ბენზიდინი

ორგანული ნაერთი

ბენზიდინი, 4, 4'-დიამინოდიფენილი — ორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით C12H12N2.

ბენზიდინი
ბენზიდინი: ქიმიური ფორმულა
ბენზიდინი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდება4, 4'-დიამინოდიფენილი
ტრადიციული სახელწოდებაბენზიდინი
ქიმიური ფორმულაC12H12N2
მოლური მასა184.24 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.25 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა122 °C
დუღილის ტემპერატურა400 °C
კლასიფიკაცია
CAS 92-87-5
PubChem7111[1]

თვისებები

რედაქტირება

ბენზიდინი უფერო, ბზინვარე კრისტალებია. ჰაერზე და სინათლის მოქმედებით იჟანგება, მუქდება. მისი დნობის ტემპერატურაა 122°C, დუღილისა კი 400°C. კარგად იხსნება სპირტში, ეთერში. ღებულობენ ჰიდრაზობენზოლის იზომერაციით.

გამოყენება

რედაქტირება

ბენზიდინი მნიშვნელოვანი ნახევარპროდუქტია აზოსაღებრების წარმოებაში, იყენებნ აგრეთვე ანალიზურ ქიმიაში სხვადასხვა კატიონისა და ანიონის თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის (ისინი ჟანგავენ ბენზიდინის შეფერილ ნაერთებად, ძლიერმჟავა გარემოში ყვითლად და ნეიტრალურში — ლურჯად). ბენზოდინი კანცეროგენული ნივთიერებაა, ჰაერში მისი დასაშვები ზღვრული კონცენტრაციაა 1 მგ/მ³.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 305.
  • Кнунянц И. Л. и др. т.1 А-Дарзана // Химическая энциклопедия. — М.: Советская энциклопедия, 1988. — 623 с. — 100 000 экз. (რუსული)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება