ბივრილი
ბივრილი, ბერილი (ბერძ. berilos) — სილიკატების ჯგუფის მინერალი ქიმიური ფორმულით . შეიცავს -ს 14,1%-ის პროპორციით, — 19,0%, — 66,9%, ხშირად შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, ლითიუმს, რუბიდიუმს, ცეზიუმს, სკანდიუმს, , , , მანგანუმს, ჰელიუმს, ვერცხლისწყალს, წყალსა და სხვა მინარევებს. კრისტალდება ჰექსაგონურ სინგონიაში. ქმნის პროზმულ, ნემსისებრ, ფირფიტისებრ კრისტალებს ან მთლიან მარცვლოვან მასებს. სიმაგრე მინერალური სკალით არის 7,5, სიმკვრივე 2650—2800 კგ/მ3. ფერის, გამჭვირვალობისა და მინარევების მიხედვით განარჩევენ ბევრილის სხვადასხვა სახეობას: საკუთრივ ბევრილი — მწვანე, მოყვითალო თეთრი მღვრიე კრისტალები; აკვამარინი — მინარევით მომწვანო ცისფრად ან მუქ ცისფრად შეფერილი გამჭვირვალე კრისტალები; ჰელიოდორი — მინარევით ყვითლად შეფერილი კრისტალები; ზურმუხტი — მინარევით მუქ ბალახისფერ მწვანედ შეფერილი გამჭვირვალე კრისტალები; როსტერიტი — უფერო ან და 15%-მდე მინარევებით მოვარდისფროდ შეფერილი კრისტალები; ვორობიოვიტი (მორგანიტი) — მინარევების გამო ვარდისფერი.
ბივრილი | |
---|---|
სამი სახის ბივრილი: მორგანიტი, აკვამარინი და ჰელიოდორი | |
საერთო | |
კატეგორია | სილიკატები |
ქიმიური ფორმულა | |
იდენტიფიკაცია | |
მოლეკულური მასა | 537.50 |
ფერი | მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი და სხვა. |
Refractive index | nω = 1.564–1.595 nε = 1.568–1.602 |
Birefringence | 0.0040–0.0070 |
წარმოქმნა და გამოყენება
რედაქტირებაბივრილი წარმოიქმნება გრანიტულ პეგმატიტებში, გრაიზენებში, სკარნებში, მეტასომატური ტიპის პნევმატოლითურ ჰიდროთერმულ საბადოებში. ბივრილი ბერილიუმის მადნების ერთ-ერთი მთავარი მინერალია, რომლებიდანაც ბერილიუმს ადნობენ. გამჭვირვალე, ლამაზად შეფერილ კრისტალებს აწახნაგებენ და იყენებენ მაღალხარისხოვან ძვირფას ქვად.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 363.