ბენზოილის ზეჟანგი
ქიმიური ნივთიერება
ბენზოილის ზეჟანგი — ორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით C14H10O4. უფერო კრისტალებია. დნობის ტემპერატურაა 103°C.
ბენზოილის ზეჟანგი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ბენზოილის ზეჟანგი |
ქიმიური ფორმულა | C14H10O4 |
მოლური მასა | 242.23 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.334 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 103 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 94-36-0 |
PubChem | 7187 |
თვისებები და გამოყენება
რედაქტირებაორგანულ გამხსნელებში კარგად იხსნება, წყალში კი — ცუდად. გახურებით და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ფეთქდება და იშლება. ბენზოილის დაშლისას წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები: (C6H5COO)2→C6H5COO•+C6H5•+CO2, ამიტომ მას სხვადასხვა უჯერი ნაერთის (აკრილონიტრილის, სტიროლის, ვინილქლორიდის და სხვა) რადიკალური პოლიმერიზაციის ინიციატორად იყენებენ. „ლუციდოლის“ სახელწოდებით ბენზოილის ზეჟანგს იყენებენ ქონის, მცენარეული ზეთებისა და სხვა საკვები ნივთიერებების გასაუფერულებლად, აგრეთვე დეზოდორაციისთვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 306.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო ბარათი 0225 (ინგლისური)
- SIDS-ის თავდაპირველი შეფასების ანგარიში ნივთიერებისთვის ბენზოილის ზეჟანგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისგან (OECD) (ინგლისური)
- „Benzoyl peroxide“, Re-evaluation of Some Organic Chemicals, Hydrazine and Hydrogen Peroxide, IARC Monographs on the Evaluation of Carcinogenic Risks to Humans 71, Lyon: International Agency for Research on Cancer, 1999, pp. 345–58, ISBN 92-832-1271-1, http://monographs.iarc.fr/ENG/Monographs/vol71/mono71-13.pdf. (ინგლისური)