ფაბერჟეს კვერცხები
ფაბერჟეს კვერცხები — საიუველირო ნაწარმის განთქმული სერია შესრულებული კარლ ფაბერჟეს ფირმის მიერ. სერია იქმნებოდა 1885-1917 წლებში რუსეთის იმპერატორის ოჯახისა და კერძო მყიდველთათვის. სულ ცნობილია 69 კვერცხის შექმნის ისტორია, რომელთაგან 54 საიმპერატორო იყო, კეძოდ ალექსანდრე III-ისა და ნიკოლოზ II-ისთვის. მათგან 52 სააღდგომო კვერცხის სახით იყო შექმნილი. შვიდი კვერცხი კელხების ოჯახისთვის შეიქმნა მოსკოვში.
კვერცხები ძვირფასი ლითონისგან მზადდებოდა ან მყარი ქვებისგან, რომლებზეც მინანქრისა და ძვირფასი ქვების ორნამენტები იყო დატანებული. ტერმინი „ფაბერჟეს კვერცხი“ დროთა განმავლობაში ფუფუნების სინონიმი გახდა, ხოლო თავად კვერცხები ამჟამად საიუველირო ხელოვნების შედევრებად არის მიჩნეული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფაბერჟეს კვერცხები“ ვიკისაწყობში.