ბელაია (კრასნოდარი)
ბელაია (რუს. Белая, ადიღ. Шъхьагуащэ) — მდინარე რუსეთში, ადიღეს რესპუბლიკასა და კრასნოდარის მხარეში. მდინარე ყუბანის მარცხენა შენაკადი, რომელსაც იგი უერთდება კრასნოდარის წყალსაცავით. სიგრძე 273 კილომეტრი, აუზის ფართობი 5990 კვადრატული კილომეტრი. სათავე აქვს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალებთან ფიშტი და ოშტენი. ქვემო დინებაზე ვაკის მდინარეა. იკვებება შერეულად. მთავარი შენაკადებია ფშეხა და კურჯიფსი. ბელაიაზე მდებარეობს ქალაქები მაიკოპი, ბელორეჩენსკი, აგრეთვე ამავე სახელწოდების ჰესები.
ბელაია რუს. Белая, ადიღ. Шъхьагуащэ | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ადიღე, კრასნოდარის მხარე |
ქალაქები | მაიკოპი, ბელორეჩენსკი |
სათავე |
კავკასიონი 43°59′01″ ჩ. გ. 39°55′04″ ა. გ. / 43.98361° ჩ. გ. 39.91778° ა. გ. |
შესართავი |
კრასნოდარის წყალსაცავი 45°06′00″ ჩ. გ. 39°28′09″ ა. გ. / 45.10000° ჩ. გ. 39.46917° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 30 მ |
სიგრძე | 273 კმ |
აუზის ფართობი | 5990 კმ² |
მდინარის სისტემა | კრასნოდარის წყალსაცავი → ყუბანი → აზოვის ზღვა |
— სათავე, — შესართავი | |
ბელაია ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- Белая (река в Краснодарском крае) // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.