ბაქოს საფონდო ბირჟა
ბაქოს საფონდო ბირჟა (აზერ. Bakı Fond Birjası — BFB; ინგლ. Baku Stock Exchange — BSE) — აზერბაიჯანის მთავარი საფონდი ბირჟა, რომელიც მდებარეობს ბაქოში. ბირჟის მისიაა სავაჭრო სისტემის ფორმირება და განვითარება, დადებული გარიგებების ეფექტიანი შესრულება, უზრუნველყოფს ორგანიზაციას ფასიანი ქაღალდებით[1].
ისტორია
რედაქტირებაპირველად ბაქოში ფასიანი ქაღალდების გამომცემელი გახდა ბაქოს სავაჭრო ბანკი, რომელიც დაარსდა ХХ საუკუნის პირველ ნახევარში და ეკუთვნოდა მეცენატ ჰაჯი ზეინაბალდინ თაღიევს. ХХ საუკუნის ბოლოს აზერბაიჯანში დაიწყო ინტეგრალური ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირება.
1999 წლის 25 დეკემბერს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ბირჟის დაარსებისთვის. იგი დაარსდა 2000 წლის 15 თებერვალს და პირველი შეხვედრა გაიმართა იმავე დღეს. ბირჟა წარმოადგენს დახურულ სააქციო საზოგადოებას, რომელსაც ჰყავს 20 აქციონერი - იურიდიული პირი. ბაქოს საფონდო ბირჟას გააჩნია ტექნიკური უნარი, განახორციელოს გარიგებები ნებისმიერი სახის ფასიანი ქაღალდების შესახებ. ბაქოს საფონდო ბირჟის დამფუძნებლები იყო აზერბაიჯანის 16 უმსხვილესი ბანკი, ორი საფინანსო კომპანია და სტამბოლის საფონდო ბირჟა. თითოეული მათგანის წვლილი 60 000 აზერბაიჯანული მანათია. ბირჟის საწესდებო ფონდი 1.2 მლნ მანათია. ბირჟაზე პირველი ვაჭრობა განხორციელდა 2000 წლის 1-ლ სექტემბერს, როდესაც შედგა მოკლევადიანი სახელმწიფო ობლიგაციების განთავსების აუქციონი.
2002 წელს დაიწყო პროექტი ბაქოს საფონდო ბირჟის ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით, რომელიც დაფინანსდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ. იმავე წელს ბაქოს საფონდო ბირჟის მომგებიანობამ მიაღწია 250 მლნ დოლარს.
2011 წლის მონაცემებით ბაქოს საფონდო ბიჟის საერთო ბრუნვამ, ყველა ინსტრუმენტის ჩათვლით, შეადგინა 8,4 მლრდ მანათი ($10,7 მლრს)[2].
სტრუქტურა
რედაქტირებააქციონერთა საერთო კრება არის ბაქოს საფონდო ბირჟის უმაღლესი მმართველი ორგანო. აქციონერთა საერთო კრების მოვალეობაა სამუშაო სტრატეგიის, მენეჯმენტის გუნდისა და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის, აგრეთვე სხვა გადაწყვეტილებების მიღება ბიჟის საქმიანობის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელია მართვის საბჭოს საქმიანობის კონტროლზე.
აუქციონები
რედაქტირება2018 წლის აპრილის თვეში აუქციონი ჩატარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საფინანსო სამინისტროს საშუალოვადიანი სახელმწიფო ობლიგაციების განთავსებაზე 30 მილიონი მანათის ოდენობით, რომლის მიმოქცევის პერიოდი შეადგენს 728 დღეს. ობლიგაციებისთვის 10-მა ინვესტორმა მიმართა, საერთო თანხა იყო 107.74 მლნ მანათი[3].
თანამშრომლობა
რედაქტირებაბაქოს საფონდო ბირჟა ევრაზიის საფონდო ბირჟების ფედერაციის წევრია. ასევე აქვს ორმხრივი ურთიერთობები ლონდონის, ვარშავის, მოსკოვისა და სხვა საფონდო ბირჟებთან. ბაქოს საფონდო ბირჟა მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, რომელთან ერთადაც გამართა კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის მიძღვნილი კონფერენცია.
2018 წლის იანვარში ბაქოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა და ბელარუსის სავალუტო და საფონდო ბირჟის დირექტორმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საფონდო ბაზარზე. თანამშრომლობა მოიცავს ტრეინინგის სფეროში გამოცდილების გაცვლას, კაპიტალის ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობას და ა.შ[4].
ბაქოს საფონდო ბირჟის დამფუძნებლები და აქციონერები
რედაქტირებადამფუძნებლები
რედაქტირება- აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი
- «Interservis»,
- „კონტინენტ ბანკი“
- „აზერიგაზ ბანკი“
- კომპანია „მარს ინვესტმენტი“
- „მბანკი“
- „Global Securities“
- „კაპიტალ ინვესტმენტ ბანკი“
- „აზერი დემირ იოლუ ბანკი“
- „კოჩბანკი“
- „ხიდი - ბანკი აზერბაიჯანი!“
- „Ege International Bank — Baku“
- „BayBank“
- „როტა ბანკი“
- „United Credit Bank“,
- „რაბიტა ბანკი“
- „პრომ ინვესტ ბანკი“
აქციონერები
რედაქტირება- Borsa İstanbul
- აზერ-თურქ ბანკი
- ინვესტაზ
- აზერბაიჯანის ინდუსტრიული ბანკიADB Broker
- United Credit Bank
- TKM
- კომპანია „მარს ინვესტმენტი“
- BoB Broker
- რესპუბლიკა ინვესტი
- Kapital Partners
- ბროკდილ აზ
- Xalq Capital
- კომპანია Global Securities
- YapiKredi Invest
- UniCapital
- Caspian Financial
- Standart Capital
- აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ BSE - Vision and Mission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-26. ციტირების თარიღი: 2018-05-23.
- ↑ 2.0 2.1 BSE - Səhmdarlar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-16. ციტირების თარიღი: 2018-05-23.
- ↑ Спрос на облигации минфина Азербайджана в 3,5 раза превысил предложение - trend.az
- ↑ Азербайджан и Беларусь будут сотрудничать на фондовом рынке - trend.az