ბაჰრამ IV (სპარს. بهرام چهارم; გ. 399) — სასანიანთა დინასტიის წარმომადგენელი და სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰი 388-399 წლებში. შაჰინშაჰ შაპურ III-ის ვაჟი.

ბაჰრამ IV
სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰი
მმართ. წლები: 388-399
წინამორბედი: შაპურ III
მემკვიდრე: იეზდიგერდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 399
შვილები: ხოსრო
დინასტია: სასანიანები
მამა: შაპურ III
რელიგია: ზოროასტრიზმი

მისი სახელი „ბაჰრამი“ ახალი გრამატიკული ნორმების გამო შეცვლილი ვერსიაა ძველი სპარსული სახელისა „ვაჰრამი“, რომელიც „ღვთის გამარჯვებას“ ნიშნავს. ხშირად, მის სახელს მნიშვნელობის მიხედვით სხვადასხვა ერები პირდაპირ თარგმნიდნენ, რის გამოც პართიელები „ვაროაგანს“, ბერძნები „ბარანესს“, ხოლო სომხები „ვრაამს“ უწოდებდნენ.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბაჰრამის დაბადების თარიღი და ადგილი დღემდე უცნობია. აგრეთვე სადავოდ რჩება მისი მამის ვინაობაც. ალ-ტაბარის მიხედვით იგი შაპურ II-ის (მმართ. 309-379) ვაჟი იყო, თუმცა ჰამზა ალ-ისფაჰანისა და მრავალი სხვა ისტორიკოსის მტკიცებით ბაჰრამის მამა შაპურ II-ის ძე, შაპურ III (მმართ. 383-388) იყო.

მამამისის მმართველობის პერიოდში, ბაჰრამი კირმანის პროვინციის მმართველი იყო, სადაც მან ააგო ქალაქი შირაგანი. ახლად დაარსებულმა ქალაქმა სახელი მალევე გაითქვა და შემდგომში დიდ როლს თამაშობდა სასანიდური სპარსეთის ეკონომიკაში, რადგანაც სავაჭრო კუთხით მეტად მომგებიან ადგილას მდებარეობდა. კირმანის სხვა გუბერნატორთა მსგავსად ბაჰრამის ატარებდა კირმანშაჰის (კირმანის მეფე) წოდებას.

388 წელს შაპურ III დიდებულებმა მოკლეს, რის გამოც ტახტი ბაჰრამ IV-მ დაიკავა, როგორც მისმა უფროსმა ვაჟმა.

შაპურ III-მ თავისი მმართველობის პერიოდში რომთან ომი დაასრულა და სადავო სომხეთის მიწები გადაინაწილეს, თუმცაღა ამ შეთანხმებამ ძლივს იარსება მის გარდაცვალებამდეც კი. 389 წელს სომხეთის ვასალმა მეფე ხოსროვ IV-მ ზოროასტრისტული სპარსეთისაგან გამოყოფა და ერთმორწმუნე რომის იმპერიასთან შეერთება მოინდომა, რის გამოც ხელშეკრულება გააფორმა რომის იმპერატორ თეოდოსიუს I-თან. ამან განარისხა ბაჰრამი, რომელიც დიდი ჯარებით შეიჭრა სომხეთში, ჩამოაგდო და ობლივიონის ციხესიმაგრეში გამოკეტა ხოსროვი, მეფედ კი მისი ძმა, ვრამშაპუჰი დასვა.

395 წელს სასანიანთა იმპერიაში შემავალ ასურისტანის პროვინციაში ჰუნები შეიჭრნენ, სადაც მათ გადაწვეს უამრავი სოფელი და გაჩეხეს ტყეები. მათ წინააღმდეგ ბაჰრამ IV-მ მალევე გააგზავნა ჯარები, რომელთაც მოახერხეს ჰუნების ერთიანად ამოხოცვა და წართმეული სიმდიდრის უკან დაბრუნება, ხის მასალის ჩათვლით.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, ბაჰრამ IV არაეფექტური და არაპოპულარული მმართველი იყო. მას ეჭვის თვალით უყურებდა როგორც არისტოკრატია, ისე სასულიერო წოდება, რის გამოც იგი 399 წელს მისივე დაცვის წევრებმა მოკლეს, რომლებიც სავარაუდოდ დიდებულებმა მოისყიდეს. ამის გამო ტახტი მისმა უმცროსმა ძმამ, იეზდიგერდ I-მა დაიკავა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Al-Tabari, Abu Ja'far Muhammad ibn Jarir (1985–2007). Ehsan Yar-Shater (ed.). The History of Al-Ṭabarī. 40 vols. Albany, NY: State University of New York Press.
  • Multiple authors (1988). "Bahrām". Encyclopaedia Iranica, Vol. III, Fasc. 5. pp. 514–522.
  • Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3.
  • Shahbazi, A. Shapur (2005). "Sasanian dynasty". Encyclopaedia Iranica, Online Edition. Retrieved 22 February 2014.
  • Greatrex, Geoffrey; Lieu, Samuel N. C. (2002). The Roman Eastern Frontier and the Persian Wars (Part II, 363–630 AD). New York, New York and London, United Kingdom: Routledge (Taylor & Francis). ISBN 0-415-14687-9.
  • Klíma, O. (1988). "Bahrām IV". Encyclopaedia Iranica, Vol. III, Fasc. 5. pp. 514–522.
  • Brunner, Christopher (1983). "Geographical and Administrative divisions: Settlements and Economy". The Cambridge History of Iran: The Seleucid, Parthian, and Sasanian periods (2). Cambridge: Cambridge University Press. pp. 747–778. ISBN 978-0-521-24693-4.
  • Christensen, Peter (1993). The Decline of Iranshahr: Irrigation and Environments in the History of the Middle East, 500 B.C. to A.D. 1500. Museum Tusculanum Press. pp. 1–351. ISBN 9788772892597.
  • Kia, Mehrdad (2016). The Persian Empire: A Historical Encyclopedia [2 volumes]: A Historical Encyclopedia. ABC-CLIO. ISBN 978-1610693912.
  • Wiesehöfer, Josef (2018). "Bahram I". In Nicholson, Oliver (ed.). The Oxford Dictionary of Late Antiquity. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-866277-8.