ბაყმის ხე
ბაყმის ხე, შავი სანდალოზი (ლათ. Haematoxylum campechianum) — ხე ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახისა. სიმაღლე 12 მ აღწევს, დიამეტრი 0,5 მ-მდე. აქვს ფრთისებრი ფოთლები და წვრილი ყვითელი ყვავილები.
ბაყმის ხე | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Haematoxylum campechianum | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 62026169 | ||||||||||||||
|
სამშობლოდ ითვლება ცენტრალური ამერიკა. კულტივირებულია ტროპიკებში. ლამაზი შეფერილობის მერქანს იყენებენ ავეჯისა და პარკეტის დასამზადებლად. შეიცავს საღებარ (ჰემატოქსილინი) და მთრიმლავ ნივთიერებებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 248.