ბელა თორნი
ანაბელა ეივერი თორნი (ინგლ. Anabella Avery Thorne; დ. 8 ოქტომბერი, 1997) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და მოდელი. სანამ დისნეის სერიალ „Shake It Up“-ში (2010-2013)[1] მიიღებდა მონაწილეობას, ითამაშა რუთი სპაივის როლი სატელევიზიო სერიალ „My Own Worst Enemy“-ში (2008), ხოლო ტენსი ჰენრიკსონი სატელევიზიო დრამა სერიალის, „დიდი სიყვარული“-ის მეოთხე სეზონში. მან ფეიჯ ტოუნსენის როლი Freeform-ის დრამა სერიალ „ცნობილი და შეყვარებული“-ში ითამაშა, 2017-2018 წლებში. იგი გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „არეულები“(2014), „დაფი“(2015), „ელვინი და თახვები:ნატეხი გზა“(2015), ერთ ტალღაზე“(2017), „მოჩვენება: გამოღვიძება“(2017), „ძიძა“(2017), „შუაღამის მზე“(2018), „მკვლელი ნაცია“(2018).
ბელა თორნი | |
---|---|
ბელა თორნი 2021 წლს | |
დაბადების სახელი | ანაბელა ეივერი თორნი |
დაბადების თარიღი |
8 ოქტომბერი, 1997 პომბრეკ-პაისი, ფლორიდის შტატი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2003-დღემდე |
საიტი | bellathorneofficial.com |
ადრინდელი ცხოვრება
რედაქტირებაანაბელა ეივერი თორნი 1997 წლის 8 ოქტომბერს, ფლორიდის შტატში დაიბადა. არის თამარა თორნსა[2] და დილენსეი რეინალდო თორნს[3] ქალიშვილი. ჰყავს ორი უფროსი და კაილი და დანი, და აგრეთვე ძმა-რემი, სამივე მათგანი მსახიობია [4]. მამამისი რომელიც წარმოშობით კუბელი[5][6] იყო, 2007 წელს ავტოსაგზაო შემთხვევით[7][8] გარდაიცვალა. ბელა ეთნიკური წარმომავლობით იტალიელი, ინგლისელი, გერმანელი[9] და ვალიელია. ბელამ ერთ-ერთ ინტერვიუზე ახსენა რომ მასა და მის 3 და-ძმას მხოლოდ დედამისი ზრდიდა, ხოლო მატერიალური პრობლემების გამო, ბელამ ოჯახის დასახმარებლად მსახიობობა დაიწყო[10].
კარეირა
რედაქტირებაბელამ თავისი სამოდელო კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც იგი 6 კვირის იყო, იგი გამოჩნდა რამდენიმე ტანსაცმლის ბრენდის რეკლამაში, მათ შორისაა: „Neutrogena“, „Texas Instruments“, „Guess Jeans“, „Tommy Hilfiger“, „Candie's“, „Ralph Lauren“, „Gap“, „Diesel“ და სხვა. იგი იყო შემდეგი ჟურნალების გარეკნებზე: „Shape“, „Seventeen“, „Teen Vogue“, „Latina“, „Gay Times“, „Company“, „Marie Claire“, „CosmoGirl“, „Elle“, „Glamour“ და „GQ“. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მუსიკალურ ვიდეოში, მათ შორისაა: ლიამ პეინის „Bedroom Floor“-ი და ლოგან პაულის „Outta My Head“.
თორნი პირველად ეკრანებზე 2003 წელს გამოჩნდა, უმნიშვნელო როლით ფილმში "Stuck on You", სადაც ჯესის როლი შეასრულა. შემდეგ ის, ტელესერიალ „Entourage“-ის ეპიზოდებში გადაიღეს. მეორე ხარისხოვანი როლი ითამაშა 2008 წელს სერიალში „October Road“-ში. 2010 წელს მან მთავარი როლი მიიღო ტელესერიალში - „Shake It Up!“, სადაც სისი ჯონსის როლი ითამაშა.
ბელა, 2010 წელს ტელესერიალში „My Own Worst Enemy“-ში შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა პრემიით „ახალგაზრდა მსახიობი“. 2014 წლის 16 მაისს, მისი სინგლის „Call it Whatever“-ის პრემიერა შედგა, ხოლო, 29 მაისს ამ სიმღერის კლიპი გამოიცა. მოგვიანებით, ეს სიმღერა მის სადებიუტო ალბომში „Jersey“-ში მოხვდა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2014-2016 წლებში ბელას სასიყვარულო რომანი ჰქონდა მსახიობ გრეგ სალკინთან[11], 2016[12] წლის 23 აგვისტოს, სოციალური ქსელის საშუალებით ბელამ განაცხადა რომ იგი ბისექსუალია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბელა თორნი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ბელა თორნი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ბელა თორნი AllMusic-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tehrene Firman. Bella Thorne Refuses to Auto-Tune Her Music Like Other Disney Stars. J-14. ციტირების თარიღი: September 28, 2014.
- ↑ Tamara Thorne. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-26. ციტირების თარიღი: 2020-02-25.
- ↑ Meet Young Star and Rescue Volunteer Bella Thorne. BellaDOG Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 9, 2014. ციტირების თარიღი: August 17, 2014.
- ↑ Lee Hernandez (July 6, 2011). "EXCLUSIVE: Bella Thorne Wants Her ‘Shake It Up!’ Character to be Cuban!" დაარქივებული 2016-04-14 საიტზე Wayback Machine. . Latina; accessed January 7, 2016.
- ↑ Isaac, Paulina Jayne (July 21, 2017). „Bella Thorne Pens a Song "About Dying Alone" in Honor of Her Late Father“. In Touch Weekly.
- ↑ Yahoo! Celebrity Staff. (November 13, 2014) Bella Thorne Explains Sharing Her Father's Death and More in New Book. Us Weekly. ციტირების თარიღი: July 2, 2019.
- ↑ „Delancey Rey Thorne's Obituary on Sun-Sentinel“. Sun-Sentinel. April 20, 2007.
- ↑ Marr, Madeleine (November 14, 2014). „Actress Bella Thorne signing copies of 'Autumn Falls'“. Miami Herald.
- ↑ Hernandez, Lee. (June 27, 2012) 'Shake It Up' Star Bella Thorne On Being Cuban: 'A Lot Of People Think I'm Lying' (EXCLUSIVE). HuffPost. ციტირების თარიღი: May 19, 2019.
- ↑ Midkiff, Sarah. (April 22, 2017) Bella Thorne Said She Took Her Disney Role To Save Her Family From Homelessness. Refinery29. ციტირების თარიღი: May 20, 2019.
- ↑ Mike Vulpo. (June 28, 2016) Why Did Bella Thorne and Gregg Sulkin Break Up? Actors Say They’ll ‘Always Love Each Other’. International Business Times. ციტირების თარიღი: June 28, 2019.
- ↑ Mike Vulpo. (August 23, 2016) Bella Thorne Grateful for All the "Accepting" Messages After Revealing She Is Bisexual. E!. ციტირების თარიღი: August 23, 2016.