ბებრისკონკა (ლათ. Lamium) — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახებია, რომლებსაც მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები და მეწამული, ზოგჯერ თეთრი ყვავილები აქვს.
ცნობილია 40 სახეობა, რომლებიც იზრდება ევროპაში, აზიასა (ტროპიკებს გარეთ) და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში 6 სახეობაა გავრცელებული, მათგან 1 კავკასიის ენდემია (ლათ. Lamium caucasicum). ბებრისკონკა იზრდება ტყეებში, ბუჩქნარში, მშრალ ფერდობებსა და კლდეებზე, დანაგვიანებულ ადგილებში, ბაღებში, ბოსტნებსა და სხვა. მრავალი სახეობა თაფლოვანია, ზოგი სარეველაა.