ბელოვეჟის შეთანხმება
ბელოვეჟის შეთანხმება (რუს. Беловежские соглашения, ბელარ. Белавежскае пагадненне, უკრ. Біловезькі угоди) — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) ხელშეკრულების შემადგენელი შეთანხმება, რომელმაც გამოაცხადა სსრკ-ის დაშლა. მის ადგილზე კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) დაარსდა, როგორც მემკვიდრე სუბიექტი. ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა, ბელარუსში სახელმწიფო აგარაკზე ვისკულისთან ახლოს, ბელოვეჟის ტევრში, 1991 წლის 8 დეკემბერს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სსრკ-ს ოთხიდან იმ სამი რესპუბლიკის ლიდერმა, რომლებმაც 1922 წელს ხელი მოაწერეს სსრ კავშირის შექმნის ხელშეკრულებას. მათ შორის იყვნენ: რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი და პირველი ვიცე-პრემიერი, გენადი ბურბულისი, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიდოლდ ფოკინი, ბელორუსის პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ შუშკევიჩი და ბელორუსის პრემიერ მინისტრი ვიაჩესლავ კებიჩი. შეთანხმების ორიგინალი ვერსია ვერ იქნა ნაპოვნი 2013 წლის მდგომარეობით (იხ. ქვემოთ).
ბელოვეჟის შეთანხმება | |
---|---|
მიზანი | |
დეტალები | |
შექმნის თარიღი | 8 დეკემბერი, 1991 |
ადგილი | ბელოვეჟის ტევრი და Viskuli |
ხელისმომწერნი |
სამართლებრივი საფუძველი და რატიფიცირება
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ეჭვები რჩებოდა დანარჩენი 12 რესპუბლიკის ლიდერების უფლებამოსილების შესახებ (სამი ბალტიის რესპუბლიკები სსრკს გამოეყო აგვისტოში) კავშირის დაშლის შესახებ, 1977 წლის საბჭოთა კონსტიტუციის 72-ე მუხლის თანახმად, საბჭოთა რესპუბლიკებს უფლება ჰქონდათ თავისუფლად გამოსულიყვნენ კავშირიდან. 1991 წლის 12 დეკემბერს რსფსრ სახალხო კომისართა საბჭომ რატიფიკაცია მოახდინა რუსეთის სახელით და ამავე დროს ბათილად სცნო 1922 წლის ხელშეკრულება საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა ზოგჯერ ითვლება, როგორც საბჭოთა კავშირის უდიდესი სახელმწიფოს ეფექტიანი გამოსვლა რესპუბლიკიდან, ასე არ მომხდარა. რეალურად, რსფსრ-მ მიიღო მოსაზრება, რომ შეუძლებელი იყო იმ რესპუბლიკიდან გასვლა, რომელიც უკვე აღარ არსებობდა.
ამასთან, 1991 წლის აგვისტოში განხორციელებული გადატრიალების შედეგად, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია ეფექტიანად დაიშალა და რესპუბლიკები ცდილობდნენ მოსკოვის ძალისგან განთავისუფლებას. 1991 წლის ზაფხულის ბოლოს, საბჭოთა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა ვეღარ შეეძლო გავლენა მოეხდინა კრემლის ზონის გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. მას თვით რუსეთშიც დაუპირისპირდა ელცინი, რომელსაც შემოდგომის ბოლოსთვის საბჭოთა ხელისუფლების დიდი ნაწილის ძალაეფლება ეკავა ხელში.
დოკუმენტის პრეამბულაში ნათქვამია, რომ „სსრკ, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა, წყვეტს არსებობას”. დოკუმენტის მიხედვით, სამმა ადმფუძნებელმა რესპუბლიკამ სხვა სსრკ-ს დანარჩენი რესპუბლიკებიც მოიწვია.
საბჭოთა კავშირის დაშლის ეს მცდელობები საბჭოთა ფედერალური მთავრობის დარჩენილ წევრებს შორის უკანონობად და დანაშაულად მიიჩნეოდა.
გაჩნდა შეკითხვები, რამდენად საკმარისი იყო ბელოვეჟის შეთანხმება საბჭოთა კავშირის დაშლისთვის, რადგან მას ხელი მოაწერა ხუთი უმსხვილესი და ყველაზე ძლიერი რესპუბლიკიდან მხოლოდ სამმა რესპუბლიკამ. თუმცა, საბჭოთა კავშირის არსებობის შესახებ ყველა ეჭვი მოიხსნა 1991 წლის 21 დეკემბერს, როდესაც 12 დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლებიდან 11-მა საქართველოს გარდა ხელი მოაწერეს ალმა–ათას პროტოკოლს, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ადგილას ახალი ორგანიზაციის — დსთ-ს დაარსება. იმის გათვალისწინებით, რომ 11-მა რესპუბლიკამ უკვე შეთანხმებას მიაღწია, რომ საბჭოთა კავშირი ნაწილ-ნაწილ დაშლილიყო, წევრი რესპუბლიკების ძირითადმა ნაწილმა მოითხოვა, რომ სსრკ-ს, როგორც ფედერალურ რესპუბლიკას, აღარ ეარსება. ალმა-ატას სამიტზე ასევე მიიღეს გორბაჩოვის საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტიდან დროებითი გადადგომის გადაწყვეტილება და შეთანხმდნენ რამდენიმე სხვა პრაქტიკულ ღონისძიებაზე, რომელიც ხელს შეუწყობდა კავშირის საბოლოოდ დაშლას. გორბაჩოვმა განაცხადა, რომ იგი გადადგებოდა, როგორც კი ის შეიტყობდა, რომ დსთ რეალური ორგანიზაცია იყო. სამი დღის შემდეგ, ელცინთან საიდუმლო შეხვედრის დროს, მას ოფიციალურად წინ დაუდგა საბჭოთა კავშირის დაშლის ფაქტი.
თუმცა, კიდევ ოთხი დღის განმავლობაში, საბჭოთა ფედერალური მთავრობა არსებობდა და გორბაჩოვი განაგრძობდა კონტროლს კრემლზე. ეს დასრულდა 1991 წლის 25 დეკემბრის დასაწყისში, როდესაც გორბაჩოვმა თანამდებობა დატოვა და კრემლზე კონტროლი და თავისი სხვა უფლებამოსილებები გადასცა რუსეთის პირველ პრეზიდენტს, ბორის ელცინს.
გორბაჩოვის გადადგომა სატელევიზიო ეთერში გაიცა, ხოლო შემდეგ კრემლის თავზე საბჭოთა კავშირის დროშის დაუშვეს და რუსეთის დროშა დაკიდეს. ეს ტრანსლაცია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობდა. ამ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მოკლე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ტელევიზიაში, ცივი ომის დასრულების აღსანიშნავად და ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების დამოუკიდებლობისთვის მხარის დასაჭერად.[1]
ასევე 1991 წლის 25 დეკემბერს რუსეთის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ, რომელიც უკვე აღარ იყო საბჭოთა კავშირის ქვემდგომი სუბიექტი და გადაქცეულიყო სუვერენულ სახელმწიფოდ, თავისთავად, მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საკუთარ თავს უწოდა „რუსეთის ფედერაცია“ ან უბრალოდ „რუსეთი“ (ორივე ერთნაირად თანასწორი სახელი არის 1993 წელს რუსეთის კონსტიტუციის რატიფიკაციის თანახმად).
გორბაჩოვის გამოსვლა და საბჭოთა დროშის დაწევა საბჭოთა კავშირის დასასრული იყო მსოფლიოს თვალში. ამასთან, დაშლის საბოლოო იურიდიული ნაბიჯი ერთი დღის შემდეგ დადგა, როდესაც საბჭოთა კავშირმა, კერძოდ, სსრკ უმაღლესი საბჭოს ზედა პალატამ, აღიარა კავშირის დაშლა და ხმა მისცა როგორც საკუთარი თავის, ისე კავშირის დაშლას.
ალმა-ატას სამიტზე ასევე გაკეთდა განცხადება 1991 წლის 21 დეკემბერს, რომელშიც 11 სახელმწიფო მხარს უჭერდა რუსეთის პრეტენზიას საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობისთვის. 1991 წლის 25 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა აცნობა გაეროს გენერალურ მდივანს ხავიერ პერეს დე კუელიარს, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და რომ რუსეთი, როგორც მისი მემკვიდრე ქვეყანა, გააგრძელებდა საბჭოთა კავშირის წევრობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. დოკუმენტმა დაადასტურა საბჭოთა კავშირის წარმომადგენლების, როგორც რუსეთის წარმომადგენლებად გადაქცევა და მოითხოვა, რომ სახელი „საბჭოთა კავშირი“ შეცვლილიყო „რუსეთის ფედერაციად“ ყველა ჩანაწერში და დოკუმნტში. ეს გახდა ნაბიჯი, რომლის მთავარი მიზანი რუსეთი მიერ საბჭოთა კავშირის მუდმივი უშიშროების საბჭოს ადგილის შენარჩუნება იყო, რაც შეუძლებელი იქნებოდა, თუ ყოფილი რესპუბლიკები ყველა საბჭოთა კავშირის თანაბარ მემკვიდრეებად ჩაითვლებოდნენ, ან თუ საბჭოთა კავშირი მემკვიდრე სახელმწიფოს გარეშე დარჩებოდა. სახელმწიფო გაეროს წევრობის წევრობის გაგრძელების მიზნით. გენერალურმა მდივანმა დაამუშავა მოთხოვნა და როცა დარწმუნდა, რომ არცერთი წევრი ქვეყნის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ გამოიწვია ამ ფაქტმა, დააკმაყოფილა ელცინის თხოვნა. რუსეთის ფედერაციამ დაიკავა გაეროში საბჭოთა კავშირის ადგილი. 1992 წლის 31 იანვარს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა, მონაწილეობა მიიღო უშიშროების საბჭოს სხდომაში, როგორც რუსეთის წარმომადგენელმა. ეს იყო პირველი უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელშიც რუსეთმა დაიკავა მუდმივი უშიშროების საბჭოს ადგილი, რომელიც მანამდე, გაეროს ოფიციალური წესდებით, საბჭოთა კავშირს ეკავა.
მას შემდეგ
რედაქტირებადოკუმენტის ახლანდელი ადგილსამყოფელი
რედაქტირებაბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამავე ქვეყნის ყოფილ ლიდერს, სტანისლავ შუშკევიჩს განუცხადა, რომ ორიგინალი ხელშეკრულებები 2013 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით დაკარგული იყო. იგი ცდილობდა ორიგინალი ასლის მოპოვებას, რათა გამოეყენებინა თავისი მემუარების წერის პროცესში. [2]
უკრაინის კრიზისი
რედაქტირება2014 წელს რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ბელოვეჟის შეთანხმება ყირიმის, უკრაინის ტერიტორიის, ანექსიის შემდეგ. [3]
ხელისომწერები
რედაქტირება- ბორის ელცინი (1931–2007) — რუსეთის პრეზიდენტი (1991–1999)
- გენადი ბურბულისი (დაიბადა 1945) — რუსეთის სახელმწიფო მდივანი (1991–1992)
- ლეონიდ კრავჩუკი (დაიბადა 1934) — უკრაინის პრეზიდენტი (1991–1994)
- ვიტოლდ ფოკინი (დაიბადა 1932) — უკრაინის პრემიერ მინისტრი (1991–1992)
- სტანისლავ შუშკევიჩი (დაიბადა 1934) — ბელორუსის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1991–1994)
- ვიაჩესლავ კებიჩი (დაიბადა 1936) — ბელორუსის პრემიერ მინისტრი (1991–1994)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Барсенков А. С. Введение в современную российскую историю 1985—1991. М., 2002
- Гайдар Е. Т. Дни поражений и побед. М., 1997
- Кремнев П. П. Распад СССР: международно-правовые проблемы. М., 2005
- Островский А. В. Глупость или измена? Расследование гибели СССР. М.: „Крымский мост“, 2011. — 864 с. ISBN 978-5-89747-068-6
- Станкевич З. А. История крушения СССР: политико-правовые аспекты. М., 2001
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Bush on the Commonwealth of Independent States. Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-31.
- ↑ „Document proclaiming death of Soviet Union missing“. The Daily Telegraph. February 7, 2013.
- ↑ Belavezha Accords, signed by Russia, Ukraine, and Belarus, also violated by Russia.