ბენზოტრიაზოლი
ქიმიური ნივთიერება
ბენზოტრიაზოლი — ორგანული ნაერთი, ნემსისებრი თეთრი კრისტალები. ნივთიერების დნობის ტემპერატურაა 100°C, დუღილისა კი — 350°C, წყალში უხსნადია, იხსნება სპირტსა და ბენზოლში. ანალიზურ ქიმიაში იყენებენ ლითონთა (მაგალითად, Cu, Ag, Zn) დასალექად და მათი რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.
ბენზოტრიაზოლი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | 1,2,3-ბენზოტრიაზოლი |
ქიმიური ფორმულა | C6H5N3 |
მოლური მასა | 119.13 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.36 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 100 °C |
დუღილის ტემპერატურა | 350 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 95-14-7 |
PubChem | 7220 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 306.