ბაშკირეთის ტბები
ბაშკირეთის ტბები — ბაშკირეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ტბის ერთობლიობა.
ზოგადი ცნობები
რედაქტირებაბაშკირეთში 2 200-ზე მეტი დიდი და პატარა ტბაა.[1] ტბათა დაახლოებით 75 % განფენილია რესპუბლიკის დასავლეთ ნაწილში არსებულ ვაკეებზე. დაახლოებით 700 ტბას აქვს წყალეროზიული წარმოშობა, ანუ ჭალის ტიპისაა. ტბები მდინარეების აუზების მიხედვით განლაგებულია შემდეგნარიად:
- მდინარე ბელაიის აუზის მიხედვით — დაახლოებით 73 %;
- მდინარე დიომის აუზის მიხედვით — 12 %;
- მდინარე იქის აუზის მიხედვით — 8 %;
- მდინარე უფის აუზის მიხედვით — 7 % და ა.შ.
უმსხვილესი ტბები განლაგებულია ურალისწინა ვაკეებზე: ასლიქოლი, ქანდრიქოლი (კარსტულ-ჩანაქცევი წარმოშობის), ბელოე (აქოლი), იალანქოლი და სხვა. ბაშკირეთის ამიერურალში — ურგუნი, დიდი უჩალი, ყარაგაილი, უზუნქოლი, იაქთიქოლი (ბანოე), სურტანდი, ჩებარქოლი, ათავდი, იაუგული (ქულთუბანი), მულდაქოლი (მლაშე), თალქასი და სხვა (ტექტონიკური წარმოშობის). მათგან გამდინარე ტიპს მიეკუთვნება ტბა ბელოე; გაუდინარს — ათავდი, მულდაქოლი, იაუგული; დანარჩენი ტბები გამდინარე და პერიოდულად გამდინარეა.
ბაშკირეთში არსებული ტბების დიდი ნაწილი ევტროფულია, ტბა ბანოე ოლიგოტროფული.
ტბები ბელოე (აქოლი), ქანდრიქოლი, ყარაგაიქოლი, კიეშკი, მულდაქოლი, სარვინი, სოსნოვოე, თათიში, თუგარ-სალგანი, უპკანქოლი, უპკანიქოლი, ურგუნი, შამსუტდინი, შინგაქოლი წარმოადგენენ ბუნების ძეგლებს. ტბა ასლიქოლის ირგვლივ შექმნილია ბუნების პარკი „ასლიქოლი“[2].
დიდი ტბების მახასიათებლები[3]
რედაქტირებასახელწოდება | სარკის ფართობი (კმ²) | აუზის ფართობი (კმ²) | წყლის დონის აბსოლუტური ნიშნული (მ) | მოცულობა (მლნ. მ³) | საშუალო სიღრმე (მ) | მაქსიმალური სიღრმე (მ) | სიგრძე (კმ) | საშუალო სიგანე (კმ) | სანაპირო ხაზის სიგრძე (კმ) |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ასლიქოლი | 23,5 | 106,0 | 204,0 | 119,0 | 5,1 | 8,0 | 7,1 | 3,31 | 20,5 |
ქანდრიქოლი | 15,6 | 67,1 | 164,0 | 112,7 | 7,2 | 15,6 | 6,5 | 3,38 | 17,2 |
ჩებარქოლი | 10,0 | 369,0 | 381,0 | 20,4 | 2,0 | 3,5 | 5,1 | 1,96 | 15,4 |
ურგუნი | 9,2 | 39,1 | 514,0 | 47,6 | 5,2 | 7,7 | 4,4 | 1,89 | 15,2 |
ბელოე | 8,8 | გამდინარი | 101,0 | 34,5 | 3,9 | 11,0 | 6,1 | 1,43 | 15,8 |
ათავდი | 8,3 | 69,8 | 406,0 | 28,6 | 3,4 | 6,5 | 4,0 | 2,08 | 12,2 |
ბანოე | 7,7 | 43,9 | 438,0 | 81,7 | 10,6 | 28,0 | 4,0 | 1,89 | 11,2 |
სურტანდი | 7,4 | 57,8 | 407,0 | 90,7 | 2,8 | 4,0 | 4,6 | 1,61 | 11,4 |
კულტუბანი | 7,2 | 88,5 | 371,3 | 30,2 | 4,2 | 5,1 | 3,2 | 2,18 | 11,0 |
მულდაქოლი | 6,2 | 49,6 | 406,0 | 13,1 | 2,1 | 2,5 | 3,1 | 2,00 | 8,7 |
უზუნქოლი | 4,6 | 36,5 | 498,0 | 9,2 | 2,0 | 4,1 | 4,5 | 1,21 | 11,5 |
თალქასი | 4,2 | 25,6 | 548,5 | 18,9 | 4,5 | 12,0 | 4,0 | 0,99 | 9,3 |
ყარაგაილი | 3,8 | 22,0 | 518,0 | 12,0 | 3,2 | 4,0 | 2,4 | 1,51 | 8,1 |
დიდი უჩალი | 3,1 | 23,5 | 511,0 | 8,0 | 3,3 | 5,5 | 3,0 | 1,11 | 8,3 |
ყარაბალიქთი | 2,6 | 18,3 | 421,0 | 9,1 | 3,5 | 6,0 | 2,1 | 1,23 | 6,2 |
მიგილე | 2,6 | 12,0 | 510,0 | 9,4 | 3,6 | 5,3 | 1,5 | 1,68 | 4,6 |
საბაქთი | 2,4 | 9,6 | 437,0 | 7,2 | 2,9 | 6,0 | 2,3 | 2,37 | 5,8 |
სამხრეთი ულიანდი | 2,3 | 13,1 | 422,0 | 6,4 | 1,7 | 2,3 | 2,3 | 1,00 | 5,0 |
ჩრდილოეთი ულიანდი | 2,2 | 6,4 | 413,0 | 4,8 | 2,2 | 3,5 | 2,2 | 1,00 | 5,6 |
კალკანი | 1,8 | 9,0 | 511,5 | 5,1 | 2,9 | 4,7 | 2,6 | 0,65 | 7,8 |
ზოგიერთი ფაქტი
რედაქტირება- ბაშკირეთში არსებული ყველაზე დიდი ტბა, როგორც წყლის მოცულობით ისე სარკის ფართობით არის ტბა ასლიქოლი. ტბის სიგრძე შეადგენს 7,1 კმ, ხოლო სიგანე — 3,3 კმ. ტბის საშუალო სიღრმე — 5,3 მ.
- ბაშკირეთში არსებული უღრმესი ტბაა იაქთიქოლი. სიღრმე აღწევს 28 მეტრს; ტბის საშუალო სიღრმე — 11 მეტრი.[4]
- ბაშკირეთში არსებული ყველაზე მარილიანი ტბაა მულდაქოლი.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- Гареев А. М. Озёра.// Башкортостан: краткая энциклопедия. — Уфа: Башкирская энциклопедия, 1996. — С. 447. — 672 с. — ISBN 5-88185-001-7.
- Атлас туристических ресурсов Республики Башкортостан. Уфа, 2007. 276 с.
- Балков В. А. Водные ресурсы Башкирии. Уфа, 1978.
- Гареев А. М. Реки, озёра и болотные комплексы Республики Башкортостан. Уфа, 2012.
- Синенко С. Г. Уфа старая и новая. — Уфа: Государственное республиканское издательство «Башкортостан», 2007. — 272 с.
- Черняева Л. Е. и др. Гидрология озёр. Л., 1977.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Озера республики Башкортостан დაარქივებული 2013-11-09 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- Отдых в Башкирии დაარქივებული 2013-11-11 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- Экскурсия по озерам Башкирии დაარქივებული 2016-11-15 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Гареев А. М. Озёра.// Статья в Башкирской энциклопедии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
- ↑ Гареев А. М., Хайретдинов С. С., Япаров И. М. Природный парк «Асылыкуль»// Статья в Башкирской энциклопедии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-20. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
- ↑ Площадь зеркала более 1 км².
- ↑ Водоёмы Башкортостана — Рыболовный магазин «Дельфин» — г. Уфа. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-26. ციტირების თარიღი: 2016-11-08.
- ↑ Гареев А. М. Мулдаккуль.// Статья в Башкирской энциклопедии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-01. ციტირების თარიღი: 2016-11-08.