პანტელეიმონ ბერაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბერაძე, პანტელეიმონ)

პანტელეიმონ ალექსის ძე ბერაძე (დ. 26 თებერვალი, 1901, სამტრედია ― გ. 4 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ანტიკური ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

პანტელემონ ალექსის ძე ბერაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1927 წელს დაამთავრა თსუ (პარალელურად სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში). 1953–1968 წლებში თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე იყო. ავტორია ნაშრომისა „ძველი ბერძნული და ქართული ლექსთწყობის საკითხები“ (1969); თარგმნა ლუკრეციუსის „საგანთა ბუნებისათვის“ (1958), ევრიპიდეს „მედეა“ (1969), ჰომეროსის „ოდისეა“, ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება