ბაღიანი
ბაღიანი — სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ძვილეთის თემი). 1991 წლამდე შედიოდა ყორნისის რაიონის შემადგენლობაში. მდებარეობს მდინარეების აღმოსავლეთის ფრონის და შუა ფრონის წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ყორნისიდან 10 კილომეტრი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.