ბერქა

(გადამისამართდა გვერდიდან ბერქა-ყაენი)

ბერქა, ბერქა-ყაენი (მონღ. Бэрх хаан); (დ. 1209 — გ. 1266) — ოქროს ურდოს ყაენი 1255—1266 წლებში. ჯუჩის მესამე შვილი, ბათო-ყაენის, უმცროსი ძმა. ბერქას მმართველობის პერიოდში ოქროს ურდო აღარ ემორჩილებოდა მონღოლთა იმპერიას. ბერქამ მდინარე ახთუბაზე ააშენა ახალი ქალაქი — სარაი-ბერქე, რომელიც XIV საუკუნის I ნახევარში ოქროს ურდოს სატახტო ქალაქი გახდა. ბერქამ შექმნა ხარკის ამკრეფი — ბასკაკთა ორგანიზაცია. მის დროსვე დაიწყო ოქროს ურდოს მოსახლეობის გამაჰმადიანება. 50-იან წლებში ბერქამ ლიტვა დალაშქრა. 1262 წელს აზერბაიჯანის დასაუფლებლად ჰულაგუიანებს დაუწყო ბრძოლა და შირვანს შეუტია. 1266 წელს ბერქამ ახალი ლაშქრობა მოაწყო აზერბაიჯანში შეიჭრა და მტკვარს მიადგა, მაგრამ რადგან ხიდები წინასწარ იყო აყრილი, მდინარე ვერ გადალახა და თბილისისაკენ დაიძრა. გზად დაარბია შირვანი, ჰერეთი, კახეთი, ივრისპირეთი, მაგრამ თბილისს ვერ მიაღწია, გარეჯში გარდაიცვალა.

ბერქა
მონღ. Бэрх хаан
ოქროს ურდოს მე-5 მმართველი
მმართ. დასაწყისი: 1255
მმართ. დასასრული: 1266
წინამორბედი: ულაღჩი
მემკვიდრე: მენგუ-თემური
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1209
გარდ. თარიღი: 1266
გარდ. ადგილი: გარეჯი
დინასტია: ჩინგიზიდები
მამა: ჯუჩი
რელიგია: სუფიზმი

წინაპრები

რედაქტირება
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იესუგეი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩინგიზ-ყაენი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ოელუნი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჯუჩი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბორტე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბერქა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სულთან ხათუნი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 335.
  • Amitai-Preiss, Reuven. The Mamluk-Ilkhanid War, 1998
  • Chambers, James, The Devil's Horsemen: The Mongol Invasion of Europe
  • Hildinger, Erik, Warriors of the Steppe: A Military History of Central Asia, 500 B.C. to A.D. 1700
  • Morgan, David, The Mongols, ISBN 0-631-17563-6
  • Nicolle, David, The Mongol Warlords Brockhampton Press, 1998.