მენგუ-თემური
მენგუ-თემური (მონღ. Мөнхтөмөр, თათრ. Мәнгу-Тимер; ? — გ. დაახლ. 1282) — ჯუჩის ულუსის მეექვსე მმართველი 1266-1269 წწ. და ოქროს ურდოს პირველი ხანი (1269-1282 წ.).
მენგუ-თემური | |
---|---|
მონღ. Мөнхтөмөр, თათრ. Мәнгу-Тимер | |
ოქროს ურდოს მე-6 მმართველი | |
მმართ. დასაწყისი: | 1266 |
მმართ. დასასრული: | 1282 |
წინამორბედი: | ბერქა |
მემკვიდრე: | თუდა-მენგუ |
გარდ. თარიღი: | დაახლ. 1282 |
დინასტია: | ჩინგიზიდები |
რელიგია: | ისლამი |
მენგუ-თემურმა რუს თავადებთან ერთად ილაშქრა ბიზანტიაში (1269-1271 წწ.), ლიტვაში (1275 წ.) და კავკასიაში (1277 წ.). მან უფლება მისცა გენუელებს დასახლებულიყვნენ ყირიმში მდებარე ქალაქ კაფაში, რათა აეღორძინებინათ ვაჭრობა და გაეზარდათ ნახევარკუნძულისა და მისი დედაქალაქის სოლხატის დანიშნულება.
მისი მმართველობის დროს გაიზარდა ისა ნოღაის გავლენა[1], რომლის სიმამრიც იყო ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ VIII, ხოლო ნოღაის შვილი ჩიკა დაქორწინებული იყო ბულგარეთის მმართველის ასულზე.
კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მართლმადიდებლებთან. ეკლესიის მიწები გაათავისუფლა გადასახადებისაგან.