ბაშილი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში
ბაშილი ან ბაშილთაუ — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4148 მ. პირამიდული ფორმისაა. აგებულია ქვედა პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ძლიერი თანამედროვე გამყინვარება.
ბაშილი | |
---|---|
ბაშილი ჩანს მარჯვნივ | |
კოორდინატები: 43°09′15″ ჩ. გ. 42°52′49″ ა. გ. / 43.15417° ჩ. გ. 42.88028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4148 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარგველანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 380.