 
ბეტმენის და რობინის თავგადასავლების ლოგო.

სერიალის წარმატების გამო, ჯერ კიდევ პირველი სეზონის პერიოდში Fox-მა მწარმოებლებს კიდევ 20 ეპიზოდი შეუკვეთა. მეორე სეზონში რობინი უფრო ხშირად ჩნდებოდა. ამჯერად სერიალს სახელი შეუცვალეს - იგი ბეტმენის და რობინის თავგადასავლები გახდა.

შეიცვალა ეპიზოდების ეთერში გასვლის პერიოდულობაც - მხოლოდ კვირა დღეს, დილით. 1994 წლის მაისში აჩვენეს 20-დან 5 ეპიზოდი, კიდევ 10 ეთერში სექტემბერ-ნოემბერში გავიდა. მას შემდგე, რაც ეს 15 ეპიზოდი ეთერში გავიდა, სერიალი სრულად გაიმეორეს და პირველ სეზონსაც ბეტმენის და რობინის თავგადასავლების სახელწოდებით აჩვენებდნენ.

ეს ეპიზოდები და პირველი სეზონის ცხრა უკანასკნელი ეპიზოდი გამოვიდა DVD-ზე ბეტმენი: ანიმაციური სერიალი.

#
სერიალში
#
სეზონში
სახელწოდება რეჟისორი სცენარის ავტორი პირველად ეთერში მტრები
661„Sideshow“ბოიდ კირკლანდიამბავი: მაიკლ რივზი
დადგმა: მაიკლ რივზი
და ბრაიან სტივენსი
3 მაისი, 1994 (1994-05-03)მკვლელი კროკი
მკვლელი კროკი საპატიმრო მატარებლიდან გარბის და ტყის გავლით აღმოჩნდება მახინჯების შოუს ყოფილი მსახიობების საცხოვრებელში. მათი დახმარებით კროკი ცდილობს ბეტმენთან გამკლავებას.
672„A Bullet for Bullock“ფრენკ პოურიმაიკლ რივზი14 სექტემბერი, 1995 (1995-09-14)ზვიგენი ვინი

ბულოკის მოკვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, უკანასკნელი ბეტმენს დახმარებისთვის მიმართავს.

შენიშვნა: ამ ეპიზოდმა 1993 წელს ემის დღის ჯილდო მოიპოვა, გამორჩეული მუსიკალური რეჟისურისთვის და კომპოზიციისთვის. ეპიზოდი გადაღებულია ჩაკ დიქსონის ამბის მიხედვით (გამოქვეყნდა Detective Comics-ის #651 ნომერში).
683„Trial“დენ რიბაამბავი: პოლ დინი
და ბრიუს ტიმი
დადგმა: პოლ დინი
16 მაისი, 1994 (1994-05-16)ჯოკერი, ჰარლი კუინი, მკვლელი კროკი,
შეშლილი მექუდე, შხამიანი სურო,
გამოცანა, საფრთხობელა,
ორსახა და მუცელმოგვი
გოთემის ახალი პროკურორი ჯენეტ ვან დორნი აცხადებს, რომ აუცილებელია ბეტმენის გასამართლება როგორც მისი დანაშაულების, ასევე ბევრი დამნაშავის წარმოშობის გამო. აკრჰემის პატიმრები ამის შემდეგ ბეტმენს და პროკურორს იტაცებენ, რათა ისინი ჯოკერმა გაასამართლოს. ვან დორნი იძულებულია, ბნელი რაინდის ადვოკატი გახდეს და ნაფიცი მსაჯულები (რომლებიც თავად არიან ბოროტმოქმედები) მის უდანაშაულობაში დაარწმუნოს.
694„Avatar“კევინ ალტიერიმაიკლ რივზი9 მაისი, 1994 (1994-05-09)რა'ს ალ გული
რა'ს ალ გული იპარავს ძველ ეგვიპტურ ხელნაწერს, რომელიც ბრიუს უეინმა გოთემის მუზეუმს გადასცა. ლეგენდის თანახმად, ხელნაწერში დამალული სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოებანი, რითაც ალ გული დაინტერესებულია. მის შესაჩერებლად ბეტმენი რა'სის ქალიშვილს მიმართავს.
705„House & Garden“ბოიდ კირკლანდიპოლ დინი2 მაისი, 1994 (1994-05-02)შხამიანი სურო
ციხიდან გამოსვლის შემდეგ პამელა აისლი მკურნალი ექიმის ცოლი გახდა და მის შვილებზე ზრუნავს. მაგრამ გოთემის მდიდარი მოსახლეები კარგავენ ქონებას სხვადასხვა გზით, რაშიც შხამიანი სუროს კვალი შეიმჩნევა.
716„The Terrible Trio“ფრენკ პოურიამბავი: ალან ბერნეტი
და მაიკლ რივზი
დადგმა: მაიკლ რივზი
11 სექტემბერი, 1995 (1995-09-11)საზარელი სამეული
ბრიუს უეინის სამი, მოწყენილი მდიდარი მეგობარი ახალი გრძნობების ძიებაში კრიმინალის მხარეს მოექცევა. მელის, ზვიგენის და სვავის (მიწის, ზღვის და ჰაერის მბრძანებლების) სახით, საზარელი სამეული გოთემში მოქმედებს, სანამ ბეტმენი დაუპირისპირდება.
727„Harlequinade“კევინ ალტიერიპოლ დინი23 მაისი, 1994 (1994-05-23)ჯოკერი და ჰარლი კუინი
ჯოკერი იპარავს ატომურ ბომბს. ბეტმენმა და რობინმა იგი უნდა შეაჩერონ. ისინი უმალვე მიმართავენ არკჰემში გამომწყვდეულ ჰარლი კუინს.
738„Time Out of Joint“დენ რიბაამბავი: ალან ბერნეტი
დადგმა: სტივ პერი
8 ოქტომბერი, 1994 (1994-10-08)საათების მეფე
საათების მეფე ბრუნდება, რათა შური იძიოს ქალაქის მერ ჰილზე - ახალი გამოგონებით, რომელიც დროის ნაკადში სწრაფად მოქმედებას უზრუნველყოფს. ბეტმენმა და რობინმა იგი უნდა შეაჩერონ.
749„Catwalk“ბოიდ კირკლანდიპოლ დინი13 სექტემბერი, 1995 (1995-09-13)ქალი-კატა და მუცელმოგვი
დაღლილი ჩვეული ცხოვრებით, სელინა კაილი კვლავ ბრუნდება ქალი-კატის სახით და მუცელმოგვის შემოთავაზებაზე, გაქურდონ მუზეუმი, თანხმდება. თუმცა, მალე დამნაშავეებს სელინას თაობაზე საკუთარი გეგმები ებადებათ.
7510„Bane“კევინ ალტიერიმიტჩ ბრაიანი10 სექტემბერი, 1994 (1994-09-10)ბეინი, მკვლელი კროკი და რუპერტ თორნი
ბეტმენს უპირისპირდება ყველაზე საშიში მტერი - ბეინი. დაქირავებული რუპერტ თორნის მიერ, ბეინი ბეტმენის განადგურების შემდეგ თავად თორნის იმპერიის დაპყრობას აპირებს.
7611„Baby-Doll“დენ რიბაპოლ დინი1 ოქტომბერი, 1994 (1994-10-01)პატარა-თოჯინა
სატელევიზიო ვარსკვლავ მერი დალის განვითარება შეზღუდულია - 30 წლის ასაკში იგი კვლავ ხუთი წლის გოგონას გარეგნობას ატარებს. ამის გამო მისი კარიერა შეწყდება. ამიტომ, იგი გადაწყვიტავს შოუდან ყოფილი პარტნიორების გატაცებას.
7712„The Lion and the Unicorn“ბოიდ კირკლანდიდაიენ დუეინი,
პიტერ მორვუდი
და სტივ პერი
15 სექტემბერი, 1995 (1995-09-15)წითელი კლანჭი
წითელი კლანჭი იტაცებს ალფრედს, რათა შეიტყოს რაკეტების გაშვების კოდი (რომელიც ალფრედმა, როგორც ყოფილმა ბრიტანელმა საიდუმლო აგენტმა, იცის).
7813„Showdown“კევინ ალტიერიამბავი: კევინ ალტიერი, პოლ დინი
და ბრიუს ტიმი
დადგმა: ჯო რ. ლენსდეილი
12 სექტემბერი, 1995 (1995-09-12)რა'ს ალ გული
რა'ს ალ გულის ნაამბობი - ამბავი მისი წარსულიდან, მას შესახებ, თუ როგორ შეაჩერა ჯონა ჰექსმა მისი გეგმა, გაენადგურებინა რკინიგზა და მთელი აშშ დაემორჩილებინა.
7914„Riddler's Reform“დენ რიბაამბავი: ალან ბერნეტი, პოლ დინი
და რენდი როგელი
დადგმა: რენდი როგელი
24 სექტემბერი, 1994 (1994-09-24)გამოცანა
გათავისუფლების შემდეგ გამოცანა იწყებს მუშაობას სათამაშოების მწარმოებელ კომპანიაში. იგი ფიცს დებს, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებს და მუშაობს კომპანიის პროექტებზე, სხვადასხვა თავსატეხის შექმნაზე. ბეტმენი და რობინი ეჭვობენ, რომ იგი არ შეცვლილა. მალე ნიგმა თავად დარწმუნდება, რომ ჯერ კიდევ კრიმინალური სამყაროს ნაწილია.
8015„Second Chance“ბოიდ კირკლანდიამბავი: პოლ დინი და მაიკლ რივზი
დადგმა: გერი კონუეი
17 სექტემბერი, 1994 (1994-09-17)ორსახა, პინგვინი და რუპერტ თორნი
იმ ოპერაციის წინ, რომელმაც უნდა აღუდგინოს გონებაც და სახეც, ორსახა გატაცებულია უცნობების მიერ. ბეტმენი და რობინი ეძებენ მათ, ვისაც ასეთი განვითარება უნდა აინტერესებდეს - პინგვინს, რუპერტ თორნს ან ჰარვი დენტის რომელიმე სხვა მოძულეს.
8116„Harley's Holiday“კევინ ალტიერიპოლ დინი15 ოქტომბერი, 1994 (1994-10-15)ჰარლი კუინი და ბოქსი ბენეტი
ჰარლი კუინი ბრუნდება საზოგადოებაში და ცდილობს, გამოსწორდეს, მაგრამ იგი კვლავ სხვადასხვა უსიამოვნებაში გაეხვევა.
8217„Lock-Up“დენ რიბაამბავი: პოლ დინი
დადგმა: მარტი აიზენბერგი
და რობერტ ნ. სკირი
19 ნოემბერი, 1994 (1994-11-19)ჩამკეტი
ლაილ ბოლტონი, არკჰემის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყენებს მეტად სასტიკ მეთოდებს, საბოლოოდ კი თანამდებობას ტოვებს. ფიქრობს რა, რომ დამნაშავეები არიან არა ციხის ბინადრები, არამედ პოლიცია, პოლიტიკოსები, ექიმები და ჟურნალისტები, იგი დანაშაულებრივ გზას დაადგება.
8318„Make 'Em Laugh“ბოიდ კირკლანდიპოლ დინი და რენდი როგელი5 ნოემბერი, 1994 (1994-11-05)ჯოკერი, სანელებლების მეფე, ხროვის ვირთხა,
ღონიერი დედა და შეშლილი მექუდე
ქალაქში კვლავ უცნაური დანაშაულების სერიაა. ბეტმენი და რობინი შეიტყობენ, რომ დამნაშავეები არიან ცნობილი მსახიობები, რომლებსაც მართავენ შეშლილი მექუდის მიერ შემუშავებული მიკროჩიპები. მაგრამ ნამდვილად მექუდე დგას მათ უკან?
8419„Deep Freeze“კევინ ალტიერიამბავი: პოლ დინი
და ბრიუს ტიმი
დადგმა: პოლ დინი
26 ნოემბერი, 1994 (1994-11-26)მისტერ ფრიზი და გრანტ უოკერი

მილიარდერი გრანტ უოკერი მისტერ ფრიზს ციხიდან იტაცებს, რათა უკანასკნელმა, მისი გარდაქმნის პირობების ზუსტი აღდგენით, მასაც მიანიჭოს მარადი სიცოცხლე. სანაცვლოდ იგი ფრიზს სთავაზობს ჯერ ცოცხალ და გაყინულ ნორას, ფრიზის ცოლს. მაგრამ უოკერისთვის უკვდავება არ არის უკანასკნელი მიზანი - მას სურს ახალი გამყინვარების გავრცელება, რასაც მოჰყვება მისი და რჩეულთა ჯგუფის აღზევება და პლანეტაზე გაბატონება.

შენიშვნა: უოკერის მიერ სამყაროს გაყინვის გეგმა გამოყენებულია ფილმში „ბეტმენი და რობინი“, რომელშიც ფრიზი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, რათა ობსერვატორიის ტელესკოპი აქციოს გაყინვის ხელსაწყოდ, გაყინოს გოთემის ნაწილი და ქალაქისგან გამოსასყიდი მიიღოს.
8520„Batgirl Returns“დენ რიბამაიკლ რივზი და
ბრაიან სტივენსი
12 ნოემბერი, 1994 (1994-11-12)ქალი-კატა და როლანდ დაგეტი
ძვირფასი ქანდაკების ქურდის პოვნის სურვილით, ბარბარა გორდონი ბეტ-გოგონას სახით ქალ-კატასთან ერთად მოგზაურობს.

სრულმეტრაჟიანი ფილმები

რედაქტირება
  1. TV.com დაარქივებული 2011-06-25 საიტზე Wayback Machine. , Batman: The Animated Series - show overview.
  2. „A History of Batman on TV“. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 23, 2011. ციტირების თარიღი: August 15, 2010.
  3. Viewing order for Batman: The Animated Series?. Velocityreviews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 9, 2011. ციტირების თარიღი: March 18, 2011.
  4. I am Vengence. I am the Night. I AM BATMAN!. YouTube.com. ციტირების თარიღი: October 12, 2014.
  5. 5.0 5.1 Awards - 1993. Toon Zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 25 August 2013.