ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (აზერ. Heydər Əliyev adına Bakı Neft Emalı Zavodu) — ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მდებარეობს აფშერონის ნახევარკუნძულზე. ამიერკავკასიის რეგიონში არის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა[1].
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო საავტომობილო ინდუსტრიის განვითარება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ პერიოდში იყო ხარისხიანი ბენზინის არარსებობა. სწორედ ამიტომ, 1953 წლის 29 ივლისს გამოიცა ბრძანება ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შექმნის შესახებ. დაარსდა 1976 წელს, როგორც ახალი ბაქოს ნავთობდგადამამუშავებელი ქარხანა ანდრეევის სახელობის ქარხნის საფუძველზე[2].
ქარხანამ თავისი სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან მას ეწოდებოდა „ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „აზერნეფთიანაჯაგი“, ხოლო შემდგომ 2004 წელს დაერქვა ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა[3]. ის სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და სსრკ-ის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის კომპანიის SOCAR-ის ნაწილი გახდა.
თავისი არსებობის მანძილზე ქარხანამ დაამუშავა 300 მლნ ტონაზე მეტი ნავთობი, აითვისა ახალი ნავთობპროდუქტების დამუშავება და გააფართოვა საწარმოო ობიექტები. აქ აწარმოებენ მაზუთს, ნავთობის კოქსს, საავიაციო და საავტომობილო საწვავს, დიზელის საწვავსა და ა.შ.
2014 წელს, ჰეიდარ ალიევის სახელობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „აზნეფთიაღი“ გაერთიანდნენ[4].
2006 წელს ქარხნის წარმოება მთლიანად უზრუნველყოფდა აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტების მოთხოვნებს. ექსპორტის საერთო მოცულობამ 37.9% შეადგინა, ხოლო საავტომობილო საწვავზე აღრიცხული ექსპორტის 41.4% მოდიოდა. 2005 წელთან შედარებით, ნავთობგადამამუშავებელი ექსპორტი გაიზარდა 67.1% -ით[5].
დღეს, წარმოებული ნავთობპროდუქტების 45% უცხო ქვეყნებში ექსპორტირდება.
საერთაშორისო თანამშრომლობა
რედაქტირება2015 წელს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა ხელშეკრულებები უცხოურ კომპანიებთან დიზაინის, შესყიდვებისა და მშენებლობისთვის. ვარაუდობენ, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ, დამუშავების მოცულობა წელიწადში 7.5 მლნ ტონა ნავთობით გაიზრდება[6].
2015 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ავსტრიულ კომპანიასთან ბიტუმის ქარხნის მშენებლობისთვის[7].
2016 წლის 2 აგვისტოს ხელი მოეწერა ქარხნის დეტალური პროექტირების კონტრაქტს[8].
2016 წლის მაისში, გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან Air Liquide ქარხნის ტერიტორიაზე წყალბადის წარმოებისთვის დანადგარის მშენებლობაზე[6].
2017 წლის 19 დეკემბერს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება EPCm- თან და ესპანურ კომპანია Tecnicas Reunidas- ს შორის დიზაინის, შესყიდვებისა და მშენებლობის მიზნით. ხელშეკრულების ძირითადი პუნქტი არის ობიექტების რეკონსტრუქცია[9].
2018 წლის 1 თებერვალს ხელი მოეწერა კონტრაქტს კომპანიებთან Tecnimont და Kinetics Technology დანადგარების მშენებლობის მიზნით. მოცემული კონტრაქტი გაფორმდა Tecnimont და Kinetics Technology, ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და სოკარს შორის ქარხნის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში[10].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ «ВЫШКА» НА ФРОНТЕ И В ТЫЛУ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-16. ციტირების თარიღი: 2018-07-20.
- ↑ Бакинский нефтеперерабатывающий завод имени Гейдара Алиева
- ↑ The Heydar Aliyev Oil Refinery დაარქივებული 2018-07-07 საიტზე Wayback Machine. - socar.az
- ↑ В Азербайджане ликвидирован крупный НПЗ
- ↑ Бакинский нефтеперерабатывающий завод им. Гейдара Алиева выполнил производственный план на 2006 год на 105,7% - news.day.az
- ↑ 6.0 6.1 Latest development in Baku refinery overhaul sees Air Liquide construct new H2 production facility
- ↑ SOCAR Avstriyanın “Poerner” şirkəti ilə müqavilə imzalamışdır დაარქივებული 2018-07-09 საიტზე Wayback Machine. - socar.az
- ↑ Poerner wins EPC contract for bitumen plant of SOCAR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-09. ციტირების თარიღი: 2018-07-20.
- ↑ Técnicas Reunidas wins Heydar Aliyev Refinery contract in Azerbaijan
- ↑ SOCAR подписал контракт с компанией Maire Tecnimont на строительство новых установок на НПЗ