ვალტელინა
ვალტელინა (იტალ. Valtellina; გერმ. Veltlin) — ხეობა ლომბარდიის ჩრდილოეთში, ბერნინის ალპების მთისწინეთში. მდებარეობს ბერგამოს ჩრდილოეთით შვეიცარიის საზღვართან. ხეობაში მდინარე ადა მიედინება, რომელიც კომოს ტბას ერთვის. ადმინისტრაციულად შეესაბამება სონდრიოს პროვინციას, სადაც მდებარეობს ქალაქები: კიავენა, ბორმიო, სონდრიო.
შუა საუკუნეებში ვალტელინა განიხილებოდა როგორც გრაუბიუნდენის სამხრეთი განაპირა ნაწილი. ადრინდელი მოსახლეობა საუბრობდა ლომბარდიულ და რეტორომანული ენებზე. 1512-1797 წლებში ფაქტობრივად მოქცეული იყო შვეიცარიის კონფედერაციის ფარგლებში. ხეობის გავლით გადიოდა გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ჩრდილოეთ იტალიას ტიროლთან და გერმანიასთან. ოცდაათწლიანი ომის პერიოდის ფარგლებში ზოგიერთი ისტორიკოსი გამოყოფს განსაკუთრებულ კონფლიქტს ვალტელინისთვის.
ვალტელინა არის მსოფლიოში პირველი ადგილი, სადაც ელექტრიფიცირებული რკინიგზის ხაზის მაგისტრალი გაიყვანეს. ელექტრიფიცირება 1902 წლისათვის იყო განხორციელებული. ეკონომიკის მთავარი ფაქტორია ტურიზმი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვალტელინა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)