ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბერტა კარლიკი (გერმ. Berta Karlik; 19041990) —ავსტრიელი ფიზიკოსი,  ვენის უნივერსიტეტის პირველი ქალი პროფესორი.[1]

ბერტა კარლიკი
გერმ. Berta Karlik
დაბ. თარიღი 24 იანვარი, 1904
დაბ. ადგილი ბერლინი, გერმანიის იმპერია
გარდ. თარიღი 4 თებერვალი, 1990 (86 წლის)
გარდ. ადგილი ვენა, ავსტრია
დასაფლავებულია Friedhof Mauer
მოქალაქეობა ავსტრიის დროშა ავსტრია
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი სტეფან მეიერი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
ჯილდოები Haitinger Prize (1947)
Preis der Stadt Wien für Naturwissenschaften (1951)
ვილჰელმ ექსნერის მდალი (1954)
Erwin Schrödinger Prize (1967)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბერტა კარლიკი დაიბადა 1904 წლის 24 იანვარს ვენაში, ავსტრია-უნგრეთი.

დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. ეუფლებოდა ფორტეპიანოზე დაკვრს, ინგლისურ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებს. 1919-1923 წლებში სწავლობდა Reform-Realgymnasium გიმნაზიაში, რის შემდეგაც ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა 1928 წლამდე და მიიღო დოქტორის ხარისხი.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მუშაობდა შვედი ფიზიკოსის ჰანს პეტერსონის (გერმ. Hans Pettersson) კვლევით ჯგუფში Radium Institute-ში (გერმ. Radium Institute), დაჯილდოვდა უნივერსიტეტის ქალთა საერთაშორისო ფედერაციის სტიპენდიით. ფიზიკის ხარისხის მიღების შემდეგ ასწავლიდა გიმნაზიაში, სადაც თავად სწავლობდა.

1930 წელს მან დაიწყო მუშაობა უილიამ ჰენრი ბრეგის ლაბორატორიაში ლონდონში. იგი დაკავებული იყო კრისტალოგრაფიის კვლევებით, კერძოდ, რენტგენის სხივების გამოყენებით კრისტალების სტრუქტურის შესასწავლად. ბერტას მუშაობამ რადიოფიზიკაში მიიპყრო ქალი კრისტალოგრაფების ელი კნაგსის და ჰელენ გილქრისტის ყურადღება. მათ შექმნეს საკუთარი სამეცნიერო ჯგუფი, მოინახულეს მარი კიურის ლაბორატორია პარიზში, რამაც დაიწყო მათი ხანგრძლივი მიმოწერა ერთმანეთთან. კარლიკი ასევე მიმოწერას აწარმოებდა სხვა ქალ მეცნიერებთან  —  ელენ გლედიჩთან და ევა რემტედტთან (ევა რესმტედტი), რომელთაც იგი ახლოდან იცნობდა. იგი შეხვდა ავსტრიელ ფიზიკოსს და რადიოქიმიკოსს ლიზ მაიტნერს, რომელიც მუშაობდა, კერძოდ, ბირთვული დაშლის სფეროში.[2]

პარიზსა და ლონდონში სამეცნიერო მოღვაწეობის შემდეგ, 1930-იანი წლების დასაწყისში, კარლიკმა დაიწყო მუშაობა ვენის რადიუმის კვლევის ინსტიტუტში, სადაც 1937 წლიდან კითხულობდა ლექციებს და წინ წაიწია ინსტიტუტის წოდებებში. მან განაგრძო მუშაობა ჰანს პეტერსონის ჯგუფში, იკვლევდა ზღვის წყლის რადიოაქტიურობას. მეორე მსოფლიო ომის დროს მან გააკეთა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იმის შესახებ, რომ ელემენტი 85 ატომური ნომრით —  ასტატი ( ყველაზე იშვიათი ელემენტი ბუნებაში აღმოჩენილ ყველა ელემენტებს შორის) —  არ გვხვდება რადიოაქტიურ მინერალებში, როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობდა, არამედ წარმოადგენს ბუნებრივ დაშლის პროდუქტს.[3]

ამ აღმოჩენისთვის ბერტა კარლიკს 1947 წელს ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მიენიჭა ჰაიტინგერის პრემია ქიმიაში. მან შეისწავლა ასტატის გამოყენება სხივურ თერაპიაში კიბოს უჯრედების მიმართ. ბერტა კარლიკი მუშაობდა ვენის უნივერსიტეტში. იგი პენსიაზე გავიდა 1973 წელს, მაგრამ ინსტიტუტში კვლავ აგრძელებდა მუშაობას და სამეცნიერო საქმიანობას. ბერტა კარლიკი გარდაიცვალა 1990 წლის 4 თებერვალს.

Ჯილდოები

რედაქტირება

1954 წელს დაჯილდოვდა ვილჰელმ ექსნერის მედლით.

1967 წელს გუსტავ ორტნერთან ერთად გამოქვეყნებული ნაშრომისთვის მას მიენიჭა ერვინ შროდინგერის პრემია.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Berta Karlk. (in German). w-fFORTE - Wirtschaftsimpulse für Frauen in Forschung und Technologie.
  • Tsoneva-Mathewson, S., M. F. Rayner-Canham, G. F. Rayner-Canham, A Devotion to Their Science: Pioneer Women of Radioactivity, (Eds. Rayner-Canham), McGill-Queen.s University Press (1997)
  • Friesinger, Katharina. "Berta Karlik" (in German). University of Vienna.
  • Apotheker, Jan (2011). European Women in Chemistry. Wiley VCH. pp. 1–4. ISBN 978-3-527-32956-4.
  • Berta Karlik
  1. Tsoneva-Mathewson, S., M. F. Rayner-Canham, G. F. Rayner-Canham, A Devotion to Their Science: Pioneer Women of Radioactivity, (Eds. Rayner-Canham), McGill-Queen.s University Press (1997)
  2. "Physikerin - Berta Karlik". lise.univie.ac.at.
  3. w-fFORTE. "w-fFORTE: Berta Karlik". www.w-fforte.at.
  4. "CWP at physics.UCLA.edu // Berta Karlik". cwp.library.ucla.edu.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბერტა_კარლიკი“-დან