ბეიშანიმთიანეთი ცენტრალურ აზიაში (ჩინეთი), ლობნორის ტბის ქვაბულსა და მდინარე ჟოშუის შორის. გადაჭიმულია დაახლოებით 700 კმ-ზე; სიგანე დაახლოებით 250 კმ, სიმაღლე 2791 მეტრამე (მწვერვალი მაძუნშანი). შედგება უმთავრესად ძლიერ გამოფიტული ძველი მეტამორფული და კრისტალური ქანებით აგებული დაბალმთიანი ლოდა მასივებისა და ქედებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია კაინოზოური უხეში ნატეხი ნალექებით ამოვსებული მთათაშორისი დადაბლებებით. დამახასიათებელია ეოლური გამოფიტვა. ჰავა — ზომიერი, ძალზე მშრალი. ნალექები — 40-80 მმ წელიწადში. ხშირია მტვრის ქარბუქი. ზედაპირული წყლები პრაქტიკულად არ გვხვდება. დადაბლებებში ზოგან მომლაშო ჭებია. გაბატონებულია ქვიანი უდაბნოს ლანდშაფტი.

ლიტერატურა

რედაქტირება