მელიტოპოლის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან მელიტოპოლისათვის ბრძოლა)
მელიტოპოლის ბრძოლა
სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
თარიღი 25 თებერვალი – 1 მარტი, 2022 (4 დღე)
მდებარეობა მელიტოპოლი, ზაპორიჟიის ოლქი, უკრაინა
შედეგი რუსეთმა დაიკავა ქალაქი მელიტოპოლი[1]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
ძალები
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალები
  • 128-ე ცალკეული სამთო-საიერიშო ბრიგადა[2]
დანაკარგები
უცნობია უცნობია
მელიტოპოლის ბრძოლა ვიკისაწყობში

მელიტოპოლის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება უკრაინისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის სამხრეთ უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის კონტროლისათვის. წარმოადგენს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილს.

2022 წლის 25 თებერვალს 10:30 საათზე რუსული ძალები, გავრცელებული ინფორმაციით, მელიტოპოლში მძიმე შეტაკებების ფონზე შევიდნენ.[3] ზაპორიჟიის ოლქის გუბერნატორის, ოლექსანდრ სტარუხის თქმით, ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს, გაიმართა ინტენსიური ქუჩის ბრძოლები.[4] მოგვიანებით, დილითვე, განხორციელდა ჯავშანტექნიკით შეტევა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, დაიწვა მანქანები.[5] არაოფიციალური წყაროების თანახმად, ცეცხლი გახსნეს ადგილობრივი საკრებულოს შენობის მიმართულებით. გადაღებულია კადრები, სადაც ჩანდა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მოძრავი ტანკები.[6][7] გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლის დროს რუსულმა ძალებმა ქალაქის საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა.[8]

ქალაქის ხელმძღვანელობამ მოგვიანებით, 25 თებერვალს, მელიტოპოლი რუსულ ძალებს ჩააბარა, მათ ქალაქი სრულად დაიკავეს.[9] უკრაინულმა ძალებმა ქალაქზე შეტევა დაიწყეს, ადგილობრივები იტყობინებოდნენ საარტილერიო ზალპური ცეცხლისა და ქუჩებში რუსეთის ეროვნულდროშებიანი ტანკების შესახებ.[10] რუსულმა მხარემ 26 თებერვალს განაცხადა, რომ ქალაქი აიღო,[11] თუმცა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნის მიხედვით, ის კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ იყო.[12]

26 თებერვალს, რუსეთის ჯარებმა ქალაქის ადმინისტრაციულ შენობებზე რუსული დროშები აღმართეს. სტარუხის ცნობით, ქალაქში შეტაკებები კვლავ გრძელდებოდა, დაფიქსირდა ადგილობრივი თავდაცვის ძალებთან საცეცხლე შეტაკებები.[13][14][15] მან ასევე განაცხადა, რომ ბრძოლები რუს და უკრაინულ ჯარებს შორის ღამითაც გაგრძელდა და 14 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა. მერის, ივან ფედოროვის თქმით, შეფერხდა კომუნალური მომსახურება და დაზიანდა ადგილობრივი ონკოლოგიური კლინიკა.[16]

27 თებერვალს რუსეთის ჯარებმა ქალაქის შიდა და მის გარშემო არსებულ ტერიტორიებს გაუხსნეს ცეცხლი. მოქალაქეების განცხადებით, დილის 5:00 საათზე ქალაქის ზოგიერთ რაიონში სროლის ხმა გაიგონეს; გავრცელებული ინფორმაციით, შეიქმნა 150 კაციანი რაზმები, რომლებიც ღამით ქუჩებში პატრულირებდნენ მასობრივ ძარცვებთან „საბრძოლველად“.[17] მეორე დღეს, 28 თებერვალს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო და საარტილერიო ცეცხლმა დააზიანა სამაშველო განყოფილების შენობები, განადგურდა სამაშველო აღჭურვილობა.[18] ადგილობრივმა თავდაცვის ძალებმა დღის განმავლობაში შეძლეს მერიის შენობის დაბრუნება, მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რუსმა ჯარებმა თავდაპირველი დაკავების დროს შენობის დიდი ნაწილი გაანადგურეს. ვრცელდებოდა ცნობები საცალო მაღაზიების მასობრივი ძარცვების შესახებ.[19]

1 მარტს, ხანმოკლე შესვენების შემდეგ, რუსულმა ძალებმა მზადება დაიწყეს მელიტოპოლსა და სხვა ქალაქებზე თავდასხმის განახლებისთვის.[20] მერმა გაავრცელა მიმართვა, რომ მელიტოპოლი „არ დანებდებოდა“, მაგრამ რუსეთის ძალებმა წარმატებით დაიკავეს ქალაქი. ფედოროვმა ასევე ხაზი გაუსვა ქალაქში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას და თქვა, რომ ხალხს ბანკებიდან ფულის გამოტანის პრობლემები ჰქონდა და მოქალაქეებს მოუწოდა, რაციონალურად მოეხმარათ მარაგები, რადგან ბენზინის, დიზელის საწვავის, გაზის, ასევე საკვებისა და მედიკამენტების მარაგების შევსების საკითხები ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩებოდა.[21] შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ მელიტოპოლი რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს.[1]

შედეგები

რედაქტირება

2022 წლის 1 მარტს, ქალაქის აღებიდან მალევე, მელიტოპოლის მოქალაქეებმა ქალაქის სამხედრო ოკუპაციის წინააღმდეგ ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს. მომიტინგეებმა მსვლელობით ჩაიარეს და შიშველი ხელებით რუსული სამხედრო მანქანების კოლონის შეჩერება სცადეს.[22]

10 მარტს რუსულმა ძალებმა მელიტოპოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ლეილა იბრაგიმოვა საკუთარ სახლში დააკავეს და გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს.[23] ერთი დღის შემდეგ, მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვიც გაიტაცეს მათთან თანამშრომლობაზე უარის თქმისა და თავის კაბინეტში უკრაინის დროშის არჩამოხსნის გამო.[24] რუსეთის ხელისუფლებამ ფედოროვის გაუჩინარებაზე კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თვითგამოცხადებული სახელმწიფოს — ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ ის „ტერორისტულ საქმიანობაში“ დაადანაშაულა.[25]

12 მარტს ზაპორიჟიის საოლქო ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ყოფილი მრჩეველი და ოპოზიციური ბლოკის წევრი[26] გალინა დანილჩენკო.[27] ოლგა გაისუმოვა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მელიტოპოლის კეთილსინდისიერი საზოგადოების“ ხელმძღვანელი და რუსული ძალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, დღის განმავლობაში დააკავეს.[28] 12 მარტს ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მელიტოპოლის მერიასთან ფედოროვის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში.[25]

2022 წლის 13 მარტს უკრაინულმა ვებსაიტმა „უკრაინსკა პრავდამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარები ცდილობდნენ ქალაქ მელიტოპოლიში უკანონოდ შეექმნათ საოკუპაციო ადმინისტრაცია.[29] საკრებულომ უკრაინის გენერალურ პროკურორ ირინა ვენედიქტოვას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე (ღალატის) მუხლით დანილჩენკოსა და მის პარტიულ ოპოზიციურ ბლოკზე წინასწარი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.[30] 13 მარტს რუსეთის სამხედრო მანქანებიდან მეგაფონებით გამოაცხადეს, რომ „მელიტოპოლის სამოქალაქო ადმინისტრაცია დანაშაულის თავიდან აცილებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით დროებით კრძალავდა მიტინგებსა და დემონსტრაციებს. 18:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ამოქმედდა კომენდანტის საათი“.[31]

„უკრაინსკა პრავდას“ თანახმად, ახალი პროტესტების თავიდან ასაცილებლად, ოკუპანტებმა დაბლოკეს მელიტოპოლის ცენტრალური მოედანი. ასევე, ორი აქტივისტი დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.[32]

16 მარტს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტს.[33] 17 მარტს უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაშა ზარივნამ უკრაინული ტელეარხის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ უკრაინამ ფედოროვის სანაცვლოდ რუსეთის არმიას გადასცა ცხრა დატყვევებული წვევამდელი (2002-2003 წლებში დაბადებულები).[34]

23 მარტს ფედოროვი იტყობინებოდა, რომ ქალაქში პრობლემები იყო მომარაგებასთან, წამლებთან და საწვავთან დაკავშირებით, რუსული ჯარისკაცები იკავებდნენ საწარმოებს, აშინებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და პატიმრობაში ჰყავდათ რამდენიმე ჟურნალისტი.[35]

22 აპრილს ფედოროვმა გაავრცელა ცნობა, რომ ოკუპაციის დროს ქალაქში პარტიზანებმა 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს.[36]

  1. 1.0 1.1 „Some Russians surrender but situation remains grave - US“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. Schwirtz, Michael (22 აპრილი, 2022). „Dug in on the front lines, Ukrainian soldiers fight to repel the Russian onslaught“. New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. Sicard, Sarah (25 თებერვალი, 2022). „Live updates from Russia's massive Ukraine invasion“. Army Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  4. „У Мелітополі гримлять вуличні бої: снаряди руйнують житлові будинки, люди ховаються у сховищах (відео)“. Focus. 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. Синицін, Микита (25 თებერვალი, 2022). „Над Мелітополем українські прапори, але ситуація тяжка: що відбувається у місті (фото, відео)“. Telegraf. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. Комендантова, Надежда (25 თებერვალი, 2022). „У Мелітополі російські танки. Окупанти розстрілюють будівлю СБУ та Нацполіції“. Ukranews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-25. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. „В Мелітополі російські танки розстрілюють будівлі Нацполіції і СБУ (Відео)“. ASPI News. 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. Thrower, Antony (25 თებერვალი, 2022). „Ukrainian cancer centre left in flames as hospital site attacked by Russians“. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Russia Ukraine news: Melitopol city is taken by the Russian army“ (ინგლისური). 24 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. „В Мелитополе опять идут бои – взрывы и стрельба в разных районах города“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-25. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  11. „Ukraine invasion: Russia says it has captured city of Melitopol as Kyiv is struck by missiles“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  12. „Ukrainian city of Melitopol not in Russian hands, British minister says“. Reuters. 26 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  13. „Губернатор рассказал о ситуации в Запорожской области – серьезнее всего в Мелитополе“. ria-m.tv. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  14. „Российские оккупанты развесили свои тряпки на зданиях администрации (фото)“. ria-m.tv. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  15. „В Мелитополе войска РФ уже расстреливают мирных людей (фото, видео)“. ria-m.tv. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  16. „Запоріжжя: повітряна тривога вночі, бої за Мелітополь та російська колона під Приморськом“. Radio Svoboda (Ukrainian). 26 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  17. Коробова, Марина (28 თებერვალი, 2022). „Как Мелитополь встретил утро понедельника, 28 февраля“. Местные вести (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  18. Коробова, Марина (28 თებერვალი, 2022). „Оккупанты нанесли удар по аварийно-спасательной части под Мелитополем“. Местные вести (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  19. „Запоріжжя: росіяни на в'їздах у Енергодар та мітинги проти них у Бердянську“. Радіо Свобода (უკრაინული). 28 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  20. „Войска оккупанта готовят наступление на Мелитополь - ria-m.tv“. ria-m.tv (რუსული). 1 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  21. Коробова, Марина (1 მარტი, 2022). "Мелитополь не сдался, Мелитополь – временно оккупирован" – городской голова о ситуации на 1 марта“. Местные вести (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-02. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  22. „Shots Fired In Ukrainian City As Locals Protest Against Russian Occupation“. Radio Free Europe/Radio Liberty. 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  23. „In occupied Melitopol, invaders kidnapped a deputy of regional council“. 2022-03-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-10. ციტირების თარიღი: 2022-03-10.
  24. „Russian General Is Killed in Ukraine as Airstrikes Intensify“. 11 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  25. 25.0 25.1 „War in Ukraine: Russian forces accused of abducting second mayor“. BBC News (ინგლისური). 2022-03-13. ციტირების თარიღი: 2022-03-13.
  26. „Міськрада Мелітополя називає в.о мера від окупантів державною зрадницею“. Українська правда (უკრაინული). 2022-03-13. ციტირების თარიღი: 2022-03-13.
  27. „New mayor installed in Russia-controlled Melitopol after the Ukrainian city's elected mayor was detained“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-12.
  28. Знась, Ирина (2022-03-13). „Российские оккупанты похитили организаторку протестов в Мелитополе“. ZN.UA (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-03-13.
  29. „Міськрада Мелітополя називає в.о мера від окупантів державною зрадницею“. Українська правда (უკრაინული). 2022-03-13. ციტირების თარიღი: 2022-03-13.
  30. „Міськрада Мелітополя називає в.о мера від окупантів державною зрадницею“. Українська правда (უკრაინული). 2022-03-13. ციტირების თარიღი: 2022-03-13.
  31. „Окупанти заборонили мелітопольцям мітинги, ті відповіли традиційно: агресор - нах#й“. Українська правда (უკრაინული). 2022-03-13. ციტირების თარიღი: 2022-03-13.
  32. „Russian occupying forces block people's protests in Melitopol – Media“. Українська правда (ინგლისური). 14 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  33. „მელიტოპოლის მერი თავისუფალია“. AjaraTV. 16 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  34. „მელიტოპოლის მერი რუსეთის არმიის 9 დატყვევებული წვევამდელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს“. რადიო თავისუფლება. 17 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  35. „Melitopol mayor accuses Russians of seizing businesses in the city“ (ინგლისური). CNN. 23 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  36. „Mayor claims partisans killed more than 100 Russian soldiers in occupied Melitopol - KyivPost - Ukraine's Global Voice“. KyivPost (ინგლისური). 2022-04-22. ციტირების თარიღი: 2022-04-22.