ბეჟან ხერხეულიძე
ბეჟან ივანეს ძე ხერხეულიძე (დ. 1 დეკემბერი, 1857 — გ. 1920 წლის შემდეგ) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1910).
წარმომავლობით თბილისის გუბერნიის თავადთა ოჯახიდან. დაამთავრა პოლტავის პეტრეს სამხედრო გიმნაზია და ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი (1876). მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878; იბრძოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. 1902 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1906 წლიდან მსახურობდა ყუბის 155-ე ქვეით პოლკში. 1910 წელს თადარიგში გავიდა პოლკოვნიკის წოდების მინიჭებით, მუნდირითა და პენსიით. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს კვლავ გამოიძახეს სამხედრო სამსახურში და დააბრუნეს ყუბის 155-ე ქვეით პოლკში, სადაც ბატალიონს მეთაურობდა. მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიის ფრონტზე. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1904), წმ. ანას II (1905), წმ. ვლადიმერის IV (1905, 25-წლიანი სამსახურისთვის) და III (ხმლებით, 1915), წმ. გიორგის IV (2 ოქტომბერი, 1918; მიენიჭა დამოუკიდებელ საქართველოში 1916 წლის 1 იანვარს ერზრუმის ახლოს ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის). ცოლად ჰყავდა (1886) ანასტასია, ფლიგელ-ადიუტანტ ზაალ ტერიშვილის ასული (დ. 1867).
ლიტერატურა
რედაქტირება- Материалы для биографического словаря офицеров Кавказской Армии (1901- 1914 гг.). Подполковники. / Отар Жордания // ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები VII-VIII. - თბ., - 2014. - გვ. 366.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- князь Херхеулидзе Бежан Иванович. «Русская армия в Великой войне».
- Херхеулидзе Бежан Иванович. «Памяти героев Великой войны 1914–1918».