ბენზოალდეჰიდი
ქიმიური ნივთიერება
ბენზოალდეჰიდი, ბენზალდეჰიდი — ორგანული ნაერთი, მწარე ნუშის სუნის მქონე უფერო, ზეთისმაგვარი სითხე ქიმიური ფორმულით 6H5CHO. მისი დუღილის ტემპერატურა 178.1°C, დნობისა კი — −57.12°C[1]. ბენზოალდეჰიდი იხსნება სპირტში, ეთერში და სხვა ორგანულ გამხსნელებში. ადვილად იჟანგება (ჰაერზეც კი) ბენზოის მჟავად. ტუტესთან ბენზოალდეჰიდის დუღილით ღებულობენ ბენზილის სპირტსა და ბენზოის მჟავას. მწარე ნუშის, ჭერმისა და ატმის კურკის შედგენილობაში შემავალი გლიკოზიდი ამიგდალინი შეიცავს ბენზოალდეჰიდის ნაშთს. ბენზოალდეჰიდისგან ღებულობენ ბენზოინს, დარიჩინის ალდეჰიდს, ტრიფენილმეთანის რიგის საღებრებს და სხვას. იყენებენ სურნელოვან ნაერთთა სინთეზისათვის.
ბენზოალდეჰიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ბენზოალდეჰიდი, ბენზალდეჰიდი |
ქიმიური ფორმულა | C6H5CHO |
მოლური მასა | 106.12 გ/მოლი |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −57.12 °C |
დუღილის ტემპერატურა | 178.1 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 100-52-7 |
PubChem | 240 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 306.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო ბარათი 0102 (ინგლისური)
- SIDS-ის თავდაპირველი შეფასების ანგარიში ნივთიერებისთვის ბენზოალდეჰიდი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისგან (OECD) (ინგლისური)
- ChemSub Online: Benzaldéhyde. (ინგლისური)
- Carcinogenicity Potency Project (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ William M. Haynes (2014), CRC Handbook of Chemistry and Physics (95th რედ.), CRC press, pp. 3–34, ISBN 9781482208689