ბერდიანსკის ბრძოლა
ბერდიანსკის ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი | |||||
| |||||
თარიღი | 26–27 თებერვალი, 2022 | ||||
მდებარეობა | ბერდიანსკი, ზაპორიჟიის ოლქი, უკრაინა | ||||
შედეგი | რუსეთის გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
ბერდიანსკის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ბერდიანსკის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამხრეთ უკრაინის კამპანიის დროს. სამხრეთის ფრონტის რუსულმა ჯარებმა მარიუპოლის მოალყეების დასახმარებლად მიმავალ გზაზე დაიკავეს საპორტო ქალაქი ბერდიანსკი.
ფონი
რედაქტირებამას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა მელიტოპოლი დაიკავეს, წაიწიეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ტოკმაკისკენ, რომელსაც ალყა შემოარტყეს, და აღმოსავლეთით ბერდიანსკისკენ (მარიუპოლისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ფარგლებში თავს დაესხა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსული ძალები.
ბრძოლა
რედაქტირება26 თებერვალს რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ბერდიანსკის პორტი და ბერდიანსკის აეროპორტი.[3][4]
27 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალყა შემოარტყეს ბერდიანსკს.[5] იმავე საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები ქალაქში შევიდნენ.[6] დაახლოებით 22:00 საათზე ბერდიანსკის მერი ოლექსანდრ სვიდლო იტყობინებოდა, რომ რუსულმა ძალებმა ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს.[7] ქალაქში შენიშნეს რუსული ბუკის სარაკეტო სისტემები.[6]
28 თებერვალს ზაპორიჟიის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა ბერდიანსკზე კონტროლი მოიპოვეს და ქალაქის პოლიციის განყოფილება დაიშალა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, უარს თქვა რუსებთან თანამშრომლობაზე.[1][2] რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქი აიღეს.[8] ბრძოლის დროს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.[1][2]
შედეგები
რედაქტირებასვიდლოს მიხედვით, რუსულმა ძალებმა 28 თებერვალს ქალაქი დატოვეს, მაგრამ რუსული სამხედრო პოლიციის რაზმი ადგილზე დარჩა.[9] რუსები მარიუპოლისკენ დაიძრნენ, რათა შეერთებოდნენ აღმოსავლეთის კამპანიას და ბლოკადაში მოექციათ ქალაქი.[10] მარიუპოლამდე მიღწევით, სამხრეთის კამპანიის ძალებმა სახმელეთო კავშირი დაამყარეს ყირიმსა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის.[11]
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრძოლის შემდეგ რუსეთმა ხელში ჩაიგდო რვა უკრაინული სამხედრო გემი.[12]
14 მარტის ცნობით, ბერდიანსკის პორტში შევიდა რუსული სადესანტო გემები. მრავალ გემს შორის აღსანიშნავი იყო „რაპტორის“ კლასის საპატრულო კატერი.[13] 21 მარტს ზაპორიჟიის ოლქის გუბერნატორმა ოლექსი სტარუხმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ბერდიანსკის პორტში დაიკავეს ათასობით ტონა მარცვლეულით დატვირთული ხუთი გემი.[14]
სადესანტო გემის დაბომბვა
რედაქტირება24 მარტს უკრაინულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ ბალისტიკური რაკეტით დარტყმა მიაყენეს „ალიგატორის“ კლასის რუსულ სადესანტო ხომალდ „სარატოვს“ (თავდაპირველი ინფორმაციით, ეს გემი „ორსკი“ იყო). შედეგად, ხომალდს ცეცხლი მოედო, თავად „სარატოვი“ აფეთქდა და რუსული ფლოტის კიდევ ორი ხომალდიც დააზიანა, რომლებმაც შემდეგ პორტი დატოვეს.[15][16][17]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 „Russian troops take control of Berdiansk district – regional administration“ (ინგლისური). Ukrinform. 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 2.2 „Berdiansk temporarily occupied by Russian invaders – Zaporizhia Oblast Administration“ (ინგლისური). 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Шагабудтдинова, Эльмира. „Власти Бердянска заявляют о том, что вражеская техника заняла территорию бывшего аэропорта“ (უკრაინული). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Military vehicles of Russian Federation occupy territory of former Berdiansk airport“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russia says it "blocks" Ukraine's Kherson, Berdyansk – RIA“ (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 6.0 6.1 „Russian invasion update: Enemy vehicles enter Berdiansk, shooting underway“ (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian invaders took control of all administrative buildings in Berdiansk – mayor's office“ (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Fighting continues as Ukrainian and Russian leaders prepare for talks“ (ინგლისური). 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „В оккупированном Бердянске горожане прогнали технику РФ и оставили украинские флаги“ (რუსული). 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Institute for the Study of War“ (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Strategic Ukrainian Port Of Mariupol Now Surrounded By Russian Forces“ (ინგლისური). 27 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „List of Ukrainian Navy ships would have been destroyed or captured by Russian armed forces“. Navy Recognition (ინგლისური). ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian Amphibious Ships Arrive In Captured Ukrainian City“. The War Zone (ინგლისური). 14 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-19. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian occupiers stole five grain ships from seaport, says Zaporizhia military admin“. India Today (ინგლისური). 21 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Ukraine says it has destroyed a large Russian landing ship“ (ინგლისური). Reuters. 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Russian landing ship destroyed in Ukraine’s Black Sea port of Berdiansk“ (ინგლისური). UkrInform. 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ General Staff update: Not Orsk but Saratov landing ship destroyed at Berdiansk Port en. UkrInform (26 მარტი, 2022).