ბერნა გოზბაში (დ. 30 ივნისი, 1974 ) - თურქი ბიზნესმენი და სპორტსმენი. ის იყო პირველი ქალი პრეზიდენტი საფეხბურთო კლუბ კაისერისპორში, რომელიც თამაშობს თურქეთის მამაკაცთა უმაღლეს ლიგაში.

ბერნა გოზბაში
დაბადების თარიღი 30 ივნისი, 1974 (1974-06-30) (50 წლის)
გელიბოლუ, ჩანაქკალეს პროვინცია, თურქეთი
მოქალაქეობა კაისერი, თურქეთი
შვილ(ებ)ი 2

ბიოგრაფია

რედაქტირება

1974 - ბერნა გოზბაში დაიბადა გელიბოლუში, , ჩანაქკალეს პროვინცია. მამა იყო წვრილმანი მოხელე და დედა სკოლის მასწავლებელი. მან მიიღო განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში ინგლისურ ენაზე იზმირის დოკუზ ეილიულის უნივერსიტეტში და დაამთავრა 1996 წელს

ჰყავს ორი ქალიშვილი.

ბიზნეს კარიერა

რედაქტირება

გოზბაშმა დაიწყო თავისი პროფესიული კარიერა, როგორც ექსპორტის მენეჯერმა თუთიის ლითონის მრეწველობაში „Çinkır“, კაისერი. 2001 წელს მან დააარსა თავისი პირველი ბიზნესი, BRN Consulting and Foreign Trade Ltd., მას შემდეგ რაც შეისწავლა საერთაშორისო ფინანსები, მეტა ტრეიდი, ფიუჩერსები და ოფციები ლონდონის ლითონის ბირჟაზე . 2001-დან 2006 წლამდე იგი დაეხმარა ბევრ მცირე და საშუალო საწარმოს საექსპორტო ბიზნესში ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ აფრიკასა და დასავლეთ აფრიკაში . 2006 წელს მან დააარსა კომპანია BRN Bed, რომელიც აწარმოებდა ლეიბებსა და საწოლებს . მან თავისი პროდუქცია გაიტანა 60-ზე მეტ ქვეყანაში ხუთ კონტინენტზე და იხსენიებდნენ, მას როგორც მისაბაძ მაგალითს ახალგაზრდა მეწარმეებისთვის .

2011 წელს გოზბაში დასახელდა ათეულში „ყველაზე წარმატებულ მეწარმეთაგან“ ევროპული ბიზნეს ჯილდოს მიერ და მიიღო Ruban d'Honneur . მისი კომპანია 2012 წელს შევიდა სიაში, როგორც 25 „ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია“ . სია შეადგინა თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების კავშირმა (TOBB) და ჰარვარდის უნივერსიტეტის „მთელი მსოფლიოს ქსელმა - თურქეთში“.

ის არის კაისერის სამრეწველო პალატის პირველი ქალი წევრი.

სპორტული კარიერა

რედაქტირება

ახალგაზრდობაში გოზბაში აქტიური კალათბურთელი იყო. იგი მიიღეს კაისერისპორის დირექტორთა საბჭოში, შემდეგ კი გახდა ვიცე-თავმჯდომარე.

ეროლ ბედირი, კაისერისპორის კლუბის პრეზიდენტი , რომელიც თამაშობს თურქეთის უმაღლესი დონის მამაკაცთა ლიგის სუპერლიგაში, თანამდებობიდან გადადგა 2019 წლის 6 ოქტომბერს, საპატიო კლუბის პრეზიდენტის მეჰმედ ოჟასეკის მოთხოვნის შემდეგ. კლუბის საბჭოში სამი წლის მუშაობის შემდეგ, გოზბაში აირჩიეს საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტად ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების, მთავრობის ყოფილი მინისტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებისა და თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების კავშირის პრეზიდენტის მ. რიფათ ჰისარჯიკლიოღლუს მხარდაჭერით. გოზბაშიმ მის პრეზიდენტობაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „სკამს არ შესთავაზებდნენ, გუნდი რომ არ ყოფილიყო ლიგის ცხრილის ბოლოში“. მან გამოთქვა სურვილი, გააუმჯობესებდა კლუბის მდგომარეობას 2019-2020 წლების სუპერ ლიგის სეზონში გადაწყვეტილებების ადრიანად მიღების გზით. 2019 წელს პრეზიდენტ ეროლ ბედირის გადადგომის შემდეგ, იგი აირჩიეს პრეზიდენტად საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე [1] და გახდა საფეხბურთო კლუბის პირველი ქალი პრეზიდენტი სუპერ ლიგის ისტორიაში. იგი ხელახლა აირჩიეს ამ პოსტზე 2021 წელს. [2]

გოზბაში არის თურქეთის მამაკაცთა საფეხბურთო კლუბის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც თამაშობს ქვეყნის უმაღლესი დონის ლიგაში.

  1. Berna Gözbaşı başkan seçildi!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-29. ციტირების თარიღი: 2023-05-05.
  2. Kayserispor'da Berna Gözbaşı, yeniden başkanlığa seçildi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-29. ციტირების თარიღი: 2023-05-05.