ბერგამის ალპები
ბერგამის ალპები (იტალ. Alpi Orobie) — ქედი ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის ალპების ძირითადი ნაწილი. სიგრძე დაახლოებით 80 კმ, სიმაღლე 3052 მ (მთა პიცო-კოკა). მაღალი მწვერვალებია: პუნტა-სკაისი (3040 მ), პიცო-რედორტა (3038 მ) და სხვა. ჩრდილოეთით შემოზღუდულია მდინარე ადის ხეობით (ვალტელინა), აღმოსავლეთით ეშვება მდინარე ოლოს ხეობისკენ, დასავლეთით — კომოს ტბისკენ, სამხრეთით გადადის ლომბარდიის წინაალპებში. ბერგამის ალპები აგებულია უძველესი კრისტალური და დანალექი ქანებით. გაბატონებულია ფართოფოთლოვანი ტყე (მუხა, წაბლი, წიფელი), რომელიც სიმაღლის მატებასთან ერთად გადადის ჯერ წიწვოვან ტყეში, ხოლო შემდეგ სუბალპურ და ალპურ მდელოებში.
ბერგამის ალპები | |
---|---|
კოორდინატები: 46°04′49″ ჩ. გ. 9°58′48″ ა. გ. / 46.08028° ჩ. გ. 9.98000° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია |
უმაღლესი წერტილი | პიცო-კოკა |
სიმაღლე | 3052 მ |
სიგრძე | 80 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბერგამის ალპები — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)