ბეტი ჰუ
ჯესიკა ენ ნიუჰემი (ინგლ. Courtney Michaela Coco Jones; დ. 5 ოქტომბერი, 1991, სიდნეი, ავსტრალია), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ბეტი ჰუ — ავსტრალიელ-ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. კარიერის დასაწყისში გამოუშვა სინგლი „Somebody Loves You" (2012) და სადებიუტო EP, The Movement (2013). მალევე ხელი მოაწერა კონტრაქტს RCA Records-თან და მოგვიანებით გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Take Me When You Go (2014). 2017 წელს გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი, The Valley. მალევე გამოუშვა კომპოზიციის „I Love You Always Forever" ქავერი. ნამუშევარი მოხვდა ავსტრალიის სინგლების ჩარტის ტოპ-ათეულსა და ბილბორდის Danse/Club სიმღერების ჩარტების სათავეში.
ბეტი ჰუ | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯესიკა ენ ნიუჰემი |
დაბ. თარიღი | 5 ოქტომბერი, 1991 |
დაბ. ადგილი | სიდნეი |
წარმოშობა | სიდნეი, ავსტრალია |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, დენს-პოპი, სინთ-პოპი, ელექტრო-პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
აქტიური | 2010 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | bettywhomusic.com |
ბეტი ჰუ ვიკისაწყობში |
მუსიკოსის სამსახიობო დებიუტი შედგა ბროდვეიში 2023 წლის 5 სექტემბერს.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაჯესიკა ენ ნიუჰემი დაიბადა სიდნეიში, ავსტრალიაში. 4 წლის ასაკში დაიწყო ვიოლინოსა და ჩელოზე დაკვრა. 2007 წელს გადავიდა შტატებში და სწავლა დაიწყო მიჩიგანის ინტერლოჩენის ხელოვნების ცენტრში. 14 წლის ასაკში დაწერა პირველი სიმღერა და დაიწყო კომპოზიციების შესრულება. პირველ სემესტრში შეხვდა პროდიუსერ პიტერ თომასს.
კარიერა
რედაქტირებაბეტი ჰუმ გამოუშვა თავისი სადებიუტო სიმღერა „Somebody Loves You" 2012 წელს. კომპოზიციამ პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტში. მოგვიანებით გამოუშვა სიმღერის კლიპი და რემიქსი FM Attack-თან ერთად. მისი პირველი EP სახელწოდებით „The Movement" გამოვიდა 2013 წელს. მალევე ხელი მოაწერა კონტაქტს RCA Records-თან.[1] 2013 წლის 11 სექტემბერს, სპენსერ სტაუტმა ატვირთა YouTube-ის ვიდეო, რომელშიც გამოიყენა ჰუს სიმღერა „Somebody Loves You". მალევე ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და კომპოზიცია 44-ე ადგილზე გავიდა iTunes-ის ჩარტებში. ნამუშევარი „Somebody Loves You" ბილბორდის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა.[2][3] სადებიუტო EP, The Movement, გამოვიდა 2013 წლის 17 აპრილს. მან გამოუშვა კიდევ ერთი EP სახელწოდებით Slow Dancing 2014 წელს. პირველი სინგლი ამ EP-დან, სახელწოდებით "Heartbreak Dream", გამოვიდა iTunes-სა და Google Play-ზე 2014 წლის 18 თებერვალს.[4]
მისი ალბომი, Take Me When You Go, გამოვიდა 2014 წელს. კომპოზიცია „All of You", მოხვდა ბილბორდის დენს-სიმღერების ჩარტის სათავეში.[5] 2016 წლის 3 ივნისს გამოუშვა დონა ლუისის კომპოზიციის, „I Love You Always Forever" ქავერი. ის მოხვდა ბილბორდის დენს-სიმღერების ჩარტის სათავეში და მიაღწია მე-6 ადგილს ARIA სინგლების ჩარტში. 2017 წლის 24 მარტს გამოვიდა მუსიკოსის მეორე ალბომი The Valley.
2018 წლის 19 იანვარს ბეტიმ გამოუშვა „Ignore Me", მისი პირველი სინგლი RCA Records-ის დატოვების შემდეგ.[6] მალევე გამოუშვა კაილი მინოუგის სიმღერის, „Come Into My World". კომპოზიცია გამოვიდა სპეციალურად Amazon Music-ის კომპილაციურ ალბომში.[7] 2018 წელს გამოუშვა Widelife-ის სიმღერის „All Things (Just Keep Getting Better)" რემიქსი Netflix-ის შოუსთვის Queer Eye. მისი მესამე EP, „Betty, Pt. 1", გამოვიდა 2018 წლის 15 ივნისს.[8] ნამუშევრიდან გამოვიდა ორი სინგლი „Ignore Me" და „Look Back". მალევე გამოუშვა სინგლი „Between You & Me" 2018 წლის 14 ნოემბერს. ამას მოჰყვა კიდევ ერთი სინგლი „I Remember" 2019 წლის 10 იანვარს.[9]
სამსახიობო დებიუტი შედგა 2020 წლის სექტემბერში ფილმში Unpregnant.[10] 2022 გახდა რეალითი შოუს „The One That Got Away" წამყვანი. 2022 წლის 3 ივნისს გამოუშვა ახალი სინგლი „Blow Out My Candle". კომპოზიცია გახდა მისი მეოთხე ალბომის წამყვანი სინგლი, რომელიც გამოვა 2022 წლის ბოლოს.[11] ამას მოჰყვა ახალი სინგლი „Big!" მოგვიანებით.
2023 წლის 5 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი ბროდვეის თეატრში მიუზიკლში Hadestown, სადაც შეასრულა პერსეფონე.[12]
პერსონალური ცხოვრება
რედაქტირებაბეტი საკუთარ თავს „ქვიარ, ბისექსუალ ქალს“ უწოდებს.[13] 2014 წელს ჰუმ დაიწყო შეხვედრა ფოტოგრაფ ზაკ კასართან. წყვილი დაინიშნა 2017 წლის 21 ნოემბერს. ისინი დაქორწინდნენ 2020 წელს. ბეტი არის ავსტრალიისა და შეერთებული შტატების ორმაგი მოქალაქე.[14]
დისკოგრაფია
რედაქტირება- Take Me When You Go (2014)
- The Valley (2017)
- Betty (2019)
- Big! (2022)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Writes, Arjan. (17 September 2013) Pop Newcomer Betty Who Signs to RCA Records.
- ↑ „Hot Dance Club Songs – March 8, 2014“. Billboard. Prometheus Global Media. 8 March 2014. ციტირების თარიღი: 8 March 2014.
- ↑ „Hot Dance Club Songs – March 8, 2014“. Billboard. Prometheus Global Media. 8 March 2014. ციტირების თარიღი: 8 March 2014.
- ↑ Betty Who's "Heartbreak Dream": Listen to the New Single, Which Is Out Today. Idolator (18 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2022. ციტირების თარიღი: 7 მარტი 2024.
- ↑ „Hot Dance Club Songs“. Billboard. Nielsen Business Media, Inc. 21 February 2015. ციტირების თარიღი: 12 February 2015.
- ↑ Bell, Keaton. (19 January 2018) Meet Betty Who, an Unconventional Pop Star With a Plan. Teen Vogue. ციტირების თარიღი: 19 January 2018
- ↑ Come Into My World (Amazon Original). Amazon (16 February 2018). ციტირების თარიღი: 16 February 2018
- ↑ „Betty Who Talks New Song 'Between You & Me,' 'Betty' Album & Finding Herself as an Independent Artist“. Billboard. ციტირების თარიღი: 28 January 2019.
- ↑ Portwood, Jerry. Betty Who Romances a Fish in 'I Remember' Video (24 January 2019). ციტირების თარიღი: 3 October 2020
- ↑ Kozlowski, Anthony. Interview: Betty Who Once Again Proves That Love Is Love In 'Unpregnant' Feature Film Debut (21 September 2020). ციტირების თარიღი: 29 November 2022
- ↑ Burgos, Jenzia. (June 22, 2022) Betty Who Is Coming Back to Music—& Herself. ციტირების თარიღი: June 24, 2022
- ↑ Betty Who and Phillip Boykin to Join Hadestown on Broadway
- ↑ Real, Evan. (26 June 2019) Betty Who, Leland Talk LGBTQ Representation in Pop Music at HBO Pride Concert. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 21 September 2020
- ↑ Who, Betty [BettyWho]. (21 September 2020) In case y'all are confused, I am a citizen of both Aus and USA and am registered and RIP ROARIN' READY to vote in November! You can even google "am I registered to vote", enter ur state and follow prompts to check your status! Registration deadlines are inching closer! LESSGO!. ციტირების თარიღი: 21 September 2020